პრაჩუაპქირიქანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
პრაჩუაპქირიქანის პროვინცია
ტაი. ประจวบคีรีขันธ์
დროშა გერბი


เมืองทองเนื้อเก้า มะพร้าว สับปะรด สวยสด หาด เขา ถ้ำ งามล้ำน้ำใจ
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Prachuap Khiri Khan
შიდა დაყოფა Mueang Prachuap Khiri Khan, Kui Buri, Thap Sakae, Bang Saphan, Bang Saphan Noi, Pran Buri, Hua Hin და Sam Roi Yot
კოორდინატები 11°48′00″ ჩ. გ. 99°47′00″ ა. გ. / 11.80000° ჩ. გ. 99.78333° ა. გ. / 11.80000; 99.78333
ფართობი 6,367.6 კმ²
ოფიციალური ენა ტაი ენა
მოსახლეობა 525,107 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 82 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+7]]
სატელეფონო კოდი (+66) 0 3260 3991-5
საფოსტო ინდექსი 77
ოფიციალური საიტი prachuapkhirikhan.go.th

პრაჩუაპქირიქანის პროვინცია (ტაი. ประจวบคีรีขันธ์) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია (ჩანგვათი), მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ბანგკოკიდან 240 კმ-ით (150 მილი) სამხრეთით. მეზობელი პროვინციებია: ფეტჩაბური ჩრდილოეთით და ჩუმფონი სამხრეთით. დასავლეთით ესაზღვრება მიანმარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kuha Karuhas-ს პავილიონი, Phraya Nakhon-ის გამოქვაბულში, Khao Sam Roi Yot-ის ეროვნულ პარკში

პრაჩუაპქირიქანის ფართობია 6,367.62 კვადრატული კილომეტრი. მდებარეობს კრას ყელში, დამაკავშირებელია მალაკის ნახევარკუნძულის (მატერიკულ აზიას) მიწის ვიწრო ნაწილით. გეოგრაფიულად, პრაჩუაპქირიქანი არის ზომიერი ბარის ტერიტორია ზღვის სხვადასხვა დონიდან, 1,200 მ ზღვის დონიდან. მაქსიმალური სიმაღლე რეგიონში მიიღწევა ჩრდილო აღმოსავლეთით და ცენტრალურ დასავლეთით, რაც ტერიტორიის დაახლოებით 30% შეადგენს.

ტაილანდის ყურეს გააჩნია გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალი ქვიშიანი პლაჟები, მათ შორის ყველაზე ცნობილა Hua Hin-ი, რომელიც გახდა პოპულარული მას შემდეგ, რაც მეფე რამა VII-მ ააშენა ზაფხულის სასახლე აქ. პროვინციის უმაღლესი წერტილია 1494 მეტრიანი Khao Luang-ის მთა. იმის გამო, რომ პროვინცია მდებარეობს ვიწრო ტერიტორიაზე აქ მცირეა მდინარეების რაოდენობა. ერთადერთი დიდი მდინარეა — Pran Buri, რომელიც პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. მათ შორის მცირე მდინარეა Khlong Kui.[1]

Khao Sam Roi Yot-ის ეროვნული პარკის შეიქმნა 1966 წელს, ტაილანდის უდიდეს მტკნარი ჭაობების დაცვის მიზნით. პარკი შეიცავს მანგროს ტყეების და ვატებს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაჩუაპქირიქანის პროვინციის რაიონები

პრაჩუაპქირიქანის პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 48 ქვეზონისგან (ტამბონ) და 388 სოფლისგან (მუბანი).

  1. პრაჩუაპქირიქანი
  2. კუიბური
  3. ტჰაპსაკაი
  4. ბანგსაპჰანი
  5. ბანგსაპჰან-ნოი
  6. პრანბური
  1. ჰუაჰინი
  2. სამროიიოტი

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაჩუაპქირიქანში მდებარეობს ტაილანდი ავტომაგისტრალი Route 4 (Phetkasem Road), რომელიც აკავშირებს ცენტრალური რეგიონებს სამხრეთით.

რკინიგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაჩუაპქირიქანის რკინიგზის მარშრუტი არის სამხრეთით ბანგკოკიდან. არსებობს 5 ძირითადი სადგური, ესენია: 1) ჰუაჰინი, 2) პრანბური, 3) მუანგი, 4) ბანგსაპჰანი და 5) ბანგსაპჰან-ნოი.

ავტობუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგკოკიდან რეგულარულად დადიან ავტობუსები. ბანგკოკიდან, ავტობუსები გადიან სამხრეთის ტერმინალიდან (Sai Tai Mai).

აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს აეროპორტი ჰუაჰინის რაიონში, მაგრამ ის განკუთვნილია მხოლოდ კერძო ჩარტერულ რეისებისთვის.

ერთ-ერთი საერთაშორისო გადამზიდავია (ბერჯაია აირი), რომელიც მოქმედებს მალაიზიასა და ჰუაჰინის რაიონს შორის.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის სამეფო ოჯახის და განსაკუთრებით, ყოფილი მეფეთა დადგენილებით ეს ადგილი რუკაზე დაიტანა, როგორც ზღვის ორიგინალური სანაპირო დანიშნულების ადგილი. გრძელი თეთრი ქვიშიანი პლაჟები არის სუფთა და ლამაზი. გარდა ამისა, მზის აბაზანების მისაღებად არსებობს სპეციალური ადგილები და საცურაო აუზები, სტუმრებს შეუძლიათ ასევე ისარგებლობენ გოლფის მოედნებით, აბაზანებით, მაღაზიებით და ეროვნული პარკით. ქალაქი თბილია და მეგობრულია, რაც მას ქმნის სასიამოვნოს ოჯახებისთვის და წყვილებისთვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geography of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-15. ციტირების თარიღი: 2016-02-21.