უდონთანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პროვინცია
უდონთანის პროვინცია
ტაი. อุดรธานี
Huai Luang Reservoir 03.jpg
დროშა გერბი
Udon Thani Flag.png Seal Udon Thani.png


หนองประจักษ์คู่เมือง ลือเลื่องแหล่งธรรมะ อารยธรรมบ้านเชียงมรดกโลกห้าพันปี ธานีผ้าหมี่ขิด แดนเนรมิตทะแลบัวแดง[1]
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Udon Thani
შიდა დაყოფა Mueang Udon Thani, Kut Chap, Nong Wua So, Kumphawapi, Non Sa-at, Nong Han, Thung Fon, Chai Wan, Si That, Wang Sam Mo, Ban Dung, Ban Phue, Nam Som, Phen, Sang Khom, Nong Saeng, Na Yung, Phibun Rak, Ku Kaeo და Prachaksinlapakhom
კოორდინატები 17°25′45″ ჩ. გ. 102°59′22″ ა. გ. / 17.4294111° ჩ. გ. 102.9896111° ა. გ. / 17.4294111; 102.9896111
ფართობი 11 730 კმ²
მოსახლეობა 1 586 666 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 135 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 042
საფოსტო ინდექსი 41
ოფიციალური საიტი udonthani.go.th
Thailand Udon Thani locator map.svg

უდონთანის პროვინცია (ტაი: อุดรธานี) — ტაილანდის სამოცდათექვსმეტი პროვინციიდან (ჩანვატი) ერთ-ერთი. უდონ ტჰანი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტაილანდის ამ ნაწილს ისანის რეგოინსაც უწოდებენ. ესაზღვრება ჩრდილოეთით ნონგ ხაის, აღმოსავლეთით საკონ ნახონს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კალასინის პროვინციის, სამხრეთით ხონ კაენის და დასავლეთით ლოეისა და ნონგ ბუა ლამფუს პროვინციებს. მისი ფართობია 11 730 კვ. კმ.[2] პროვინციის დედაქალაქი არის უდონ ტჰანი, რომელიც პროვინციის უმნიშვნელოვანეს ქალაქს წარმოადგენს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდონ ტჰანი ,,ჩრდილოეთის ქალაქს" ნიშნავს. ტერმინი უდონი სანსკრიტული უტარადანაა მიღებული, სადაც ის ,,ჩრდილოეთის მიმართულებას" ნიშნავს. შესაძლებელია ეს ტერმინი იქიდან მომდინარებდეს, რომ პროვინცია ბანგკოკის ჩრდილო- აღმოსავლეთით მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდონ ტჰანი ისტორიულ წყაროებში რატტანაკოსინის ეპოქაში მოიხსენიება, როდესაც ვივენტიანელმა ანვონგმა აჯანყება მოაწყო ტაილანდის მმართველობის წინააღმდეგ და 1826 წელს თავისი ჯარი ნახონ რატჩასიმასთან განალაგა. მან ქალაქი აიღო. ტაის არმია დაედევნა მას და მეტოქე ძალები შეხვდნენ ბრძოლაში ნონგ ბუა ლამფუში, რომელიც დღევანდელ უდონ ტჰანთან ახლოს მდებარე ქალაქია. ორი დღის სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ანუონგის ჯარი დამარცხდა და ლაოსში გაიქცა.[3]

ოდესღაც ბან მაკ-კაენგის სახელით ცნობილი, უდონ ტჰანიში თავდაპირველი დასახლება სამხედრო სახის იყო, რომელიც პრინც პრაჩაკმა დააარსა აჯანყების ჩასახშობად ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ლაო-პუანში. ბან მაკ-კაენგის მოსახლეობა თანდათან გაიზარდა, პატარა სოფლიდან ქალაქი გახდა, საბოლოო ჯამში კი უდონ ტჰანად ჩამოყაილბდა.

პროვინცია ყველაზე ცნობილია პრეისტორიული არქეოლოგიური უბნით ბან ჩიანგით და მისი ბრინჯაოს ხანის სიწმინდეებით, რომელიც მდებარეობს უდონ ტჰანიდან აღმოსავლეთით 50 კილომეტრში. უდონ ტჰანი არის ტაილანდის სხვა პროვინციებთან შედაგრებით მეტად მშრალი ნაწილი, სადაც ძალიან განვითარებულია სოფლის მეურნეობა.

უდორნის ამერიკული საჰაერო ბაზა

უდონ ტჰანიში ეკონომიკური აყვავება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ვიეტნამის ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ,,უდონის სამეფო ტაილანდური საჰაერო ძალების ბაზა'' ააშენა. მელ გიბსონის ფილმი Air America უდონის საჰაერო ბაზაზე გადაღებულ ელემენტებს მოიცავს. უდონ ტჰანიში ასევე იყო რეგიონში ყველაზე დიდი ბაზა CIA- ს ანტიკომუნიზმის კამპანიისთვის. შეერთებულმა შტატებმა ბაზა გადასცა ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალებს 1976 წელს. პირველ რიგში, სამხედრო ბაზის არსებობის შემდეგად ადგილობრივების დიდმა ნაწილმა შედარებით კარგი ანაზღაურება მიიღო და ისწავლა ძირითადი სასაუბრო ინგლისური. ამან ისინი უფრო რეალიზებული გახადა გარე სამყაროსთვის და მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა სამუშაოდ შუა აღმოსავლეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე. მეორე, ბაზამ შექმნა ხანგრძლივი კავშირები შეერთებულ შტატებთან, მათ შორის აშშ-ს საკონსულო უდონში (დაიხურა 1995 წელს) და აშშ-ს საგარეო ომების ვეტერანებთან.

ბოლო წლებში უდონმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო დიდი პოტაშის საბადოების აღმოჩენის გამო.[4] ზოგი ფიქრობს, რომ რეგიონი ამის გამო მინერალების მთავარი ექსპორტიორი გახდება. საზოგადოების წინააღმდეგობის გამო სამთო მოპოვების ნებართვის გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნულ მაღაროსთან მდებარე სოფლების მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამან შეიძლება მიწისქვეშა წყლებისა და ნიადაგის დამლაშება გამოიწვიოს, ასევე მიწის გამოუსადეგარობა. ორივე სერიოზულად შეუქმნის საფრთხეს ადგილობრივი თემების ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელთა შემოსავალიც, ძირითადად, ბრინჯის მოყვანაზეა დამოკიდებული.

შავი ობიექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია დასახელდა, როგორც აშშ-ს CIA- ს ,,შავი ობიექტის" ადგილი, რომელიც გამოიყენება ეჭვმიტანილი ტერორისტების დასაკითხად. საეჭვო ადგილებში შედის რამასუნის სადგური,[5] ასევე მე –7 რადიო–კვლევითი საველე სადგური,[6] მუეანგ უდონ თანის რაიონში, ასევე მე-13 საჰაერო ბატალიონის დაბანაკების ადგილი (რამასუნიდან 13 კმ – ის დაშორებით),[7] უდონის სამეფო ტაილანდური საჰაერო ძალების ბაზა და ამერიკის ხმის (VOA) სამაუწყებლო სადგური ბან დუნგის რაიონში.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.facebook.com/udonthaniupdate/posts/440234586071649
  2. "Expanded Administrative Units". GeoHive. Retrieved 2014-12-05.
  3. Udon Thani Provincial Office (1985), Udon Thani: A History of a Provincial Administration, Bangkok: Amarin Printing.
  4. ASIA PACIFIC POTASH CORPORATION LIMITED OVERVIEW OF UDON THANI POTASH PROJECT"". Asia Pacific Potash Corporation. Retrieved 12 June 2018.
  5. "Ramasun Camp History Museum". Thailand Tourism Directory. Retrieved 27 August 2018.
  6. Lelyveld, Joseph (1974-06-26). "U.S. Military Presence Is in Asia as of Old, but Justification for It Is All New". New York Times. Retrieved 27 August 2018.
  7. Sarnsamak, Pongphon (2012-05-16). "Keep away from our base, army warns miners". The Nation. Retrieved 27 August 2018.
  8. Nanuam, Wassana (27 August 2018). "Ex-US base 'not secret prison'". Bangkok Post. Retrieved 27 August 2018.