ლეის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პროვინცია
ლეის პროვინცია
ტაი. เลย
Loeip.jpg
დროშა გერბი
Loei Flag.png Seal Loei.png


เมืองแห่งทะเลภูเขา สุดหนาวในสยาม
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Loei
შიდა დაყოფა Mueang Loei, Na Duang, Chiang Khan, Pak Chom, Dan Sai, Na Haeo, Phu Ruea, Tha Li, Wang Saphung, Phu Kradueng, Phu Luang, Pha Khao, Erawan და Nong Hin
კოორდინატები 17°29′12″ ჩ. გ. 101°43′10″ ა. გ. / 17.48667° ჩ. გ. 101.71944° ა. გ. / 17.48667; 101.71944
ფართობი 11 425 კმ²
მოსახლეობა 642 773 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 56 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 042
საფოსტო ინდექსი 42
ოფიციალური საიტი loei.go.th
Thailand Loei locator map.svg

ლეი ( ტაი: เลย) — ტაილანდის ერთ – ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინცია (ჩანვატი). ის მდებარეობს ტაილანდის ზემო ჩრდილო – აღმოსავლეთი ნაწილში, ისანის რეგიონში. მეზობელი პროვინციებია (აღმოსავლეთ საათის ისრის მიმართულებით) ნონგ ხაი, უდონთანი, ნონგუა ლამფუ, ხონკაენი, ფეტჩაბუნი, ფიტსანულოკი . ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსის ქსაიგნაბოულისა და ვიენტიანეს პროვინციები.

2020 წლის მონაცემებით პროვინციის გუბერნატორია ჩაივატ ჩუენკოსუმი.[1] პროვინციამ შეიტანა 225.6 მილიონი ბატი ტაილანდის 2019 წლის ბიუჯეტში.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრა თატ სი სონგ რაკი, დან საის რაიონი

პროვინცია მთა- გორიანია. პროვინციის მთავრობის ადგილსამყოფელი, ლოეი, ნაყოფიერ ადგილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით და გარშემორტყმული მთებით, რომელთა ფერდები მრავალფეროვანი მცენარეებით და ხშირი ნისლითაა დაფარული. პროვინციაში ყველაზე ცნობილი მთების: ფუ კრადუენგი, ფუ ლუანგი და ფუ რუეა. მდინარე ლოეი, რომელიც პროვინციაში გადის, მეკონგის შენაკადია. მეკონგი პროვინციის ჩრდილეთ საზღვარს წარმოადგენს მეზობელ ლაოსთან. ფუ თაპ ბუეკი ფეტჩაბუნის ქედის ყველაზე მაღალი მთა, პროვინციაში მდებარეობს. [3]

მთა ფუ კრადუეგი ფუ კრადუეგის ეროვნულ პარკში მდებარეობს (อุทยานแห่งชาติภูกระดึง). [4]

სხვა ეროვნული პარკებია : ფუ ჰინ-რონგ კლა, ფუ რუეა (อุทยานแห่งชาติ ภูเรือ),[5] ფუ ფა მანი და ფუ სუან საი (อุทยานแห่งชาติ ภู สวน ทราย) (ასევე ცნობილი როგორც ნა ჰაეო). [6]

ფუ ლუანგის ველური ბუნების ნაკრძალი ასევე ლეის პროვინციაში მდებარეობს.

პროვინციის დასავლეთ ნაწილში იწყება და სამხრეთ ნაწილში მთავრდება ლუანგ პრაბანგის ქედი, რომელიც ტაის მაღლობების ნაწილს წარმოადგენს. [7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციის თანახმად, ლეი დაარსებულია ლან ნაის დედაქალაქ ჩიანგ საენიდან წამოსული ხალხისგან. ხუნ ფა მუეანგმა დააარსა სოფელი დან-კვა, ხოლო ბანგ კლანგ ჰაომ დააარსა დან საი. გვალვამ და დაავადებებმა მოგვიანებით გამოიწვია, რომ სოფლელები დღევანდელი ლოეის ადგილზე გადავიდნენ. 1907 წელს მეფემ ჩულალონგკორნმა (რამა V) შექმნა ლოეის პროვინცია. ლოეის კულტურის ცენტრი (ศูนย์ วัฒนธรรม จังหวัด เลย) წარმოადგენს ლოეის ისტორიას, რელიგიებსა და ტრადიციებს. [8]

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის გერბზე გამოსახულია სტუპა, რომელიც მდებარეობს ფრა თატ სი სონგ რაკში. ის 1560 წელს აიუთჰაიას მეფემ მაჰა ჩაკრაპატმა და ლანსანგის მეფემ ჩაი ჩეტამ ერთობლივად ააშენეს, როგორც ორი სამეფოს მეგობრობის სიმბოლო. [9] პროვინციული ხე არის ხასის <i>ფიჭვი</i> (Pinus kesiya).

პროვინციული ლოზუნგია: ,,მთების ზღვის ქალაქი, სიამის ყველაზე ცივი ადგილი, სამი სეზონი ლამაზი ყვავილებით". [10]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა განაპირობებს ლოეის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს. მაღალმთიანეთში მოჰყავთ მაკადამიის კაკალი და არაბიკას ყავა; ბანანები, სეზამი და რეზინი კი - დაბლობზე. ლეი ეკოტურიზმის დანიშნულების ადგილია ბუნებრივი გარემოსა და ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის კულტურების შერწყმის გამო. [11]

ვანგ საფუნგის რაიონი დიდი ღია საბადოა, სადაც ბევრი ადგილობრივია დასაქმებული. ეს რაიონი იყო დიდი ხნის დავის, აგრეთვე ფიზიკური კონფლიქტის ადგილი ბან ნა ნოგ ბონგსა და მის შემოგარენში მცხოვრებლებსა და Tungkum Limited- ს, Tongkah Harbour PCL- ის შვილობილ კომპანიებს შორის. ტუნგკუმის ოქროს მოპოვების სამუშაოებს სასამართლოებში ბრალი ედება გარემოს განადგურებაში.[12]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციულის მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  პროვინცია დაყოფილია 14 ოლქად ( ამფო ). ოლქები შემდგომში იყოფა 89 ქვედანაყოფად ( ტამბონებად ) და 839 სოფლად ( მუბანებად ).

ლეის პროვინციის რუკა
  1. მუეანგ ლოეი
  2. ნა დუანგი
  3. ჩიანგ ხან
  4. პაკ ჩომი
  5. დენ საი
  6. ნა ჰაეო
  7. ფუ რუეა
  1. თა ლი
  2. ვანგ საფუნგი
  3. ფუ კრადუენგი
  4. ფუ ლუანგი
  5. ფაა ხაო
  6. ეროვანი
  7. ნონგ ჰინი

ადგილობრივი მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 26 ნოემბრისთვის არსებობს: [13] ერთი ლოეის პროვინციის ადმინისტრაციული ორგანიზაცია და 29 მუნიციპალური რაიონი პროვინციაში.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარშრუტი 201 მიემართება ჩიანგ ხანიდან ჩრდილოეთით, ლაოსის საზღვრამდე, ლოეს გავლით, ნონ სა- ატამდე ჩუმ ფაესთან . 203 მარშრუტი მიემართება დასავლეთით ფა რუეას მიდამოებში და შემდეგ უხვევს სამხრეთით ლომ საკამდე .

ლოეის ემსახურება ლოეის აეროპორტი . [14]

2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანმრთელობა Განათლება დასაქმება შემოსავალი
Health icon Thai.png Round Landmark School Icon - Transparent.svg Employment icon.png Numismatics and Notaphily icon.png
75 46 15 49
საცხოვრებელი ოჯახი ტრანსპორტი Მონაწილეობა
586-house-with-garden.svg
Parents, enfants, famille.png
Groundtransport inv.svg Icon Sociopolítica y relaciones internacionales (wikiproyect, es.wp).png
24 16 56 16

2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[15]

რანგი კლასიფიკაცია
1 - 15 ,,მაღალი"
16 - 30 ,,გარკვეულწილად მაღალი"
31 - 45 ,,საშუალო"
45 - 60 ,,გარკვეულწილად დაბალი"
61 - 77 ,,დაბალი"

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Loei governor rises as 'savior' in Covid-19 struggle". Thai PBS World. 2 May 2020. Retrieved 2 May 2020.
  2. (20 December 2018) Thailand's Budget in Brief Fiscal Year 2019. Bureau of the Budget, გვ. 95. ციტირების თარიღი: 2 May 2020. 
  3. "Ban Thap Boek". დაარქივებული 2018-07-24 საიტზე Wayback Machine. Tourism Authority of Thailand (TAT). Retrieved 6 May 2016.
  4. "Phu Kradueng National Park". Department of National Parks (DNP). Archived from the original on 21 January 2016. Retrieved 5 June 2016.
  5. "Phu Ruea National Park".. Department of National Parks (DNP). Archived from the original on 26 March 2016. Retrieved 5 June 2016.
  6. "Phu Suan Sai National Park". Department of National Parks (DNP). Archived from the original on 26 March 2016. Retrieved 5 June 2016.
  7. ดร.กระมล ทองธรรมชาติ และคณะ, สังคมศึกษา ศาสนาและวัฒนธรรม ม.1, สำนักพิมพ์ อักษรเจริญทัศน์ อจท. จำกัด, 2548, หน้า 24-25
  8. Loei Cultural Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  9. Loei. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  10. About Loei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  11. Loei: General Info. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  12. Wannasiri, Sutharee; Abbott, Kingsley (5 June 2016). "Struggle against mining violations leaves activists exposed". Bangkok Post. Retrieved 5 June 2016.
  13. Number of local government organizations by province. Department of Local Administration (DLA) (26 November 2019). ციტირების თარიღი: 10 December 2019.
  14. Loei Airport. OurAirports. ციტირების თარიღი: 3 February 2013.
  15. Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1