რატჩაბურის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
რატჩაბურის პროვინცია ტაი. ราชบุรี | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Ratchaburi | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Ratchaburi, Chom Bueng, Suan Phueng, Damnoen Saduak, Ban Pong, Bang Phae, Photharam, Pak Tho, Wat Phleng და Ban Kha | ||||
კოორდინატები | 13°31′44″ ჩ. გ. 99°48′52″ ა. გ. / 13.52889° ჩ. გ. 99.81444° ა. გ. | ||||
მმართველი | Vongsak Swasdipanich | ||||
ფართობი | 5,196.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 853,217 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 164,19 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+7]] | ||||
სატელეფონო კოდი | (+66) 0 3233 7890 ან (+66) 0 3232 7659 | ||||
საფოსტო ინდექსი | 70 | ||||
ოფიციალური საიტი | ratchaburi.go.th | ||||
რატჩაბურის პროვინცია (ტაი. ราชบุรี) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია (ჩანგვათი). მეზობელი პროვინციებია: კანჩანაბური, ნაქონპათომი, სამუტსაქონი, სამუნგსონგქარამი და ფეტჩაბური. დასავლეთით ესაზღვრება მიანმარი.
რატჩაბური მდებარეობს 80 კილომეტრით დასავლეთით ბანგკოკიდან და ესაზღვრება მიანმარს დასავლეთში Tanaosri Range ქედთან, რომელიც ქმნის ბუნებრივ საზღვარს.[1] პროვინციაში მიედინება მდინარე მაიკლონგი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რატჩაბური არის საშუალო ზომის პროვინცია, ფართობით დაახლოებით 5,196 კმ². ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია ამ პროვინციაში მცურავი ბაზრები (ინგლ. Damnoen Saduak). პროვინციის დასავლეთი ნაწილი უფრო მთიანი და მოიცავს ტანასვრის ქედს. მთების უმეტესობა შედგება ძირითადად კირქვისაგან, არსებობს რამდენიმე გამოქვაბულები სტალაქტიდების შემცველობით. რამდენიმე გამოქვაბული, დასახლებულია ხელფრთიანების კოლონიებით. სხვა მღვიმეები, როგორიცაა ქაო ბინი ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის. პროვინციის დასავლეთ ნაწილში მთავარი მდინარეა ფჰაჩი.
მდინარე ფჰაჩის მარცხენა ნაპირზე განლაგებულია Chaloem Phra Kiat Thai Prachan-ის ეროვნული პარკი.
რატჩაბურის პროვინციის ფართობი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი, საზღვრის დასავლეთი, რომელიც გაყოფილია მიანმართან და შეადგენს დაახლოებით 60 კმ-ს. მეორე შეიცავს Tenasserim-ის მთებს და ტყეებს, სიმაღლით ზღვის დონიდან დაახლოებით 200-300 მეტრით. პროვინციის ცენტრალური ნაწილი მდიდარია წყლის რესურსებით და ჭარბტენიანობით მდინარის დინების გამო. რატჩაბურის პროვინცია მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ტყე, რომელსაც უკავია პროვინციის ფართობის დაახლოებით 38%. უფრო მეტიც, მას აქვს მინერალები, როგორიცაა: კალა, ტანტალი, მინდვრის შპატი, კვარცი, კირქვა და მერგელი.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ისტორია თარიღდება დრავატის პერიოდით, როდესაც ის იყო მონ-ების სამეფოს დედაქალაქი. ქალაქ Khu Bua-ს მიმდებარედ მხოლოდ ნანგრევების ნაშთებია დარჩენილი. ლეგენდის თანახმად იგი თარიღდება მითური Suvarnabhumi-ს სამეფოს არსებობასთან, რომელიც დრავატის სამეფომდე არსებობდა.
"რატჩაბური" ნიშნავს "მეფეთა მიწას".
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რატჩაბურის პროვინცია დაყოფილია 10 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 104 ქვეზონისგან (ტამბონ) და 935 სოფლისგან (მუბანი).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის 1.1% არიან მთიანი ტომების წევრები, ძირითადად Karen-ის, რომლებიც ცხოვრებობენ მიანმარის საზღვერთან ახლოს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ratchaburi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 28 May 2015.
- ↑ Ratchaburi have important "natural resources". ციტირების თარიღი: 4 Nov 2013.
- ↑ Ratchaburi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-21.
კანჩანაბურის პროვინცია | ნაქონპათომის პროვინცია | |||
მიანმარი | სამუტსაქონის პროვინცია | |||
რატჩაბურის პროვინცია | ||||
ფეტჩაბურის პროვინცია | სამუნგსონგქარამის პროვინცია |