სამხრეთი ტაილანდი
სამხრეთი ტაილანდი (ტაი. ประเทศไทยภาคใต้) — რეგიონი ტაილანდში.[1] დაკავშირებულია ცენტრალურ ტაილანდს ვიწრო კრას ყელით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ტაილანდი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე და მოიცავს 70713 კმ² ფართობს. ყველაზე ვიწრო ნაწილი ნახევარკუნძულის არის კრას ყელი, რომელზეც გადის სამხრეთ ტაილანდის საზღვარი ჩრდილოეთიდან. დასავლეთ სანაპიროზე დომინირებს ციცაბო ბანკები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ვაკეები და მდინარის ხეობები. უდიდესი მდინარეა - ტაპი სურატ-ტჰანის პროვინციაში, სადაც აუზი 8000 კმ²-ია, ასე, რომ აუზს უკავია სამხრეთ ტაილანდის დაახლოებით 10%-იანი ფართობი. რეგიონში ასევე მიედინება მდინარეები: პატანი, საბური, კრაბი და ტრანგი. ყველაზე დიდი ტბაა - თალელუანგი, რომლის ფართობია 1040 კმ². გარდა ამისა, არსებობს ჯიაო ლანის წყალსაცავი, ფართობით 165 კმ². არსებობს ასევე ეროვნული პარკი ხაოსოკი, რომელიც მდებარეობს პროვინცია სურატ-ტჰანიში.
უმაღლესი წერტილია — მთა ხაო-ლანგი, რომლის სიმაღლეა 1815 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ნაკჰონსიტჰამარატის პროვინციაში. ფხუკეტის კუნძულიდან გადაჭიმულია მთათა სისტემა ფხუკეტი ფხუკეტის პროვინციის ცენტრამდე. მალაიზიასთან საზღვარზე იწყება ტიტივანგსას მთიანი ქედი.
ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, აქ წარმოიქმნა ისეთი კუნძულები, როგორიცაა: ფხი-ფხი და ფხანგნგაბეი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ტაილანდი შედგება 14 პროვინციისგან.[2]
№ | პროვინცია | ტაი. | ფართობი | მოსახლეობა | სიმჭიდროვე | მშპ(2007) | ერთ სულ მოსახლეზე (2007) |
---|---|---|---|---|---|---|---|
1. | ჩუმფხონი | ชุมพร | 6,009.00 | 485,713 | 80.83 | 45,580 | 92,192 |
2. | კრაბი | กระบี่ | 4,708.00 | 417,735 | 88.73 | 41,383 | 108,629 |
3. | ნაკჰონსიტჰამარატი | นครศรีธรรมราช | 9,942.50 | 1,512,249 | 152.10 | 123,614 | 73,960 |
4. | ნარატჰივატი | นราธิวาส | 4,475.00 | 718,724 | 160.61 | 46,468 | 62,625 |
5. | პატანი | ปัตตานี | 1,940.40 | 641,187 | 330.44 | 39,534 | 59,618 |
6. | ფხანგნგა | พังงา | 4,170.00 | 250,079 | 59.97 | 29,828 | 114,988 |
7. | ფხატჰალუნგი | พัทลุง | 3,423.50 | 504,470 | 147.36 | 33,259 | 60,677 |
8. | ფხუკეტი | ภูเก็ต | 543.00 | 325,586 | 599.61 | 62,055 | 214,621 |
9. | რანონგი | ระนอง | 3,298.00 | 191,744 | 58.14 | 17,309 | 94,640 |
10. | სატუნი | สตูล | 2,479.00 | 287,866 | 116.12 | 27,217 | 97,614 |
11. | სონგკჰალა | สงขลา | 7,393.90 | 1,329,635 | 179.69 | 168,611 | 119,620 |
12. | სურატ-ტჰანი | สุราษฎร์ธานี | 12,891.50 | 981,595 | 76.14 | 122,398 | 125,651 |
13. | ტრანგი | ตรัง | 4,917.50 | 614,222 | 124.91 | 62,912 | 94,863 |
14. | იალა | ยะลา | 4,521.10 | 474,559 | 104.97 | 39,198 | 84,614 |
დიდი ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | ქალაქი | ტაი. | მოსახლეობა | მეტროპოლია |
---|---|---|---|---|
1. | ჰათ-იაი | หาดใหญ | 157,359 | 801,747 |
2. | სურატ-ტჰანი | สุราษฎร์ธานี | 126,280 | 358,000 |
3. | ნაკჰონსიტჰამარატი | นครศรีธรรมราช | 108,139 | 280,000 |
4. | ფუკეტი | ภูเก็ต | 75,971 | 325,600 |
5. | სონგკჰალა | สงขลา | 73,835 | 801,747 |
6. | იალა | ยะลา | 63,640 | |
7. | ტრანგი | ตรัง | 61,067 | |
8. | კოსამუი | เกาะสมุย | 51,044 | |
9. | კოჰონგი | 43,989 | 801,747 | |
10. | პატანი | ปัตตานี | 43,255 |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ტაილანდი უკავშირდება ბანგკოკს სარკინიგზო და საავტომობილო გზებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ.
აეროპორტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში 5 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი აეროპორტია.
- ფუკეტის აეროპორტი (საერთაშორისო)
- ჰათ-იაის აეროპორტი (საერთაშორისო)
- კრაბის აეროპორტი (საერთაშორისო)
- სურატ-ტჰანის აეროპორტი (საერთაშორისო)
- სამუის აეროპორტი (საერთაშორისო)
- ნაკჰონსიტჰამარატის აეროპორტი
- ტრანგის აეროპორტი
- ნარატჰივატის აეროპორტი
- ჩუმფხონის აეროპორტი
- რანონგის აეროპორტი
- პატანის აეროპორტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ประกาศสำนักทะเบียนกลาง กรมการปกครอง เรื่อง จำนวนราษฎรทั่วราชอาณาจักร แยกเป็นกรุงเทพมหานครและจังหวัดต่าง ๆ ตามหลักฐานการทะเบียนราษฎร ณ วันที่ 31 ธันวาคม 2554
- ↑ กรมการปกครอง. กระทรวงมหาดไทย. «ประกาศสำนักทะเบียนกลาง กรมการปกครอง เรื่อง จำนวนราษฎรทั่วราชอาณาจักร แยกเป็นกรุงเทพมหานครและจังหวัดต่าง ๆ ตามหลักฐานการทะเบียนราษฎร ณ วันที่ 31 ธันวาคม 2553.» [ออนไลน์]. เข้าถึงได้จาก. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-27. ციტირების თარიღი: 2011-04-27.