ტაკის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაკის პროვინცია
ტაი ตาก
გერბი
Seal Tak.png
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
სტატუსი პროვინცია
შედის დასავლეთი ტაილანდი
მოიცავს 9 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ტაკი
გუბერნატორი სამატ ლოიფა (2009-დან)
მოსახლეობა (2014)
539,553 კაცი (49 ადგილი)
სიმჭიდროვე 33 კაცი/კმ²
ფართობი 16,406.6 კმ² (4 ადგილი)
ტაკის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+7
კოდი ISO 3166-2 TH-63
სატელეფონო კოდი (+66) 0 5551 2092 ან (+66) 0 5551 1503
ოფიციალური საიტი

ტაკის პროვინცია (ტაი ตาก) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთი პროვინცია, მეზობელი პროვინციებია: მეჰონგსონი, ჩიანგმაი, ლამფუნი, ლამპანგი, სუქოტაი, კამფენგფეტი, ნაქონსავანი, უთაითანი და კანჩანაბური. დასავლეთ კიდეზე პროვინციას აქვს გრძელი საზღვარი მიანმართან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Bhumibol-ის კაშხალი

Bhumibol-ის კაშხალი (შემდეგში King Bhumibol Adulyadej, რომლის ძველი სახელი იყო Yanhee Dam) აშენდა ტაკის პროვინციაში 1958—1964 წლებში.[1] იგი აჩერებს მდინარე პინგს.[2][3][4] ხელოვნური ტბა მოიცავს 300 კმ²-იან ფართობს და არის უმსხვილესი ტბა ტაილანდში. Taksin Maharat ეროვნული პარკი, Namtok Pha Charoen ეროვნული პარკი, Lan Sang ეროვნული პარკი და Khun phao ეროვნული პარკი, ყველა ამ პროვინციაში. Thung Yai Naresuan Wildlife Sanctuary და Huai Kha Khaeng Wildlife Sanctuary უთაითანის პროვინციასთან საზღვარზე არიან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.[5][6]

ტაკის პროვინციას უჭირავს 16.406 კმ² და მდებარეობს 426 კმ-ით ჩრდილოეთით ბანგკოკიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაკის ისტორიული სამეფო აშენდა 2000-ზე მეტი წლის წინ, ჯერ კიდევ სუქოტაის სამეფოს პერიოდში. უძველესი სამეფოს თავისი განვითარების პიკს მიაღწია დაახლოებით 1 საუკუნისთვის. მე-5 საუკუნეში სამეფოს დედაქალაქი გადავიდა სამხრეთით ლავოში (დღევანდელი ლოპბურის პროვინცია). ქალაქი დასახელდა ბანტაკად, რომელიც შექმნა Jamadevi (พระนาง จาม เทวี), ლავოსის პრინცესამ, დაახლოებით 663 წელს. შემდეგ ქალაქი გადაიტანეს უფრო დასავლეთით და დაარქვეს Mueang Rahang, აიუთაიას სამეფოს დროს, როდესაც მეფობდა მიანმარის მეფე Maha Thammaracha. ქალაქი უკან აღმოსავლეთით გადაიტანეს მდინარე პინგზე ადრეული ბანგკოკის პერიოდში.[7]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა ძირითადი ნაწილია ტაკის ეკონომიკის. ტაკის პროვინცია აწარმოებს ბრინჯს, სიმინდს, ბოსტნეულს, სხვადასხვა ხილს, აგრეთვე ხორცს და სხვა საკვებს. ტაკის პროვინციის მრეწველობა მოიცავს სამთოს, გრანიტის და სამკაულებს. ხალხური რეწვა და მიანმარის პროდუქტები ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სავაჭრო სფეროში. Bhumibol-ის კაშხალი ტაკის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში არის ყველაზე პოპულარული ტურისტებს შორის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით მეოთხედი მოსახლეობის ეკუთვნის ტაილანდის მთის ტომებს, მათ შორის ტაკში უდიდესი ტომია Karen-ი.[8]

ლტოლვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2006 წელს თითქმის 100,000 კაცი, რეგისტრირებული 130,000 კაციდან ტაილანდში, დევნილია მიანმარიდან და განთავსებულია რამდენიმე ლტოლვილთა ბანაკში ტაკის პროვინციაში.[9]

ადმინსტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაკის პროვინციის რაიონები

ტაკის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 63 ქვეზონისგან (ტამბონ) და 493 სოფლისგან (მუბანი).

  1. ტაკი
  2. ბანტაკი
  3. სამნგაო
  4. მაირამატი
  5. ტჰასონგიანგი
  6. მაესოტი
  7. პჰოპპჰრა
  1. უმპჰანგი
  2. ვანგჩაო

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bhumibol Dam. Rid Go Th. წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.
  2. Royal Irrigation Department River Gauges Report. RID Stations (2002). წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.
  3. Chao Phraya River Basin (Thailand). World Water Assessment Programme. წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.
  4. Detailed Map of the Chao Phraya River Basin (Thailand). World Water Assessment Programme. წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.
  5. Thung Yai Naresuan Wildlife Sanctuary. United Nations Environment Programme - World Conservation Monitoring Centre (March 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-07-18. წაკითხვის თარიღი: 2008-07-21.
  6. Huai Kha Khaeng Wildlife Sanctuary. United Nations Environment Programme - World Conservation Monitoring Centre (March 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-07-18. წაკითხვის თარიღი: 2008-07-21.
  7. General Information - Tak. North of Thailand. წაკითხვის თარიღი: 2008-07-21.
  8. Mountain-Biking and Trekking in Northwest Thailand. Thai Cycling. წაკითხვის თარიღი: 2008-08-04.
  9. Myanmar Thailand Border: Refugee Population By Gender. The UN Refugee Agency (2006-05-30). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22.