რანონგის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რანონგის პროვინცია
ระนอง
เจดีย์วัดอุปนันทาราม.JPG
დროშა გერბი
Flag of Ranong Province.png Seal Ranong.png


คอคอดกระ ภูเขาหญ้า กาหยูหวาน ธารน้ำแร่ มุกแท้เมืองระนอง
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Ranong
შიდა დაყოფა Mueang Ranong, La-un, Kapoe, Kra Buri და Suk Samran
კოორდინატები 9°58′01″ ჩ. გ. 98°38′08″ ა. გ. / 9.96694° ჩ. გ. 98.63556° ა. გ. / 9.96694; 98.63556
ფართობი 3298 კმ²
მოსახლეობა 177 089 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 54 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
საფოსტო ინდექსი 85
ISO 3166 კოდი TH-85[1]
ოფიციალური საიტი http://www.ranong.go.th
Thailand Ranong locator map.svg

რანონგის პროვინცია (ტაი. ระนอง) — პროვინცია სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. რანონგის პროვინცია ტაილანდის 76 პროვინციას შორის ყველაზე ნაკლებად დასახლებულია — მოსახლეობის მიხედვით, იგი 76-ე ადგილს იკავებს. აღმოავლეთით მას ჩუმფონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სურატ-თანი, სამხრეთ-დასავლეთით — ანდამანის ზღვა, ხოლო დასავლეთით — კაუსაუნგი, ტანინსაი და მიანმარი ესაზღვრება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანონგის პროვინცია მდინარე კრის ყელზე მდებარობს, რითაც ტაილანდი მალაის ნახევარკუნძულს უკავშირდება, ფუკეტის ქედის დასავლეთით. რანონგის პროვინცია ტრატის პროვინციასთან ერთად ყველაზე ტენიან ადგილად ითვლება ტაილანდში, ვინაიდან, წვიმიანი სეზონი რვა თვის განმავლობაში გრძელდება[2].

რანონგის პროვინცია ტაილანდის პროვინციებს შორის ყველაზე ნაკლებად არის დასახლებული, რადგან ტერიტორიის 80 % ტყეებითაა დაფარული და 67% მთიანია.

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანონგის პროვინციის გერბზე გამოსახულია სასახლე მთაზე, იმის ნიშნად, რომ ტაილანდის მეფე ჩულალონგკორნი (რამა V) ერთხელ რატანა-რანგსანის სასახლეს ესტუმრა. გერბზე გამოსახულია ციფრი 5 – რამა V-ის სიმბოლოდ, რატანა-რანგსანის სასახლე და ნივეშკირის მთა.

პროვინციის სლოგანია: „კრის ყელი, მთის ბალახი, აკაჟუ, მინერალური წყლის ჩანჩქერი და რანონგის ჭეშმარიტი მარგალიტი“ („คอคอดกระหญ้าภูเขา, เม็ดมะม่วงหิมพานต์, สตรีมน้ำแร่มุกแท้และระนอง“)[3]

პროვინციული ხეა ბანაბა, ხოლო პროვინციული ყვავილი — ჯადვარისებრნი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასულ წლებში, ინდუსტრიის ძირითადი სფერო კალის მოპოვება იყო, მაგრამ კალის მარაგი მაღაროებში ამოიწურა. ამჟამად, თევზაობა, თეთრი თიხის, რეზინის და აკაჟუს მოპოვება მრეწველობის მთავარ სფეროებს წარმოადგენენ.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანონგის პროვინცია დაყოფილია ხუთ რაიონად (ამფოე), რაიონები კი 30 ქვე-რაიონად (ტამბონი) და 167 სოფლად (მუბანი) იყოფა:

რუკა სახელი ტაი სახელწოდება
Amphoe Ranong.svg
1 მუეანგ-რანონგის რაიონი เมืองระนอง
2 ლა-უნის რაიონი ละอุ่น
3 კაპოეს რაიონი กะเปอร์
4 კრა-ბურის რაიონი กระบุรี
5 სუკ-სამრანის რაიონი สุขสำราญ


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]