ლამფუნის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლამფუნის პროვინცია
ტაი. ลำพูน
LamhunWPTHaripch200107a.jpg
დროშა გერბი
Flag of Lam Phun Province.png Seal Lamphun.png


พระธาตุเด่น พระรอดขลัง ลำไยดัง กระเทียมดี ประเพณีงาม จามเทวีศรีหริภุญไชย
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Lamphun
შიდა დაყოფა Mueang Lamphun, Mae Tha, Ban Hong, Li, Thung Hua Chang, Pa Sang, Ban Thi და Wiang Nong Long
კოორდინატები 18°34′45″ ჩ. გ. 99°00′23″ ა. გ. / 18.57917° ჩ. გ. 99.00639° ა. გ. / 18.57917; 99.00639
ფართობი 4,506 კმ²
მოსახლეობა 405,468[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 90 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
სატელეფონო კოდი +66 53
საფოსტო ინდექსი 51
ISO 3166 კოდი TH-51
ოფიციალური საიტი lamphun.go.th
Thailand Lamphun locator map.svg

ლამფუნის პროვინცია (ტაი. ลำพูน) — ტაილანდის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდინარე პინგის ხეობაში, დედაქალაქ ბანგკოკიდან 670 კილომეტრის დაშორებით. ლამფუნის პროვინციას პრაქტიკულად ყველა მხარიდან აკრავს მთათა სისტემა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის მიხედვით, 1,400 წლის წინ, დვარავატის სამეფოს დროს ქალაქის სახელი იყო ჰარიფინჩაის.[2] ქალაქის პირველი მმართველი იყო დედოფალი ჩამტიუი, მონოვების უძველესი გვარის წარმომადგენელი.

XII საუკუნეში ჰარიფინჩაი იყო ალყაშემორტყმული ქხმერული ჯარების მიერ, მაგრამ არ დაეცა. მიუხედავად ამისა, 1281 წელს, მეფე მენგრაიმა ქალაქი აიღო და თავის სამეფოს ლანას შეუერთა. XVI საუკუნეში, პროვინციის ტერიტორია ეკუთვნოდა ბირმელებს, ეს გაგრძელდა ორი საუკუნე. XIX საუკუნის ბოლოს ლამპუნის პროვინცია გახდა სიამის და შემდეგ ტაილანდის სამეფოს ნაწილი.[3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ტაილანდის ამინდი, მათ შორის ლამფუნის, აქვს სამი განსხვავებული სეზონი: ცივი სეზონი (დეკემბერდან თებერვლამდე), ცხელი სეზონი (აპრილიდან ივნისმდე) და წვიმიანი სეზონი (მაისიდან ნოემბრამდე). ლამფუნი ცნობილია, როგორც ქვეყნის "ცივი დედაქალაქი".

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩედი

ქალაქის მთავარი სიმბოლო არის 46 მეტრის ტაძარი, სახელად ჩედი და მდებარეობს Wa Phra That Haripunchay-ში. ამ შენობას ამშვენებს თაღები, აგურის სტრუქტურები და შესასვლელში ორი ლომის ქანდაკება. მთავარ ტაძართან ახლოს მდებარეობს ქალაქის ეროვნული მუზეუმი Haripunchay, რომელიც წარმოადგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს, მათ შორის - ჭურჭლებს და ხელოვნების ნიმუშებს. ქალაქში არსებობს საზოგადო პარკი, სადაც განლაგებულია ქალაქის პირველი მმართველის ქანდაკება. ქალაქში კიდევ ერთი ძეგლი ეძღვნება ქალაქის დამფუძნებელს - სუტჰევე რუესის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლამპუნის რაიონები

ლამფუნის პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 51 ქვეზონისგან (ტამბონ) და 551 სოფლისგან (მუბანი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population of the Kingdom Thai (2014-12-31). წაკითხვის თარიღი: 19 Mar 2015.
  2. "Historic Lamphun: Capital of the Mon Kingdom of Haripunchai", in: Forbes, Andrew, and Henley, David, Ancient Chiang Mai Volume 4. Chiang Mai, Cognoscenti Books, 2012. ASIN: B006J541LE
  3. http://www.lamphun.go.th/intro.php?topicid=1