ფაიაუს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფაიაუს პროვინცია
ტაი พะเยา
დროშა გერბი
Flag of Phayao Province.jpg Seal Phayao.png


กว๊านพะเยาแหล่งชีวิต ศักดิ์สิทธิ์พระเจ้าตนหลวง บวงสรวงพ่อขุนงำเมือง งามลือเลื่องดอยบุษราคัม
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Phayao
შიდა დაყოფა Mueang Phayao, Chun, Chiang Kham, Chiang Muan, Dok Khamtai, Pong, Mae Chai, Phu Sang და Phu Kamyao
კოორდინატები 19°11′30″ ჩ. გ. 99°52′46″ ა. გ. / 19.19167° ჩ. გ. 99.87944° ა. გ. / 19.19167; 99.87944
ფართობი 6,335 კმ²
მოსახლეობა 484,454[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 76,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
სატელეფონო კოდი (+66) 0 5444 9599 ან (+66) 0 5444 9588
საფოსტო ინდექსი 56
ISO 3166 კოდი TH-56
ოფიციალური საიტი phayao.go.th
Thailand Phayao locator map.svg

ფაიაუს პროვინცია (ტაი พะเยา) — ტაილანდის ჩრდილოეთი პროვინცია. მეზობელი პროვინციებია: ნანი, ფრე, ლამპანგი და ჩიანგრაი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი.

ფაიაუს პროვინცია, ისევე, როგორც მთელი ჩრდილოეთი ტაილანდი, მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენი სამეფოს ტერიტორიიდან, იმიტომ, რომ ტაილანდური კულტურა წარმოიშვა აქ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაიაუს ტბა, ფაიაუს პროვინცია

ფაიაუს პროვინცია მდებარეობს 619 კმ ბანგკოკიდან ჩრდილოეთით. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამი დიდი მთა გარს ეხვევა ხეობას: Doi Luang (1,694 მ),[2] Doi Khun Mae Fat (1,550 მ) და Doi Khun Mae Tam (1,330 მ).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდიელები, როგორც ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები არიან ემიგრანტები ცენტრალური ჩინეთიდან. ტაილანდიელები თანდათან მოახდინეს მიგრაცია თანამედროვე ჩრდილოეთ ტაილანდის ტერიტორიაზე და ფაიაუს პროვინციაში, 1096 წელს საფუძველი ჩაუყარეს ტაილანდურ სახელმწიფოს. ფაიაუს პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ დიდი რაოდენობით უძველესი ტომები, რომლებიც შეინარჩუნეს თავიანთი გამორჩეული ცხოვრების წესი. ამ დღეისთვის, ისინი ცხოვრობენ მთების ფერდობებზე, დაფარული გაუვალი ჯუნგლებით. ზოგიერთ თემში შეუძლებელია მიაღწიო მანქანით. თითოეულ ტომს აქვს უნიკალური თვისებები, ენობრივი და რელიგიური მახასიათებლები.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაიაუს პროვინციის რაიონები

ფაიაუს პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 68 ქვეზონისგან (ტამბონ) და 632 სოფლისგან (მუბანი).

  1. ქალაქი ფაიაუ
  2. ჩუნი
  3. ჩიანგქჰამი
  4. ჩიანგმუიანი
  5. დოკკჰამტაი
  1. პონგი
  2. მაიჩაიაი
  3. პჰუსანგი
  4. პჰუკამიაო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population of the Kingdom Thai (2014-12-31). წაკითხვის თარიღი: 19 Mar 2015.
  2. Doi Luang, Phi Pan Nam Range – Climbing, Hiking & Mountaineering