ნანის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ნანის პროვინცია ტაი. น่าน | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | ნანი | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Nan, Mae Charim, Ban Luang, Na Noi, Pua, Tha Wang Pha, Wiang Sa, Thung Chang, Chiang Klang, Na Muen, Santi Suk, Bo Kluea, Song Khwae, Phu Phiang და Chaloem Phra Kiat | ||||
კოორდინატები | 18°46′04″ ჩ. გ. 100°46′57″ ა. გ. / 18.76778° ჩ. გ. 100.78250° ა. გ. | ||||
ფართობი | 11472.1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 478 264 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 42 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | +66 54 | ||||
საფოსტო ინდექსი | 55 | ||||
ოფიციალური საიტი | nan.go.th | ||||
ნანის პროვინცია (ტაი. น่าน) — ტაილანდის 76 პროვინციიდან (ჩანვატი) ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაოსი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუკუნეების განმავლობაში, ნანის პროვინცია იყო დამოუკიდებელი. მცირე დროით შედიოდა სუკოტაიის ტაის სახელმწიფოს შემადგენლობაში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ გახდა ჩრდილოეთ სახელმწიფოს ლანას ვასალი. ამის შემდეგ ლანას სახელმწიფო შევიდა მიანმარის შემადგენლობაში, ეს ფაქტი ნანის პროვინციაში გამოიწვია განმათავისუფლებელი საპროტესტო მოძრაობა, რაც საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ მიანმარმა 1714 წლიდან დაამყარა აქ თავისი სრული კონტროლი. 1788 წელს ტაილანდის ჩრდილოეთი დაიპყრო სიამის მეფემ რამა I-მა. 1893 წელს სიამმა გადასცა ნანის პროვინცია საფრანგეთის ინდო-ჩინეთს. 1932 წელს ნანის პროვინცია თავიდან გახდა სიამის პროვინციად.
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნანის პროვინცია მდებარეობს ტაილანდის მთიან რაიონში. უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან 2079 მ. პროვინცია ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან ჩრდილოეთით დაშორებულია 670 კმ-ით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება 15 რაიონისგან (ამფოე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 99 ქვეზონებისგან (ტამბონი) და 848 სოფლისგან (მუბანი).
- 1. ამფხემუიანგ-ნანი (ტაი. อำเภอเมืองน่าน)
- 2. ამფხემაეჩარიმი (ტაი. อำเภอแม่จริม)
- 3. ამფხებანლუანგი (ტაი. อำเภอบ้านหลวง)
- 4. ამფხენანოი (ტაი. อำเภอนาน้อย)
- 5. ამფხეფუა (ტაი. อำเภอปัว)
- 6. ამფხეტჰავანგპჰა (ტაი. อำเภอท่าวังผา)
- 7. ამფხევიანგსა (ტაი. อำเภอเวียงสา)
- 8. ამფხეტჰუნგჩანგი (ტაი. อำเภอทุ่งช้าง)
- 9. ამფხეჩიანგკლანგი (ტაი. อำเภอเชียงกลาง)
- 10. ამფხენამუინი (ტაი. อำเภอนาหมื่น)
- 11. ამფხესანტისუკი (ტაი. อำเภอสันติสุข)
- 12. ამფხებოკლუია (ტაი. อำเภอบ่อเกลือ)
- 13. ამფხესონგხვაი (ტაი. อำเภอสองแคว)
- 14. ამფხეპჰუპჰიანგი (ტაი. อำเภอภูเพียง)
- 15. ამფხეჩალოიმპჰრაკიატი (ტაი. อำเภอเฉลิมพระเกียรติ)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაილანდის გიდი. ნანი დაარქივებული 2010-12-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- პროვინციის რუკა დაარქივებული 2012-11-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- შემოდგომის ტაილანდი. ფოტორეპორტაჟი. მე-4 ნაწილი. ნანის პროვინცია. დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)