ჩონბურის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩონბურის პროვინცია
ტაი ชลบุรี
დროშა გერბი
Flag of Chonburi Province.png Seal Chonburi.png


ทะเลงาม ข้าวหลามอร่อย อ้อยหวาน จักสานดี ประเพณีวิ่งควาย
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
შიდა დაყოფა Mueang Chon Buri, Ban Bueng, Nong Yai, Bang Lamung, Phan Thong, Phanat Nikhom, Si Racha, Ko Sichang, Sattahip, Bo Thong და Ko Chan
ადმ. ცენტრი Chon Buri
ფართობი 4,363 კმ²
მოსახლეობა 1,455,039[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 333.49 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+7]]
სატელეფონო კოდი (+66) 0 3827 5034, (+66) 0 3827 9434
საფოსტო ინდექსი 20
ოფიციალური საიტი chonburi.go.th
Thailand Chonburi locator map.svg

ჩონბურის პროვინცია (ტაი ชลบุรี) — ტაილანდის პროვინცია (ჩანგვათი).[2] მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით): ჩაჩენგსაო, ჩანთაბური და რაიონგი. დასავლეთით ესაზღვრება ტაილანდის ყურე. ჩონბურის პროვინცია სახლია ტაილანდის ტურისტებისთვის ყველაზე დიდი ორიენტირებული ქალაქის - პატაიას, ასევე ეს არის ერთადერთი პროვინცია, ბანგკოკის გარეთ, რომელიც დაკავშირებულია ბანგკოკს რვა ზოლიანი გზით, მანძილით 80 კმ. პროვინციის პორტი არის მთავარი და უმსხვილესი ტაილანდის პორტი, მას აქვს წარმატებული ემიგრანტი მოსახლეობა. ამ ფაქტორების გამო, პროვინციის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, ამ მომენტისთვის მოსახლეობა შეადგენს 1.7 მილიონს (თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული). 2012 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრირებული მოსახლეობა შეადგენს 1.36 მილიონს.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია მდებარეობს ბანგკოკის ყურის სანაპიროზე, ტაილანდის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში. Khao Khiao-ს ქედი გადაჭიმული ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, რა დროსაც პროვინციის ნაყოფიერი მიწები მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთში და გამოიყენება მეურნეობისთვის. Laem Chabang, რომელიც მდებარეობს პროვინციის სამხრეთში, არის ტაილანდის ერთ-ერთი ღრმა წყლის ნავსადგურებიდან.

პროვინციის მუდმივი სამართლებრივი მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 4%-ით ყოველწლიურად 1.040.865-დან 2000 წელს 1.554.365-მდე 2010 წელს.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩონბურის პროვინციის რაიონები

ჩონბურის პროვინცია დაყოფილია 11 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 92 ქვეზონისგან (ტამბონ) და 691 სოფლისგან (მუბანი).

  1. ჩონბური
  2. ბან-ბუინგი
  3. ნონგ-იაი
  4. ბანგლამუნგი
  5. პჰან-ტჰონგი
  6. ფჰანატნიკჰომი
  1. სირაჩა
  2. კოსიჩანგი
  3. სატაჰიპი
  4. ბოტჰონგი
  5. კოჩანი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ტურიზმი, ლამაზი პლაჟების და გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით.

ტურიზმთან ერთად პროვინციაში განვითარებულია სოფლის მეურნეობაც, აქ იზრდება ძირითადად ტაპიოკა, ქოქოსი, შაქრის ლერწამი, სანაპირო რაიონებში განვითარებულია თევზაობა.

უახლოესი აეროპორტი - სუვარნაბჰუმის ახალი საერთაშორისო აეროპორტია.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]