სქურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სქურის ფერისცვალების ეკლესია
სქურის ეკლესია — საქართველო
სქურის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°41′02″ ჩ. გ. 42°09′46″ ა. გ. / 42.6838917° ჩ. გ. 42.1628694° ა. გ. / 42.6838917; 42.1628694
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
დეტალები

სქურის ფერისცვალების ეკლესიაეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კურორტ სქურის ჩრდილოეთით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრამდე რთული მისასვლელი გზაა. ეკლესიას აქვს სწორკუთხა საკურთხეველი და მინაშენები. ეკლესია XVI საუკუნეში სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი, ნახევრად დამუშავებული და ყორე ქვით, რიგების მკაცრი დაცვით. ნაგებობას მორღვეული აქვს სახურავი. სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, მიშენებული აქვს ეგვტერები. ტაძარს ეტყობა მრავალჯერადი გადაკეთების კვალი, სადაც ნათლად ჩანს პირვანდელი ქვების მრავალჯერადი გამოყენება. ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთით გაჭრილი სამი სარკმლით. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლები ნაწილობრივ არის შემორჩენილი. ტაძარს შესასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით.

ძეგლი თავის დროზე მონახულებული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომლის დროსაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი წარწერები და ესვენა ადგილობრივი სასულიერო პირების „სალიების" მიერ ვერცხლით მოჭედილი ხატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მიქავა ა., სქურის ხეობის სიძველენი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 6 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 43-44

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]