სქური (მინერალური წყალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სქური (მდინარე).

„სქური“ — სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბანოსღელის (ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, კურორტ სქურთან. ქიმიური შედგენილება:

საბადო დაკავშირებულია შუა- და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან. წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუაიურული (ბაიოსური) ვულკანოგენური ქანებიდან. დებიტი 60-65 ათ. ლ/დღ-ღ. წარმოებს წყლის ჩამოსხმაბოთლებში; სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. უშვერიძე, ტ. ჩიჩუა, ქსე, ტ. 9, თბ., 1985, გვ. 624.