ვახტანგ V: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:
ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. [[ყუმი (ქალაქი)|ყუმში]].
ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. [[ყუმი (ქალაქი)|ყუმში]].


ვახტანგ V მოხსენიებულია ანჩისხატის სამრეკლოს წარწერაში:
ვახტანგ V მოხსენიებულია [[ანჩისხატი]]ს სამრეკლოს წარწერაში:
{{ციტატა|ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)}}
{{ციტატა|ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)}}



18:59, 12 თებერვალი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ.
ვახტანგ V
შაჰნავაზ I
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1658
მმართ. დასასრული: 1675
წინამორბედი: როსტომი (ქართლის მეფე)
მემკვიდრე: გიორგი XI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1618
გარდ. თარიღი: 1675
გარდ. ადგილი: ყუმი ირანის დროშა
მეუღლე: 1.როდამ ორბელიანი
2. მარიამ დადიანი
შვილები: 1.არჩილ II
2. გიორგი XI
3. ალექსანდრე
4. ლევანი
5. ლუარსაბი
6. სოლომონი
7.ანუკა
8.თამარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით XI
დედა: ანა

ვახტანგ V, შაჰნავაზი (გ. 1675) — ქართლის მეფე 1658-1675. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, სათავადოს მეთაური 1629-1658. როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიური წინსვლისთვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიურ წინსვლას.

ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალების მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა იმერეთიდან გაეყვანა არჩილი. ვახტანგ V შეეცადა არჩილი კახეთის მეფედ დაესვა, მაგრამ მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა.

გარდაცვალება

ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. ყუმში.

ვახტანგ V მოხსენიებულია ანჩისხატის სამრეკლოს წარწერაში:

ვიკიციტატა
„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“

შესაბამისად ვახტანგ მეფე უნდა გარდაცვლილიყო 1675 წლის 21 მარტის შემდეგ.

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ. 4, თბ., 1973
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 336, თბ. , 1979


წინამორბედი:
როსტომი
ქართლის მეფეები
16581675
შემდეგი:
გიორგი XI