ZeniMax Media

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ZeniMax Media Inc.
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა მაისი, 1999
დამაარსებელი კრისტოფერ უივერი
რობერტ ა. ოლტმენი
მდებარეობა როკვილი, მერილენდი, აშშ
მფლობელი Providence Equity Partners (25%)
ProSiebenSat.1 Media (9%)
წამყვანი რობერტ ა. ოლტმენი (თავმჯდომარე და აღ.დირექტორი)
ერნესტ დელი (პრეზიდენტი)
დარგი ინტერაქტირული გართობა
ვიდეო თამაშები
პროდუქცია Doom
Quake
The Elder Scrolls
Fallout
Wolfenstein
Rage
Dishonored
თანამშრომელი 600[1]
შვილობილ(ებ)ი Bethesda Softworks
Bethesda Game Studios
ZeniMax Online Studios
id Software
Arkane Studios
Tango Gameworks
MachineGames
BattleCry Studios
საიტი zenimax.com

ZeniMax Media Incამერიკული მედია კომპანია, რომელიც ქმნის და გამოსცემს თამაშებს მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. მის საკუთრებაში შედის შემდეგი კომპანიები: id Software (Doom, Quake და Wolfenstein-ის შემქმნელი), Bethesda Game Studios (The Elder Scrolls, Fallout 3 და Fallout 4-ის შემქმნელი), Arkane Studios (Arx Fatalis, Dark Messiah of Might and Magic-სა და Dishonored-ის შემქმნელი), MachineGames (Wolfenstein: The New Order-სა და Wolfenstein: The Old Blood-ის შემქმნელი),[2] Tango Gameworks[3] (The Evil Within-ის შემქმნელი) და ZeniMax Online Studios. ZeniMax Media Inc.-ის შტაბ-ბინა მდებარეობს როკვილში, მერილენდის შტატში, რომლის ოფისები განლაგებულია ჩრდ. ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიაში.[4]

2007 წელს ZeniMax Media შეფასებული იქნა დაახლოებით 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად.[5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ZeniMax Media დაარსებული იქნა 1999 წლის მაისს, Bethesda Softworks-ის დამფუძნებლის კრისტოფერ უივერისა (ენგლ.: Christopher Weaver) და რობერტ ა. ოლტმენის ინგლ.Robert A. Altman) მიერ.[7] კრისტოფერმა ალტმანი დანიშნა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. თავდაპირველად, კრისტოფერი 1992-2002 წლებში მსახურობდა კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა 2002 წლიდან შეეშვა კომპანიის საქმიანობას.

2004 წელს ZeniMax-მა Interplay Entertainment-სგან შეიძინა Fallout ფრენჩაიზის საავტორო უფლებები.[8]

2010 წლის 6 ოქტომბერს ZeniMax-მა მიიღო $150 მილიონი კერძო ინვესტიცია Providence Equity Partners-ისგან.[9] Providence-ის მიერ ადრეც იქნა დაფინანსებული ZeniMax $300 მილიონის რაოდენობით.[10] Providence Equity Partners ფლობს ZeniMax Media-ის 25 %-იან წილს.[11][12]

2007 წლის 1 აგვისტოს, ZeniMax-მა განაცხადა კომპანია ZeniMax Online Studios-ის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებდა მეტ ფირორი. 2012 წელს კომპანიამ გააკეთა ანონსი The Elder Scrolls Online-ის შექმნაზე, რომელიც გამოსული იქნა 2014 წლის 4 აპრილს.[13]

2007 წლის 30 ოქტომბერს ZeniMax-მა განაცხადა, რომ ევროსამაუწყებლო ჯგუფ ProSiebenSat.1 Media-სთან აძლიერებდა ურთიერთობას. დეკმბერში გაშვებული იქნა ვებ-საიტი SevenGames.com. ProSiebenSat.1 Media მუშაობს ZeniMax-თან ერთად ონლაინ თამაშების შემუშავებაზე. ProSiebenSat.1 Media ფლობს 9%-იან წილს SBS Broadcasting Group-ის ჩათვლით, რომელიც შეიძინა იმავე წელს.[14][15][16]

2009 წლის სექტემბერში ZeniMax-მა მოიპოვა უფლებები Prey-ის ფრენჩაიზზე.[17]

2009 წლის დეკემბერში კომპანიამ მოიპოვა უფლებები Rage-ზე, რომელიც უნდა გამოცემულიყო Electronic Arts-ის მიერ,[18] თუმცა გამოცემული იქნა ბეთესდას მიერ.

20011 წლის 3 მარტს ZeniMax-მა გამოაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.[19][20]

2014 წელს ZeniMax-მა გაუგზავნა წერილი Facebook-სა და Oculus VR, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტ Oculus Rift-არის ZeniMax-ის ინტელექტუალური საკუთრება და სწორედ ZeniMax-მა შეიმუშავა Oculus-ისთვის სათანადო ტექნოლოგიები და ასევე დასძინა, რომ დაეხმარა პროდუქტი გამხდარიყო სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნადი ბაზარზე.

2014 წლის 21 მაისს ZeniMax-მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში Oculus VR-ის წინააღმდეგ,[21][22] ხოლო 2014 წლის 25 ივნისს Oculus-მა საპასუხო სარჩელი შიტანა. იგი აცხადებდა, რომ ZeniMax იბრალდებდა პროდუქტის საკუთრების უფლებას და ასევე აცხადებდა, რომ Zenimax არანაირი წვლილი არ შეუტანია ოკულუსის განვითარებაში.

კორპორაციული ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომანიის დირექტორთა საბჭო შეგდება 8 კაცისაგან:

შენიშვნა:id Software-ის ყოფილი პრეზიდენტი ტოდ ჰოლენსჰედი არ არის დირექტორთა საბჭოს ჩამონათვალში შეყვანილი, თუმცა 2009 წლის ZeniMax-ის განცხადებით ჰოლენსჰედი იყო საბჭოს წევრი, მაგრამ უცნობია კონკრეტული პერიოდი.[25]

წარსულში საბჭოს წევრები იყვნენ მარკ შნაიდერი, United Pan-Europe Communications, Inc-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი და ასევე - კრისტოფერ უივერი.[26][27]

გარე მრჩევლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ZeniMax-ის ბიზნეს მრჩეველთა საბჭო შედგება 7 კაცისაგან:

  • ჯონ მერიგანი ( DLA Piper-ის უფროსი)[28]
  • ტერი მაკოლიფი (აღმასრულებელი დირექტორი Lions Gate Entertainment[29]
  • ჯორჯ მიტჩელი (სენატის უმრავლესობის ლიდერი მენის შტატიდან, ასევე კომპანია დისნეის ყოფილი თავმჯდომარე.
  • მიგელ სანჩეს-ნავარო რედო (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Editorial Mexico Desconocido-ის)
  • პოლ უილმოტი (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Paul Wilmot Communications-ის)
  • ტონი კოელიო (აშშ-ის კოგრესის უმრავლესობის ყოფილი წევრი)

ინვესტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი წლის განმავლობაში ZeniMax ჰყავს უამრავი სხვადასხვა ინვესტორი. ინვესტორები არიან Providence Equity Partners, ProSiebenSat.1 Media, რობერტ ა. ოლტმენი, ლესლი მუნვესი, ჯერი ბრუკჰაიმერი, ერნესტ დელი, გრიფინ ლეშერი, ჯეიმზ კედარი, სინდი ტალენდი, რობერტ ტრამპი, მაიკლ დომინგესი, კრისტოფერ უივერი, SBS Broadcasting Europe, ZM Investment, Ardsley Partners Fund, ტონი კოელიო და სხვა.[30][31][32] SBS Broadcasting Group

შვილობილი კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემმუშავებელი სტუდიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამომცემელი სტუდიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bethesda Softworks, შეძენილი 1999 წელს.
  • ZeniMax Asia KK
  • ZeniMax Europe შპს.[37]
  • ZeniMax Germany GmbH
  • ZeniMax France SAS
  • ZeniMax Benelux BV
  • ZeniMax Asia Pacific შპს.
  • ZeniMax Australia Pty შპს.

დახურული კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • e-Nexus Studios (ინტერნეტ გართობა)[38]
  • XL Translab (კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედიური პროდუქცია).[39]
  • Vir2L Studios, შეძენილი 1999 წელს. უმოქმედოა 2010 წლიდან.
  • Mud Duck Productions, დაფუძნებული 2002 წელს. უმოქმედოა 2007 წლიდან.
  • ZeniMax Los Angeles, დაფუძნებული 1999 წელს. დახურული იქნა 2001 წელს ინვესტორების არ არსებობის გამო.[40]
  • Bethesda Softworks East in Moscow, დაფუძნებული მოსკოვში 2001 წელს. დაიხურა 2004 წელს.[41]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Providence Equity Partners executive says video-game industry is 'challenging'. Techzone360.com. წაკითხვის თარიღი: 2012-10-18.
  2. Buyout brings birth of ZeniMax Sweden – report | Game Development | News by Develop. Develop-online.net (5 ნოემბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  3. Boom: Zenimax buys Tango and Shinji Mikami. VG247 (28 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  4. ZeniMax Media Company Profile. Zenimax.com. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  5. RR Donnelley Private Equity. Docstoc.com. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  6. ProSiebenSat.1 hold talks with US game producer ZeniMax. Telecompaper (2 ნოემბერი, 2007). წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  7. http://www.sec.gov/Archives/edgar/vprr/07/9999999997-07-005258
  8. Facing Fallout - Edge Magazine. Next-gen.biz. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  9. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (6 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  10. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (October 25, 2007). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  11. ZeniMax Media Buys DOOM Maker | peHUBpeHUB. Pehub.com (25 ივნისი, 2009). წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  12. Providence Backs ZeniMax Media | peHUBpeHUB. Pehub.com (26 ოქტომბერი, 2007). წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  13. ZeniMax Media Inc. Zenimax.com. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  14. Meza, Ed. (30 ოქტომბერი, 2007) ProSieben tightens hold on ZeniMax. Variety. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  15. Global Finance and the Development of Regional Clusters
  16. ProSiebenSat.1 Group strengthened Games activities / involvement in US game producer ZeniMax
  17. Bailey, Kat. (September 8, 2009) ZeniMax Media Acquires Rights To 'Prey'. 1UP.com. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  18. Purchese, Robert. (15 დეკემბერი, 2009) Bethesda takes Rage from EA. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  19. ZeniMax Media announces partnership with USC School of Cinematic Arts. zenimax.com (3 მარტი, 2011). წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2014.
  20. Bethesda developers to lecture at USC | Bethesda Blog. Bethblog.com (3 მარტი, 2011). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  21. Oculus and Facebook face legal challenge from John Carmack's former employer. The Verge. წაკითხვის თარიღი: 2 მაისი, 2014.
  22. One document could decide whether Oculus owes ZeniMax millions. The Verge. წაკითხვის თარიღი: 2 მაისი, 2014.
  23. Harry E. Sloan of Global Eagle Acquisition Corp Board of Directors. Insiders.morningstar.com. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  24. http://www.bizapedia.com/ny/TRUMP-MANAGEMENT-INC.html
  25. Sec Form D. Sec.gov. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  26. Zenimax Media Inc. | profile - board of directors. Web.archive.org (29 სექტემბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 სექტემბერი, 2000. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  27. TVSL S.A. IN LIQUIDATION - 20-F - 20050630 - DIRECTORS_AND_OFFICERS. Google.brand.edgar-online.com. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  28. http://www.dlapiper.com/john_merrigan/
  29. ZeniMax Media Inc. Web.archive.org (9 ოქტომბერი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 ოქტომბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  30. ZeniMax Media raises $9.9 million from some big names. VentureBeat (30 მაისი, 2008). წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  31. http://www.sec.gov/Archives/edgar/vprr/07/9999999997-07-035686
  32. ZeniMax Media Inc. Web.archive.org (5 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 სექტემბერი, 2008. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  33. Remo, Chris. (June 24, 2009) Bethesda Parent ZeniMax Acquires id Software. Gamasutra. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი, 2009.
  34. Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax | Bethesda Blog. Bethblog.com (28 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  35. Gilbert, Ben. (5 ნოემბერი, 2010) Machinegames purchased by ZeniMax Media, becomes ZeniMax Sweden. Joystiq. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი, 2010.
  36. Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com (3 ოქტომბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  37. Financial statement of Zenimax Europe Limited in Berkshire. Duedil.com. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  38. SBS Broadcasting SA Announces Major European Internet Initiatives; SBS Invests in Bidlet and Partners with Sweden's Largest Auction Site. - Free Online Library. Thefreelibrary.com (17 ნოემბერი, 1999). წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2013.
  39. http://www.flash8.net/uploadflash/2/flash8net_1547.swf
  40. http://www.linkedin.com/profile/view?id=55852656&authType=name&authToken=IteG&trk=prof-sb-browse_map-name
  41. http://www.imdb.com/name/nm2315082/bio
    მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ZeniMax_Media&oldid=3479517“-დან