კომიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ მაკნეის კომიქსი „პატარა ნემო“.

კომიქსივიზუალური ხელოვნების ფორმა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან.

თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი ქვეჟანრებით.

კომიქსების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანიაა - Marvel Comics და DC Comics, რომლებიც ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. 2016 წლის მონაცემებით, DC Comics და მისი მთავარი მეტოქე Marvel, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს ფლობდნენ.[1]

Marvel Comics კომიქსების გამომცემელი კომპანია, რომელიც Marvel Entertainment-ს ეკუთვნის. (The Walt Disney Company-ის შვილობილი).[2][3]

Marvel-ის გმირებს შორისაა კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ. ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა.

Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიკური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC Comics-ერთად.

DC Comics (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა მარველ კომიქსების შემდეგ. გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანიამ Warner Bros. Entertainment Inc.

DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. ინიციალი „DC“ შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით (Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Johnston, Rich. DC Comics Humiliates Marvel With August 2016 Marketshare, As Diamond Sets A Record Month Of Sales. წაკითხვის თარიღი: 18 სექტემბერი, 2016.
  2. Disney to acquire Marvel Entertainment for $4B“, MarketWatch.com. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 ივნისი, 2011. 
  3. Donley, Michelle. (31 დეკემბერი, 2009) Marvel Shareholders OK Disney Acquisition. MarketWatch.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ნოემბერი, 2014.