შინაარსზე გადასვლა

იამაგუტის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იამაგუტი.
პრეფექტურა
იამაგუტის პრეფექტურა
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა Shimonoseki, უბე (იაპონია), Yamaguchi, ჰაგი, 防府市, Kudamatsu, ივაკუნი, Hikari, ნაგატო, Yanai, Mine, 周南市, 山陽小野田市, Oshima District, Kuga district, Kumage district და Abu-gun
კოორდინატები 34°11′10″ ჩ. გ. 131°28′13″ ა. გ. / 34.18611° ჩ. გ. 131.47028° ა. გ. / 34.18611; 131.47028
მმართველი Tsugumasa Muraoka
ფართობი 6110.94 კმ²
მოსახლეობა 1 336 522 (1 მარტი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+09:00 და იაპონიის სტანდარტული დრო
ოფიციალური საიტი https://www.pref.yamaguchi.lg.jp/, https://www.pref.yamaguchi.lg.jp/foreign/english/, https://www.pref.yamaguchi.lg.jp/foreign/chinese/, https://www.pref.yamaguchi.lg.jp/foreign/korean/ და https://www.pref.yamaguchi.lg.jp/foreign/spanish/
იამაგუტის პრეფექტურა — იაპონია
იამაგუტის პრეფექტურა
იამაგუტის პრეფექტურა

იამაგუტი, (იაპ. 山口県), პრეფექტურა იაპონიაში, კ. ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 6.110,94 კმ2, მოსახლეობა 1.492.575 კაცი (2005). ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. იამაგუტი. ზედაპირი ბორცვიანი და დაბალმთიანია, სიმაღლე 989 მ-მდე. ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, ვაკეებია. იამაგუტი აგრარულ-ინდუსტრიული რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი. მოჰყავთ აგრეთვე ქერი, პარკოსანი და სხვა კულტურები. განვითარებულია მესანქონლეობა, თევზმჭერა (ქ. სიმონოსიკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თევსაჭერი ნავსადგურია). ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათსაშენი, კვების, მინა-კერამიკული მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრებია სიმონესეკი, უბე, ივაკუნი და სხვა.