ხესუს ნავასი
ნავასი სევილიას რიგებში 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხესუს ნავას გონსალესი | ||
დაბადების თარიღი | 21 ნოემბერი, 1985 | ||
დაბადების ადგილი |
ლოს-პალასიოს-ი-ვილიაფრანკა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მარჯვენა მცველი მარჯვენა გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სევილია | ||
ნომერი | 16 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1998–2000 | ლოს პალასიოსი | ||
2000–2003 | სევილია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2004 | სევილია ატლეტიკო | 33 | (3) |
2003–2013 | სევილია | 284 | (23) |
2013–2017 | მანჩესტერ სიტი | 123 | (4) |
2017– | სევილია | 216 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004–2005 | ესპანეთი 21-წლ. | 5 | (0) |
2009–2024 | ესპანეთი | 56 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხესუს ნავას გონსალესი (ესპ. Jesús Navas González; დ. 21 ნოემბერი, 1985, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. „სევილიას“ მარჯვენა მცველი და მარჯვენა გარემარბი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2024) ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი (2003–13) გაატარა „სევილიაში“, რომლის შემადგენლობაშიც ოთხჯერ მოიპოვა უეფა-ს თასი და ორჯერ ესპანეთის თასი და თითოჯერ ესპანეთის სუპერთასი და უეფა-ს სუპერთასი.
2013–17 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 2013–14 წლების პრემიერ ლიგა მოიგო.
2017 წლიდან კვლავ „სევილიაში“ განაგრძო თამაში.[1]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშობდა ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში (2004–05). რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს — მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის 14 ნოემბერს, მადრიდში გამართულ საშინაო მატჩში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან შედგა (2–1).
ნაკრებში ექვსწლიანი არყოფნის შემდეგ 2019 წელს დაბრუნდა და ნორვეგიისა და მალტის წინააღმდეგ ითამაშა.
2023 წლის 18 ივნისს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 37 წლისა და 209 დღის ასაკში ითამაშა, რითაც ეროვნული ნაკრების რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა, რომელიც ნაკრების მაისურით გამოვიდა მოედანზე.
2023 წელს ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა მოიგო.
2024 წლის 14 ივლისს 38 წლის ნავასი კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეროვნულ გუნდში ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა როგორც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ევრო 2012-ზე და ევრო 2024-ზე.
ტურნირის დასრულებისთანავე მცველმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ესპანეთი |
2009 | 2 | 0 |
2010 | 9 | 1 | |
2011 | 3 | 0 | |
2012 | 8 | 1 | |
2013 | 12 | 1 | |
2014 | 1 | 0 | |
2015 | 0 | 0 | |
2016 | 0 | 0 | |
2017 | 0 | 0 | |
2018 | 0 | 0 | |
2019 | 7 | 2 | |
2020 | 4 | 0 | |
2021 | 0 | 0 | |
2022 | 0 | 0 | |
2023 | 4 | 0 | |
2024 | 6 | 0 | |
ჯამში[2] | 56 | 5 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის თასი: 2006–07, 2009–10
- ესპანეთის სუპერთასი: 2007
- უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპა ლიგა: 2005–06,[3] 2006–07,[4] 2019–20,[5] 2022–23[6]
- უეფა-ს სუპერთასი: 2006; ფინალისტი: 2023
- ინგლისის პრემიერლიგა: 2013–14
- ინგლისის ლიგის თასი:2013–14, 2015–16
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონი: 2010
- ევროპის ჩემპიონი: 2012, 2024
- უეფა-ს ერთა ლიგა: 2022–23
- ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფინალისტი: 2013
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლა ლიგის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი: 2009–10
- ლა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2018–19
- უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2019–20, 2022–23
- უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 2022–23
ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტული ღირსების სამეფო ორდენის ოქროს მედალი: 2011[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · eu-football.info · FBref.com · fifacm.com · FIFA Index · FootballDatabase.eu · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Premier League · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 650 partidos de Jesús Navas con el Sevilla
- ↑ Jesús Navas. EU-Football.info
- ↑ Middlesbrough 0-4 Sevilla. BBC Sport.
- ↑ Espanyol 2-2 Sevilla. BBC Sport.
- ↑ Sevilla 3-2 Inter Milan. Sky Sports.
- ↑ Montiel edges Sevilla to seventh Europa League triumph with win over Roma
- ↑ Real Orden del Mérito Deportivo
|
- დაბადებული 21 ნოემბერი
- დაბადებული 1985
- ესპანელი ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სევილიის ფეხბურთელები
- სეგუნდა დივიზიონი B-ის ფეხბურთელები
- სევილია ატლეტიკოს ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები
- უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები