ანაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ანაპა
Anapa's harbor - panoramio - Konstantin Kč.jpg
დროშა გერბი
Flag of Anapa (Krasnodar krai).png Coat of Arms of Anapa (Krasnodar krai).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. / 44.86667; 37.36667
დაარსდა 1781
ფართობი 40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86133
საფოსტო ინდექსი 353440—353458
საავტომობილო კოდი 23, 91
ოფიციალური საიტი anapa-official.ru
ანაპა — რუსეთი
ანაპა

ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. ბოსფორის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს ოსმალებმა, მათ აქ 1784 წელს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ააგეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსები ხშირად იღებდნენ ანაპის ციხეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალებს უბრუნებდნენ. საბოლოოდ ანაპა 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.

არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ანაპა&oldid=3217361“-დან