შინაარსზე გადასვლა

არსენ თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსენ თბილელი (გ. 30 ნოემბერი, 1812) — ქართლ-კახეთის სამეფოს საეკლესიო მოღვაწე ბაგრატიონთა გვარისა, ნიქოზის ეპისკოპოსი, შემდეგ უკანასკნელი თბილელი (თბილისის მიტროპოლიტი), აბდულა-ბეგის ძე.

იხსენიება ნაიბაძის გვარითაც, რადგან მამამისი ერთდროს ქართლის ნაიბი (გამგე) იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და ბერად აღიკვეცა. მისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა იმერეთში გადახვეწილიყო. დიდხანს მოღვაწეობდა კაცხის მონასტერში, შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. კრწანისის ბრძოლის (1795) შემდეგ ერეკლე II-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ანტონ II-ის წარდგინებით თბილელად დაადგინეს. 1810 რუსეთის მმართველობასთან კონფლიქტის გამო გადააყენეს ეპისკოპოსობიდან.