რუსული თურქესტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსული თურქესტანი
Русский Туркестан
რუსეთის იმპერიის გენერალ-საგუბერნატორო

 

1867 წელი (23 ივლისი)–1917 წელი
დროშა გერბი
ჰიმნი
Bozhe, Tsarya khrani!
Боже, Царя храни!
"God Save the Tsar!"
რუსული თურქესტანი-ს მდებარეობა
რუსული თურქმენეთის პროვინციები
დედაქალაქი ტაშკენტი
პოლიტიკური სტრუქტურა ოლქი: 5 (1899 წლიდან)
ისტორია
 -  შეიქმნა 1867 წელი (23 ივლისი)
 -  გაუქმდა 1917 წელი
მოსახლეობა
 -  1897 წელი 5 280 983 
დღეს ამ ტერიტორიაზე ყაზახეთი
ყირგიზეთი
ტაჯიკეთი
უზბეკეთი
თურქმენეთი

რუსული თურქესტანი (რუსულად: Русский Туркестан, ლათინურად: Russkiy Turkestan) — თურქესტანის დასავლეთ ნაწილი, რომელიც მოიცავდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებულ ცენტრალური აზიის ტერიტორიებს და იმართებოდა, როგორც "კრაი", ანუ გენერალ-საგუბერნატორო. რუსული თურქესტანი შედგებოდა არა ბუხარის საამიროს და ხივის სახანოს პროტექტორატების, არამედ ყაზახეთის სტეპების სამხრეთ რეგიონის ოაზისებისგან. ამასთანავე, დასახლებული იყო რუსულ, უზბეკურ, ყაზახურ, ყირგიზულ და ტაჯიკურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარყანდის ციტადელის დაცვა 1868 წელს.
სირდარიას ოლქის რუკა 1872 წელს.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ 1717 წელს პეტრე I დიდის ხივის ექსპედიცია ჩაიშალა და მისი ჯარი განიდევნა ასტრახანიდან და ორენბურგიდან სამხრეთის მიმართულებით, რუსეთმა თურქესტანის დაპყრობა დაიწყო 1865 წელს. იმ წელს, რუსულმა ძალებმა, გენერალ მიხაილ ჩერნიაიევის მეთაურობით დაიკავეს ქალაქი ტაშკენტი[1] და გააფართოვეს თურქესტანის ოლქის ტერიტორიები (ორენბურგის გენერალ-საგუბერნატოროს ნაწილი). ჩერნიაიევმა გადაამეტა იმპერატორის ბრძანებას (მაშინ, მას მხოლოდ 3 000 კაცი ჰყავდა დაქვემდებარებაში), მაგრამ სანქტ-პეტერბურგმა, ყოველ შემთხვევაში, მაინც აღიარა ანექსია. ამას მყისიერად მოჰყვა ხოჯენდის, ჯიზახის, ისტარავშანის დაპყრობები, რაც 1868 წელს დასრულდა სამარყანდისა და ბუხარის საამიროსგან ზარაფშანის მიმდებარე რეგიონის ანექსიით. შედეგად, "თურქესტანის ზარაფშანის სპეციალური ოკრუგი" ფორმირდა.

რუსეთის მიერ ტაშკენტის დაპყრობა მულა ხალიბეი მამბეტოვმა დაწერა წიგნში, სახელწოდებით - "Urus leshkerining Türkistanda tarikh 1262–1269 senelarda qilghan futuhlari".[2][3]

ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1867 წელს თურქესტანი გადაკეთდა ცალკე გენერალ-საგუბერნატოროდ, პირველი გენერალ-გუბერნატორის, კონსტანტინ ვონ კაუფმანის დაქვემდებარებაში. თურქესტანის დედაქალაქი იყო ტაშკენტი, რომელიც თავდაპირველად შედგებოდა სამი ოლქისგან (პროვინციისგან): სირდარია, სემირეჩიეს ოლქი და ზარაფშანის ოკრუგი (მოგვიანებით, სამარყანდის ოლქი). თურქესტანის ტერიტორიებს 1873 წელს შეემატა ანექსირებული ხივის სახანოს ამუდარიის დივიზია (რუსულად: отдел, otdel), ხოლო 1876 წელს - ფერღანის ოლქი, რომელიც შეიქმნა 1875 წლის აჯანყების შედეგად დაშლილი კოკანდის სახანოს ტერიტორიებისგან. 1894 წელს იმიერკასპიის რეგიონი (რომელიც სამხედრო გენერლებმა, მიხაილ სკობელევმა და მიხაილ ანენკოვმა დაიპყრეს 1881–1885 წლებში) შევიდა გენერალ-საგუბერნატოროს შემადგენლობაში.

კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის მმართველობა თითქმის სრულად სამხედრო ხასიათს ატარებდა. 1882 წელს გარდაიცვალა ვონ კაუფმანი და ფედორ გიერსი (იმავე გირსის, ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი გიერსის ძმის) კომიტეტის საშუალებით განაგებდა "კრაის". რეფორმების გატარების მიზნით, გიერსმა წამოაყენა წინადადებები, რომელიც 1886 წლის შემდეგ განხორციელდა. 1877 წელს კასპიის ზღვის სანაპიროზე, უზუნ-ადაში დაწყებულმა იმიერკასპიის რკინიგზის მშენებლობამ, 1888 წელს მიაღწია სამარყანდს. მიუხედავად ამისა, თურქესტანი რჩებოდა იზოლირებულ კოლონიად, სადაც ადმინისტრაცია, რუსეთის ევროპული ნაწილისგან განსხვავებით, ატარებდა წინა-ისლამური რეჟიმების მრავალნაირ თვისებას, მათ შორის, ყადების სასამართლოს და ადგილობრივი უხუცესების (თავკაცების) მმართველობის "მკვიდრ" წესს. 1908 წელს კონსტანტინ ფალენმა უხელმძღვანელა რეფორმების მომდევნო ტალღას თურქესტანში და 1909-1910 წლებში გამოაქვეყნა მონუმენტური ანგარიში კორუფციისა და არაეფექტურობის დონეების შესახებ. თათრების მიერ შექმნილი ჯადიდების საგანმანათლებლო რეფორმების მოძრობა სწრაფად გავრცელდა მუსლიმებს შორის, რუსეთის მიერ კონტროლირებად ცენტრალურ აზიაში.

რუსები განზრახ ავრცელებდნენ ისლამურ იდეოლოგიას და ხელს უწყობდნენ ანტიმოდერნული, ტრადიციული, ანტიკური კონსერვატიული ისლამური განათლების შენარჩუნებას სკოლებში, რაც მიზნად ისახავდა თურქესტანის მოსახლეობის უსიცოცხლო მდგომარეობაში ჩაყენებას, მათი საგარეო იდეოლოგიისგან დაცვას და, ამდენად, წინააღმდეგობის შემცირებას.[4][5]

რუსებმა დაიწყეს ფერღანისა და სამარყანდის ტაჯიკების თურქიზაცია, რამაც გამოიწვია ათწლეულების განმავლობაში სამარყანდის მოსახლეობაში გაბატონებული ტაჯიკური სპარსულის უზბეკური ენით ჩანაცვლება.[6]

ბასმაჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს რკინიგზამ მიაღწია ტაშკენტს და, საბოლოოდ, 1906 წელს გაიხსნა ორენბურგის სტეპებსა და ტაშკენტს შორის დამაკავშირებელი პირდაპირი სარკინიგზო ხაზი. შესაბამისად, აღმოსავლეთი დაუახლოვდა რუსეთის ევროპულ ნაწილს, რამაც გასულ პერიოდებთან შედარებით, ბიძგი მისცა ეთნიკურად რუსი მოსახლეების დიდი რაოდენობით თურქესტანში გადინებას. ხალხის მიმოსვლას აკვირდებოდა სანქტ-პეტერბურგში სპეციალურად შექმნილი მიგრაციის დეპარტამენტი (Переселенческое Управление). აღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვია შესამჩნევი უკმაყოფილება ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის, რადგან ახალჩამოსულმა მოსახლეებმა მათგან მიიტაცეს მიწა და წყლის რესურსები. 1916 წელს, უკმაყოფილება გადაიზარდა ბასმაჩების რევოლუციაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივ მშრომელთა დაჯგუფებები (მანამდე, ისინი გარიცხეს სამხედრო სამსახურიდან). დაიღუპა ათასობით მაცხოვრებელი, რაც დაემთხვა რუსულ რეპრესიებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. უზბეკები, ყაზახები და ყირგიზები გაიქცნენ ჩინეთში, რათა არიდებოდნენ 1916 წელს რუსების მიერ დატრიალებულ სასაკლაოს.[7] სინძიანგი გახდა გაქცეული ყაზახების თავშესაფარი მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ მუსლიმები გაიწვია ჯარში.[8] 1916 წელს, რუსეთის სამთავრობო განკარგულების შედეგად დაწყებულმა აჯანყებამ გავლენა მოახდინა თურქმანებზე, ყირგიზებსა და ყაზახებზე.[9][10] 1916 წლის 25 ივნისს გამოიცა ბრძანება, რომელიც ატარებდა არანებაყოფლობით ხასიათს,[11] თუმცა, სინამდვილეში, უკან არ გაუწვევიათ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე. მოგვიანებით, ხსენებული მოვლენები შეემატა თურქესტანის ისტორიის სისხლიან ქვეთავს, რომელიც დაიწერა საბჭოთა ტაშკენტის ბოლშევიკების მხრიდან კოკანდის ჯაჯიდების ავტონომიურ მთავრობაზე 1918 წლის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. შეტევას ემსხვერპლა 14 000 ადამიანი. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ბოლშევიკებისადმი (საბჭოთა ისტორიკოსებმა შერაცხეს, როგორც "ბასმაჩები" ანუ "ბანდიტიზმი") ფართო მასშტაბით გაგრძელდა 1930-იანი წლების დასაწყისში.

თურქესტანის გუბერნატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქესტანს ჰყავდა 21 გენერალ-გუბერნატორი.[12]

რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცეული ხივის, ბუხარისა და კოკანდის ტერიტორიები 1902–1903 წლებში.
  • 1865–1867 წლები: მიხაილ ჩერნიაევი (სამხედრო გუბერნატორი)
  • 1866–1867 წლები: დიმიტრი რომანოვსკი (სამოქალაქო გუბერნატორი)
  • 1867–1881 წლები: კონსტანტინე ვონ კაუფმანი
  • 1881–1882 წლები: გერასიმე კოლპაკოვსკი
  • 1882-1884 წლები: მიხაილ ჩერნიაევი
  • 1884‒1889 წლები: ნიკოლაი როზენბახი
  • 1889–1898 წლები: ალექსანდრე ვრევსკი
  • 1898–1901 წლები: სერგეი დუხოვსკოი
  • 1901–1904 წლები: ნიკოლაი ივანოვი
  • 1904–1905 წლები: ნიკოლაი ტევიაშევი
  • 1905–1906 ვსევოლოდ ზაჰაროვი
  • 1906 წელი: ევგენი მაციევსკი
  • 1906–1908 წლები: ნიკოლაი გროდეკოვი
  • 1908–1909 წლები: პაველ მიშენკო
  • 1909–1910 წლები: ალექსანდრე სამსონოვი
  • 1910–1911 წლები: ვასილი პოკოტილო
  • 1911–1914 წლები: ალექსანდრე სამსონოვი (აღდგენილი)
  • 1914–1916 წლები: ფედორ მარტსონი
  • 1916 წელი: მიხაილ იეროფეევი
  • 1916–17 წლები: ალექსეი კუროპატკინი

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქესტანი იყოფოდა 5 ოლქად.

  • ფერღანას ოლქი (ახალი მარგელანი (სკობელევი)) (კოკანდის სახანოს ნაწილი 1876 წლამდე)
  • სამარყანდის ოლქი (სამარყანდი) (1886 წლამდე ზარაფშანის ოკრუგი, ბუხარას სახანოს ოკუპირებული აღმოსავლეთ ტერიტორიები)
  • სემირეჩიეს ოლქი (ალმათი) (1882–1899 წლებში სტეპების გენერალ-საგუბერნატოროს ნაწილი)
  • სირდარიას ოლქი (ტაშკენტი)
  • იმიერკასპიის ოლქი (აშხაბადი) (1898 წლამდე კავკასიის გენერალ-საგუბერნატოროს ნაწილი)

საბჭოთა მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ცენტრალური აზია

1917 წლის რუსეთის რევოლუციას მოჰყვა რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ფორმირება, რომელშიც საბჭოთა ცენტრალური აზიის (თანამედროვე ყაზახეთის გამოკლებით) ნაწილი გახდა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (თურქესტანის სსრ). საბჭოთა კავშირის დაარსების შემდგომ, კერძოდ, 1924 წელს, თურქესტანი გაიყო ორ ნაწილად: თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (თურქმენეთი) და უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთი). 1929 წელს, ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ფორმირდა უზბეკეთის სსრ-ის საზღვრებს გარეთ, ხოლო 1936 წელს, ყირგიზეთის სსრ-ს გამოეყო ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირის დაშლა, მასში შემავალი რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Daniel Brower (November 12, 2012). Turkestan and the Fate of the Russian Empire. Routledge, გვ. 26. ISBN 978-1-135-14501-9. 
  2. Thomas Sanders (February 12, 2015). Historiography of Imperial Russia: The Profession and Writing of History in a Multinational State. Routledge, გვ. 451–. ISBN 978-1-317-46862-2. 
  3. Edward Allworth (1994). Central Asia, 130 Years of Russian Dominance: A Historical Overview. Duke University Press, გვ. 400–. ISBN 0-8223-1521-1. 
  4. Andrew D. W. Forbes (October 9, 1986). Warlords and Muslims in Chinese Central Asia: A Political History of Republican Sinkiang 1911–1949. CUP Archive, გვ. 16–. ISBN 978-0-521-25514-1. 
  5. (1967) Islam in the Soviet Union. Praeger, გვ. 15. 
  6. (October 8, 2013) Tajikistan: A Political and Social History. ANU E Press, გვ. 22–. ISBN 978-1-925021-16-5. 
  7. Sydykova, Zamira (January 20, 2016). „Commemorating the 1916 Massacres in Kyrgyzstan? Russia Sees a Western Plot“. The Central Asia-Caucasus Analyst.
  8. Andrew D. W. Forbes (October 9, 1986). Warlords and Muslims in Chinese Central Asia: A Political History of Republican Sinkiang 1911–1949. CUP Archive, გვ. 17–. ISBN 978-0-521-25514-1. 
  9. Sébastien Peyrouse (January 2012). Turkmenistan: Strategies of Power, Dilemmas of Development. M.E. Sharpe, გვ. 29–. ISBN 978-0-7656-3205-0. 
  10. Sebastien Peyrouse (February 12, 2015). Turkmenistan: Strategies of Power, Dilemmas of Development. Routledge, გვ. 29–. ISBN 978-1-317-45326-0. 
  11. ÖZTÜRK, SELİM (მაისი 2012). THE BUKHARAN EMIRATE AND TURKESTAN UNDER RUSSIAN RULE IN THE REVOLUTIONARY ERA: 1917 - 1924 (PDF) (A Master’s Thesis). Department of International Relations İ hsan Doğramacı Bilkent University Ankara. p. 56-57. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — ოქტომბერი 22, 2016.
  12. Didar Kassymova, Zhanat Kundakbayeva and Ustina Markus. Historical Dictionary of Kazakhstan, p. 228, at Google Books.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierce, Richard A. Russian Central Asia, 1867–1917 : a study in colonial rule (1960), online free to borrow.
  • Daniel Brower Turkestan and the Fate of the Russian Empire (London) 2003.
  • Wheeler, Geoffrey. The modern history of Soviet Central Asia (1964). online free to borrow.
  • Eugene Schuyler Turkistan (London) 1876 2 Vols. online free.
  • G.N. Curzon Russia in Central Asia (London) 1889 online free.
  • Count K.K. Pahlen Mission to Turkestan (Oxford) 1964.
  • Seymour Becker Russia's Protectorates in Central Asia, Bukhara and Khiva 1865–1924 (Cambridge, Massachusetts) 1968.
  • Adeeb Khalid The Politics of Muslim Cultural Reform: Jadidism in Central Asia (Berkeley) 1997
  • T.K. Beisembiev The Life of Alimqul (London) 2003
  • Hisao Komatsu, The Andijan Uprising Reconsidered a: Symbiosis and Conflict in Muslim Societies: Historical and Comparative Perspectives, ed. by Tsugitaka Sato, Londres, 2004.
  • Aftandil Erkinov. Praying For and Against the Tsar: Prayers and Sermons in Russian-Dominated Khiva and Tsarist Turkestan.Berlin: Klaus Schwarz Verlag, 2004 (=ANOR 16), 112 p.
  • Aftandil S.Erkinov. The Andijan Uprising of 1898 and its leader Dukchi-ishan described by contemporary Poets'[1]' TIAS Central Eurasian Research Series No. 3. Tokyo, 2009, 118 p.
  • Malikov, Azim. Russian policy toward Islamic “sacred lineages” of Samarkand province of Turkestan Governor-Generalship in 1868-1917 in Acta Slavica Iaponica no. 40. 2020, p. 193-216.