სამანიდების სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამანიდების სახელმწიფო
ემირატი აბასიანების სახალიფოში

 

819999
 

დედაქალაქი ბუხარა
ენა სპარსული
ფართობი 2,850,000 კმ²

სამანიდების სახელმწიფო — ფეოდალური დინასტია და სახელმწიფო შუა აზიაში. დედაქალაქი - ბუხარა.

დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამანიდების დინასტია შუა აზიაში არსებობდა 819-999 წლებში. მათი სახელწოდება მოდის სამან-ხუდათისაგან, რომელიც ბალხის (ჩრდ. ავღანეთი) მახლობლად მდებარე სოფელ სამანის მცხოვრები იყო. 806-810 წწ. ანტიარაბული აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობისათვის სამანის მემკვიდრეებმა საგამგებლოდ მიიღეს მავერანაჰრის დიდი ნაწილი. სამანიდების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა მანსურ II-ის (997-999 წწ.) დროს, როდესაც თურქმა ყარახანიდებმა ბუხარა აიღეს.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამანიდების სახელმწიფო წარმოიშვა არაბთა სახალიფოს დაშლასთან და სამნიდების დინასტიის დაწინაურებასთან დაკავშირებით. X საუკუნის I ნახევარში მოიცავდა მავერანაჰრს, ხორასანს, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ირანს. მისი ვასალი იყო ხვარაზმი, სისტანი, გორგანი, რეშთი, ღაზნი და სხვა პროვინციები.

X საუკუნის დასასრულს ფეოდალურმა დაქსაქსულობამ გამოიწვია სამანიდების სახელმწიფოს დაშლა. შუა აზიაში ჩამოყალიბდა ყარახანიდების სახელმწიფო, ხოლო მდინარე ამუდარიის სამხრეთით ღაზნევიდები გაბატონდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]