ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ყაზახ. Қазақ Кеңестік Социалистік Республикасы

Flag of the Russian SFSR.svg
5 დეკემბერი 193616 დეკემბერი 1991 Flag of Kazakhstan.svg
Flag of the Kazakh SSR.svg Emblem of Kazakh SSR.svg
დროშა გერბი
ჰიმნი
ყაზახეთის სსრ ჰიმნი
Soviet Union - Kazakhstan.svg
ყაზახეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი ალმა-ათა
ენა ყაზახური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 2 717 300 კმ²
მოსახლეობა 16 711 900 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақ Кеңестік Социалистік Республикасы) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა. ამჟამად ყაზახეთი.

1920 წლის 26 აგვისტოს ჩამოყალიბდა, როგორც ყირგიზეთის ასსრ და შედიოდა რუსეთის სფსრ-ს შემადგენლობაში. 1936 წლის 5 დეკემბერს ეწოდა ყაზახეთის სსრ და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეუერთდა სსრკ-ს. მდებარეობდა საბჭოთა კავშირის აზიური ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, თურქმენეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ და ჩინეთი. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ფართობით მეორე იყო რსფსრ-ს შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე რუსეთისა და უკრაინის სსრ-ს შემდეგ. ფართობი 2717,3 ათ. კმ². მოსახლეობა 13 470 ათ. კაცი (1972). დედაქალაქი - ქ. ალმა-ათა.

იყოფოდა 17 ოლქად და 203 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 80 ქალაქი და 172 დაბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]