მარგიანე
იერსახე

მარგიანე — ძველი ოლქი შუა აზიაში, მდინარე მურღაბის დინების გასწვრივ, ახლანდელი თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ავღანეთის ჩრდილოეთით. პირველად იხსენიება „ავესტაში“ და ბეჰისთუნის წარწერაში. მარგიანეს დედაქალაქი ძველი მარვის რაიონში იყო. ძვ. წ. 522 წელს მოხდა აჯანყება აქემენიდთა წინააღმდეგ, რომელიც ჩაახშო დარიოს I-მა (ძვ. წ. 521 წელი). მოგვიანებით მარგიანე შედიოდა ჯერ ალექსანდრე მაკედონელის, მერე სელევკიდების დაბოლოს პართიის სახელმწიფოში. მარგიანე განიცდიდა ელინისტური და ბუდიზმის კულტურის გავლენას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 430.