ქართების სახელმწიფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართების სახელმწიფო
გაუქმდა

1244–1381
დედაქალაქი ჰერათი
ენები სპარსული
რელიგია სუნიზმი
მთავრობა მონარქია
President
 -  1245 მალიქ რუქნ-ადდინ აბუ ბაქრი
 -  1370–1389 გიას-ადდინ ფირ ალი
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  დაარსა მალიქ რუქნ-ადდინ აბუ ბაქრის მიერ 1244
 -  გაუქმდა 1381
დღეს ამ ტერიტორიაზე ავღანეთის დროშა ავღანეთი
ირანის დროშა ირანი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი

ქართების სახელმწიფო (1245-1389) — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დააარსა ქართების ირანული წარმოშობის დინასტიამ ჰერათის ოაზისისა და ღურის მთიანი ოლქის ტერიტორიაზე. ცენტრი - ქალაქი ჰერათი.

ქართების სახელმწიფო ჰულაგუიანთა ვასალი იყო, მაგრამ მისი გამგებლები დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ, ამიტომ ჰულაგუიანთა ჯარებმა ჰერათი მრავალჯერ დაარბიეს და გაძარცვეს. XIV საუკუნის II მეოთხედში, მონღოლთა ძალაუფლების შესუსტების შემდეგ, ქართებმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობას მიაღწიეს. მუიზ ალ-დინმა (1331-1370) დაიკავა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ხორასანი და ავღანეთის ნაწილი.

ქართების სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფეოდალური სამფლობელოს ფორმალურ სამხედრო-ადმინისტრაციულ გაერთიანებას წარმოადგენდა, XIV საუკუნის 80-იან წლებში დაიპყრო თემურლენგმა, რის შემდეგაც მალე შეწყვიტა არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]