ალექსეი კუროპატკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Kuropatkin Alexey Nikolaevich.jpg

ალექსეი ნიკოლოზის ძე კუროპატკინი (რუს. Алексе́й Никола́евич Куропа́ткин დ. 1848 — გ. 1925) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთ-ოსმალეთის (1877-78), რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა კადეტთა კორპუსი. 1866 წელს ამთავრებს სამხედრო სასწავლებელს და იღებს პორუჩიკის წოდებას. იმავე წლის 8 აგვისტოდან სამსახურს იწყებს თურქესტანის პირველ მსროლელ პოლში. 1870 წლიდან შტაბს კაპიტანია. 1871 წელს ამთავრებს გენშტაბის აკადემიას. 1874 წელს იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში გერმანიაში, საფრანგეთსა და ალჟირში. ფრანგული კორპუსის შემადგენლობაში მონაწილეობდა საჰარის ექსპედიციაში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ 1875 წლის ბოლოდან სამსახურს აგრძელებს თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბში. მონაწილეობდა კოკანდის აღების ოპერაციაში. 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში მსახურობდა მე-16 ქვეითი დივიზიის შტაბის ოფიცრად. 1879 წლის 14 აგვისტოდან თურქესტანის მსროლელი ბრიგადის მეთაურია. 1882 წლის 29 იანვარს ენიჭება გენერალ-მაიორი, ხოლო 1890 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1890-98 წლებში იმიერკასპიისპირეთის სამხედრო ოლქის უფროსია. 1898-1904 წლებში იმპერიის სამხედრო მინისტრია. 1900 წელს ენიჭება ინფანტერიის გენერლის წოდება. 1902 წლიდან გენერალ-ადიუტანტია. რუსეთ-იაპონიის ომში, 1904 წლის 7 თებერვლიდან 13 ოქტომბრამდე მანჯურიის არმიის სარდალია, შემდეგ კი იაპონიის წინააღმდეგ მოქმედი რუსული არმიების მთავარსარდალი. 1906 წლიდან რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრია. პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით 1915 წლის 12 სექტემბერს ინიშნება გრენადერთა კორპუსის სარდლად. 1916 წლის იანვრის ბოლოს ჩრდილოეთის ფრონტის მე-5 არმიის, შემდეგ კი ჩრდილოეთის ფრონტის სარდლად. 1916 წლის 22 ივლისს ინიშნება თურქესტანის გენერალ-გუბერნატორად და თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლად, ამავე დროს სემირეჩინსკის კაზაკთა ჯარების ატამანად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დააპატიმრა ტაშკენტის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ და გაგზავნა პეტროგრადში, სადაც გაათავისუფლა დროებითმა მთავრობამ. 1917 წლის 5 ივნისს ინიშნება დაჭრილთა კომიტეტის წევრად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოშორდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მუშაობდა მასწავლებლად ტვერის ოლქის მის მიერ დაარსებულ სოფლის სკოლაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: