როზა პარკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზა პარკსი
Rosaparks.jpg
როზა პარკსი 1955 წელს, უკანა ფონზე მარტინ ლუთერ კინგთან ერთად
დაბ. თარიღი როზა ლუიზა მაკალაი
4 თებერვალი 1913
ტუსკეგე,ალაბამა
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 2005 (92 წლის)
დეტროიტი, მიჩიგანი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი
ცნობილია როგორც მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის მონაწილე
მეუღლე(ები) რეიმონდ პარკსი (1932–1977)
ხელმოწერა Rosa Parks Signature.svg

როზა ლუიზა მაკალაი პარკსი (დ. 4 თებერვალი, 191324 ოქტომბერი, 2005) — აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცვეელი. მას უწოდებდნენ „თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა“ და „თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას“.

პარკსი ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რაც თავის მშობლიურ ქალაქში მონტგომერში, ალაბამაში გააკეთა 1955 წლის 1დეკემბერს. როდესაც ის დაჯდა ავტობუსის ცენტრში სკამზე, ავტობუსის მძღოლმა უთხრა მას, რომ ბოლო ადგილზე გადამჯდარიყო, რათა მის ადგილზე თეთრკანინი მგზავრი დამჯდარიყო. პარკსმა უარი უთხრა გადასვლაზე. როზა იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP). სხვა ფერადკანიანი ადამიანების მსგავსად, ის დაიღალა მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ქვედა ფენის ადამიანად წოდებისგან და შევიწროებისგან.

ამგვარი ქცევის გამო როზა დააპატიმრეს. ამას მოჰყვა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი. ბოიკოტი 381 დღე გაგრძელდა და გამოიწვია ცვლილებები კანონში. ამის შემდეგ შავკანიან ადამიანებს უფლება ჰქონდათ სადაც მოესურვებოდათ იქ დამჯდარიყვნენ ავტობუსში. პარკსის შეწინააღმდეგება გახდა მნიშვნელოვანი სიმბოლო შემდგომში დაწყებული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კამპანიის.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა პარკსი დაიბადა, როგორც როზა ლუიზა მაკალაი ტუსკეგეში, ალაბამა 1913 წლის 4 თებერვალს.[1] მისი მშობლები იყვნენ ჯეიმზ და ლეონა მაკალაები. პარკსი უმთავრესად აფრიკული წარმომავლობის იყო. ერთი მისი დიდი ბაბუა იყო შოტლანდიელ-ირლანდიელი, იგი ჩასულიყო ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში და იყო ხელშეკრულებით მსახური.[2]

როზას მამამ დატოვა სახლი, რათა ეპოვნა სამსახური, ამ დროს კი იგი მხოლოდ 2 წლის იყო.[3] დედამისი კი სხვა ქალაქის სკოლაში ასწავლიდა. როზა და მისი ძმა სილვესტერი ბებიამ და ბაბუამ გაზარდა.

როზამ სწავლა დაიწყო 1919 წელს 6 წლის ასაკში. იმ დროს სკოლები დანაწევრებული იყო, შავკანიანების და თეთრკანიანების სკოლებად. მოგვიანებით, პარკსი იხსენებდა, რომ თეთრკანიანი მოსწავლეები ავტობუსით ბრუნდებოდნენ სახლში, ხოლო შავკანიანი სტუდენტები იძულებული იყვნენ ფეხით დაბრუნებულიყვნენ შინ:

ვიკიციტატა
„მე ყოველდღე ვხედავდი როგორ მიდიოდა ავტობუსი...მაგრამ ჩემთვის ის სიცოცხლის გზა იყო; ჩვენ არჩევანი არ გვქონდა, იძულებულნი ვიყავით მიგვეღო ეს წესი. ავტობუსი იყო პირველი შესაძლებლობაა, რის შემდეგაც გავაანალიზე, რომ არსებობდა შავი და თეთრი სამყარო.[4]

1924 წელს პარკსი ჩაირიცხა გოგონების მონტგომერის სამრეწველო სკოლაში მონტგომერში, ალაბამა.[5] 5 წლის შემდეგ მან დატოვა სკოლა და წავიდა სამუშაოდ პერანგის ქარხანაში. ის ასევე ზრუნავდა თავის ბებიაზე.

პატიმრობა და განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციის ანგრიში პარკსის დაპატიმრებაზე, 1955 წლის 1 დეკემბერი, 1 გვერდი
სურათზე გამოსახულია, როგორ იღებს როზა პარკსის თითის ანაბეჭდს დეპუტატის თანაშემწე შერიფი დ.ჰ. ლუკი
როზა პარკსის თითის ანაბეჭდის ფურცელი

1955 წლის 1 დეკემბერს პარკსი ავიდა ქალაქის ავტობუსში, სამსახურიდან შინ დასაბრუნებლად.[6] მან გადაიხადა თავისი 10¢ და დაჯდა შავკანიანების განყოფილების პირველ რიგში.[a] რამდენიმე გაჩერების შემდეგ უფრო მეტი თეთრკანიანი მგზავრი ავიდა ავტობუსში. ავტობუსის მძღოლმა უბრძანა პარკსს და სხვა სამ შავკანიანს დაეთმოთ ადგილი თეთრკანიანი მგზავრებისთვის. დანარჩენი სამი გადავიდნენ ავტობუსის უკანა ნაწილში, ხოლო პარკსი ფანჯარასთან გაცურდა.[8] მან თქვა, რომ კანონის თანახმად სწორ სექციაში იჯდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ როდესაც თხოვეს ავტობუსის უკანა რიგში გადასვლა „ვიფიქრე ემეტ ტილზე და უბრალოდ ვერ შევძელი გადასვლა.“[9] (ტილი იყო 14 წლის შავკანიანი გოგონა, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს მისისიპის შტატში სამი თვით ადრე.)[10]

ავტობუსის მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და გამოუძახა პოლიციას.[6] პოლიციის ორმა ოფიცერმა დააკავა პარკსი და წაიყვანა საპატიმროში ალაბამას ავტობუსის კანონების დარღვევის საფუძველზე.

პარკსის დედა დაუკავშირდა ედგარ ნიქსონს, რათა გაენთავისუფლებინა შვილი ციხიდან. ნიქსონი იყო ადგილობრივი NAACP-ის პრეზიდენტი. ნიქსონმა იცოდა რა საფრთხის წინაშე იდგა პარკსი და დაუყოვნებლივ გადაიხადა მისი გირაო.[6]

ადგილობრივი NAACP ეძებდა სიტუაციურ ფაქტს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ავტობუსებში სეგრეგაციის კანონების მიმართ. პარკსი იყო პატივცემული ქალბატონი. ის ძალიან კარგად საუბრობდა და მისი მდგომარეობა იქნებოდა კანონებისადმი პროტესტის გამოთქმის კარგი მიზეზი. გადაწყდა, რომ 5 დეკემბერს ჩატარდებოდა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი.[11]

ავტობუსის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ხმა შავკანიან საზოგადოებაში სწრაფადვე გავრცელდა. შავკანიანმა მინისტრებმა მოუწოდეს თავიანთ ჯგუფებს მხარი დაეჭირათ ბოიკოტისთვის.[12] 5 დეკემბერს, ორშაბათს როზა პარკსი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში.[13] ეს იყო პირველი დღე, როდესაც შავკანიანმა მძღოლებმა დატოვეს მონტგომერის ავტობუსები. მონტგომერის ქუჩები ივსებოდა შავკანიანი ხალხით.[13] შავკანიანი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. იმავე დილას მონტგომერის ყველა ავტობუსს იცავდა ორი მოტოციკლიანი პოლიცია, რათა დაეცვათ მძღოლები შავკანიანთა ნებისმიერი ბანდისგან.[14] მაგრამ იქ არანაირი შავკანიანთა ბანდა არ იყო. უბრალოდ შავკანიანთა საზოგადოება გაერთიანდა ბოიკოტისთვის. ავტობუსები მთელი დღე ცარიელი იყო. თეთრკანიანმა მძღოლებმაც შიშის გამო დატოვეს ავტობუსები.[14]

საავტომობილო კანონების დარღვევის გარდა, პარკს ასევე უწესოდ მოქცვის გამო წაუყენეს ბრალი. მისი სასამართლო ძალიან სწრაფად ჩატარდა, ის მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა. სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა $14.[15] ბოიკოტი კი გრძელდებოდა.

ბრაუდერ ვი გეილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკსმა გაასაჩივრა თავისი განაჩენი. მისმა ადვოკატმა ფრედ პარკსმა და NAACP -ის სხვა წევრებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი სახელად ბროუდერი, გეილის წინააღმდეგ.[b][16] სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 1956 წლის 19 ივნისს მონტგომერში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის სასარგებლოდ.

1956 წლის 13 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქვედა სასამართლოს მოთხოვნები. ავტობუსის ბოიკოტი დასრულდა.[16] ის გრძელდებოდა 381 დღე.[17] მონტგომერის შავკანიანი მოქალაქეები უფლებამოსილნი იყვნენ ავტობუსში, სადაც სურდათ იქ დამსხდარიყვნენ. როზა პარკსი 1956 წლის 21 დეკემბრიდან მგზავრობდა ავტობუსით.[18] ამჯერად ეს უკვე ინტეგრირებული ავტობუსი იყო. ირონიულად, მას ისევ ის ავტობუსის მძღოლი ჰყავდა, ვინც პარკსი გასულ წელს დააპატიმრა. ინტერვიუში პარკსმა განაცხადა: „მას არ ჰქონდა არანაირი რეაგირება (შესვენება) და არც მე“.[18]

როზა პარკსი იყო შავკანიანთა საზოგადოების გმირი. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო არ იყო, მისმა ქმედებებმა გააჩაღა ცეცხლი, რამაც დიდი ცვლილებები მოიტანა.[19]

ბოიკოტის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკსის ქანდაკება ეროვნული ადამიანის უფლებების მუზეუმში, რომელიც მდებარეობს მემფისში. გამოსახულია დღე 1956 წლის 21 დეკემბერი, როდესაც მონტგომერის საზოგადოებრივი ტრანსტორტის სისტემა იურიდიულად კომპლექსური გახდა
როზა პარკსი 1978 წელს

მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის შემდეგ, პარკსმა ბევრი სირთულეები გამოიარა. მან დაკარგა სამუშაო მაღაზიაში. მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო.

1957 წელს პარკსმა და მისმა ქმარმა დატოვეს მონტგომერი და გადასახლდნენ ჰემპტონში, ვირჯინიაში, სამუშაოს პოვნის მიზნით. ჰემპტონში პარკსმა იპოვნა სამუშაო ჰემპტონის ინსტიტეტში დიასახლისად, ისტორიულად მას შავ კოლეჯს უწოდებენ.

მოგვიანებით პარკსი და მისი ქმარი გადავიდნენ დეტროიტში, მიჩიგანში. პარკსმა აქტიურად გააგრძელა აქტივისტად მუშაობა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯონ კონიერსისთვის. ამის შემდეგ, ის მუშაობდა აქტივისტად აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში. მან ასევე გახსნა ცენტრი დეტროიტში, რომლის მეშვეობით ის აძლევდა შავკანიან ახალგაზრდებს რჩევებს კარიერასა და სამუშაო ადგილების შესახებ.[20]

1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დააჯილდოვა პარკსი კონგრესის ოქროს მედლით. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქისთვის ყველაზე დიდი პატივი (ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო). როდესაც მან გადასცა პარკსს ჯილდო, პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა:

ვიკიციტატა
„როდესაც ეს ცერემონიალი დასრულდება, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს უბრალო ადამიანების შესაძლებლობისა და ძალაუფლების შესახებ, რათა ადამიანის ღირსებისთვის ცეცხლში იდგეთ.[20]

პარკსი გარდაიცვალა 2005 წლის 24 ოქტომბერს, თავის სახლში, დეტროიტში. 30 ოქტომბერს მისი კუბო დადგეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში.[20] ეს უდიდესი პატივია ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის.

მემკვიდრეობა და პატივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა პარკსის კონგრესის ოქროს მედალი
პარკსი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი
როზა პარკსის გადაზიდვის ცენტრი, დეტროიტი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ზის ავტობუსში. პარკსი დააკავეს იმავე რიგში მჯდომარე, სადაც ობამა ზის, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს.
მემორიალური დაფა სახელწოდებით „ავტობუსის გაჩერება“ დექსტერის გამზ. და მონტგომერის ქუჩაზე — ადგილი, სადაც როზა პარკსი ავიდა ავტობუსში, რამაც მას პატივი და მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის წარმატება მოუტანა.
№ 2857 ავტობუსი, სადაც პარკსი იმყოფებოდა დაპატიმრებამდე (GM „ძველი სახის“ ტრანზიტული ავტობუსი, სერიული ნომრით 1132), დღესდღეობით არის ჰენრი ფორდის მუზეუმის ექსპონატი.
  • 1976 წელს, დეტროიტმა მე-12 ქუჩას დაარქვა „როზა პარკსის ბულვარი“.[21]
  • 1979 წელს, NAACP-მა დააჯილდოვა პარკსი სპრინგარნის მედლით,[22] უმაღლესი პატივი[23]
  • 1980 წელს, მან მიიღო მარტინ ლუთერ კინგის უმცროსის ჯილდო.[24]
  • 1983 წელს, მას ოფიციალურად თანამდებობა მისცეს მიჩიგანის ქალთა დიდებულ დარბაზში, ადამიანთა უფლებებში მისი მიღწევების გამო.[25]
  • 1984 წელს, მან მიიღო 100-მდე შავკანიანი ქალბატონის ეროვნული კოალიციისგან კანდაცეს ჯილდო.[26]
  • 1990 წელს,
    • პარკსი მიწვეულ იქნა იმ ჯგუფში, რომელიც დახვდა ნელსონ მანდელას სამხრეთ აფრიკაში მისი ციხიდან განთავისუფლებისას.[27]
    • პარკსი მიწვეულ იქნა, როგორც ნაწილი შტატთაშორისი 475 ტოლედოს, ოჰაიოს, რომელიც პარკსის პატივსაცემად დაერქვა.[28]
  • 1992 წელს, მან მიიღო „პრემია მსოფლიოს სინდისის სიმამაცისთვის“ ბატონ ბენჟამინ სპოკთან და სხვებთან ერთად კენედის ბიბლიოთეკაში, ასევე ბოსტონის, მასაჩუსეტის ბიბლიოთეკაში.
  • 1994 წელს, სოკას უნივერსიტეტისგან, რომელიც მდებარეობს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, დოქტორის ხარისხი.[29][30]
  • 1995 წელს, თავისი მიღწევებისთვის, მას მიენიჭა უილიამსბურგის, ვირჯინიის აკადემიის ოქროს ფირფიტის ჯილდო.
  • 1996 წელს, მიენიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ჯილდო.
  • 1998 წელს, ის იყო პირველი, რომელსაც ეროვნულმა მიწისქვეშა რკინიგზის თავისუფლების ცენტრმა გადასცა საერთაშორისო თავისუფლების ხელმძღვანელის ჯილდო.
  • 1999 წელს
    • მან მიიღო კონგრესის ოქროს მედალი, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ფილიალის უმაღლესი ჯილდო, მედალი ეყრდნობა ლეგენდას „თანამედროვე ადამიანის უფლებებისთვის მოძრაობის დედა“ შესახებ.
    • მან მიიღო ვინდსორ-დეტროიტის საერთაშორისო თავისუფლების ფესტივალის თავისუფლების ჯილდო.
    • Time-მა დააასახელა პარკსი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკულტო ფიგურათა ოცეულის წევრად.
    • პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიიღო ის თავის განცხადებაში კავშირის მდგომარეობის შესახებ და თქვა: „დღეს ის ზის პირველი ლედის გვერდით და მას შეუძლია ადგეს, ან სულაც არა, ეს მისი გადასაწყვეტია.“[31]
  • 2000 წელს
    • მისმა მშობლიურმა შტატმა დააჯილდოვა პარკსი ალაბამას აკადემიის საპატიო ტიტულით
    • პირველმა სწორედ მან მიიღო გუბერნატორის მედალი ექსტრაორდინალური სიმამაცისთვის.[32]
    • მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებმა იგი დააჯილდოვეს ორი ათეული საპატიო დოქტორის წოდებით
    • იგი გახდა ალფა კაპა ალფა დობის საპატიო წევრი
    • მონტგომერში ტროის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მუზეუმი მიეძღვნა მას და დაერქვა როზა პარკსის ბიბლიოთეეკა და მუზეუმი
  • 2002 წელს
  • 2003 წელს, № 2857 ავტობუსი, რომლითაც პარკსი მგზავრობდა აღადგინეს და განათავსეს ჰენრი ფორდის გამოფენაში[34]
  • 2004 წელს, ქალაქ ლოს-ანჯელესის მეტრორეილის სისტემა, საიმპერატორო გზატკეცილი/უილინგტონის სადგური, სადაც ლურჯი ხაზი უკავშირდება მწვანე ხაზს, ოფიციალურად დასახელდა „როზა პარკსის სადგურად“.[35][36]
  • 2005 წელს
    • 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ ყველა დროშა პარკსის დაკრძალვის დღეს აფრიალდებოდა.
    • მეტრო ტრანზიტი კი კინგში, ვაშინგტონის შტატი, პლაკატები და ნაკლეიკები პარკსის გარდაცვალებიდან მალევე გამოფინეს ყველა ავობუსის მოწინავე წინა ადგილებზე. ეს ყოველივე კი პარკსის ხსოვნას ეძღვნებოდა.[37][38]
    • ამერიკული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაციამ 1 დეკემბერს გამოაცხადა, რომ პარკსის დაპატიმრების 50-ე წლისთავი იქნებოდა „ეროვნული სატრანზიტო შესაწირის როზა პარკსისასდმი მიძღვნილ დღედ“.[39]
    • ამ წლისთავზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა პუბლიკაცია L. 109–116-ს, რომლის მიხედვითაც პარკსის ძეგლი შეერთებული შტატების კონგრესის შენობის ეროვნულ ქანდაკებების დარბაზში განთავსდებოდა. ბიბლიოთეკის ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ რეზოლუციის ხელმოწერისას პრეზიდენტმა განაცხადა:
ვიკიციტატა
„მისი ქანდაკების ერის კონგრესის შენობის გულში მოთავსებით, ჩვენ ავღნიშნავთ მის მუშაობას უფრო სრულყოფილი კავშირისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, თითოეული ამერიკელისთვის.[39]
    • 2005 წლის დეკემბერში დეტროიტის შტატის 96 შტატშორისი ნაწილს, სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დაერქვა როზა პარკსის მემორიალური გზა.
  • 2006 წელს
    • სეუპერ ბოულ XL-ზე, რომელიც დეტროიტის Ford Field-მა გაითამაშა, ერთ წუთიანი დუმილით, დიდი ხნის განმავლობაში დეტროიტში მცხოვრები კორეტა სკოტ კინსა და პარკსს მიაგეს პატივი. სუპერ ბოული მათ ხსოვნას მიეძღვნა.[40] პარკსის შვილები და ძმისშვილები, ასევე მარტინ ლუთერ კინგ III შეუერთდნენ მონეტის სროლის ცერემონიას, რომლებიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ვარსკვლავ ტომ ბრედითან ერთად იდგნენ, სწორედ მან მოიპოვა მონეტა.
    • 14 თებერვალს, ნასაუს საგრაფოში, ნიუ-იორკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომას სუოზიმ განაცხადა, რომ ჰემპსტიდის ტრანზიტულ ცენტრს როზა პარკსის პატივსაცემად დაერქმეოდა როზა პარკსის ჰემპსტიდის ტრანზიტული ცენტრი.
  • 2007 წელს, ნეშვილე, ტენესე, მეტროროს ცენტრში ბულვარს (ჩრდილოეთით მე-8 ავენიუ) (აშშ 41A და SR 12) დაერქვა სახელად როზა L. პარკსის ბულვარი.[41]
  • 2009 წელს, 14 ივლისს დეტროიტში გაიხსნა როზა პარკსის სატრანზიტო ცენტრი მიჩიგანისა და კასის გამზირებზე.[42]
  • 2010 წელს, მიჩიგანის ქალაქ გრენდ რეპიდში, პლაზას, რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს დაერქვა როზა პარკსის წრე.
  • 2012 წელს, 18 აპრილს მიჩიგანში დეარბორნის ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია ცნობილ როზა პარკსის ავტობუსს ჰენრი ფორდის მუზეუმში.
    • ქალაქის დასავლეთ ხეობის ქუჩა, იუტაში (შტატის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი), რომელიც იუტას კულტურული სადღესასწაულო ცენტრისკენ მიემართებოდა დაერქვა როზა პარკსის მგზავრობა.[43]
  • 2013 წელს
    • 1 თებერვალს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა „როზა პარკსის დაბადებიდან მე-100 წლისთავი“. მან მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ დაეცვათ ეს დღე და შესაბამისი სამსახურით, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო პროგრამებით პატივი მიეგოთ როზა პარკსის მტკიცე მემკვიდრეობისთვის.[44]
    • 4 თებერვალს როზა პარკსის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, ჰენრი ფორდის მუზეუმმა ეს დღე გამოაცხადა „სიმამაცის ეროვნულ დღედ“, რომლის დროსაც ტარდებოდა 12 საათიანი ვირტუალური და ადგილზე აქტივობები ეროვნული აღიარების წამყვანებთან ერთად, მუსიკალური და დრამატული ინტერპრეტაციული წარმოდგენები, პრეზენტაციები „როზა პარკსის ცხოვრების“ შესახებ და ზღაპრის „წყნარი სიძლიერის“ კითხვა. ავტობუსი, რომლითაც როზა პარკსი მგზავრობდა გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, მათ შეეძლოთ დამსხარიყვნენ იქ , სადაც როზა პარკსი იჯდა.[44]
    • 4 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 დაბადების დღის მისალოცი სურვილები ხალხის სურვილისმებრ გადაიქცა 200 გრაფიკულ წერილად, რომელიც როზა პარკსის მე-100 დაბადების დღისადმი მიძღვნილ დევისის თეატრში ჩატარებულ სახელოვნებო წარმოდგენაში გამოიყენეს, მონტგომერში, ალაბამას შტატი. ეს იყო მე-100 დაბადების დღის სურვილების პროექტი, რომელსაც მართავდა როგორც როზა პარკსის მუზეუმი ტროის უნივერსიტეტში, ასევე მობილურის სტუდია, ეს ღონისძიებაც სენატის მიერ იყო გამოცხადებული.[45]
    • ორივე ღონისძიების დროს USPS -მა პარკსის პატივსაცემად საზეიმოდ გახსნა საფოსტო შტამპი.[46]
    • 27 თებერვალს პარკსი გახდა პირველი აფრიკელ ამერიკელი ქალი, რომლის ზუსტი გამოსახულებაც იდგა ეროვნულ ქანდაკებთა დარბაზში. მისი მონუმენტი, რომელიც შექმნილია მოქანდაკე ევგენი დაუბის მიერ, ცხრა სხვა ქალის მონუმენტთან ერთად არის კონგრესის შენობის ხელოვნების კოლექციის ნაწილი, რომელიც ინახება ეროვნული ქანდაკების დარბაზის კოლექციში.
  • 2014 წელს, ასტეროიდ (284996) როზაპარკსს როზა პარკსის პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი.[47]
  • 2015 წელს
    • წლების განმავლობაში სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ როზა პარკსის ნაშრომები კონგრესის ბიბლიოთკაში შეიტანეს.[48]
    • 13 დეკემბერს, პარიზში გაიხსნა როზა პარკსის სახელობის სარკინიგზო სადგური.
  • 2016 წელს სახლი დეტროიტში, სადაც როზა პარკსი 1957 წლიდან 1959 წლამდე ცხოვრობდა 500 დოლარად იყიდა მისმა ძმისწულმა რეა მაკ-კეულიმ არტისტ რიენ მენდოზას შემოწირულობისთვის. შემდგომში ეს სახლის დაშალეს და გემით გადაიტანეს ბერლინში, სადაც ხელახლა დაიდგა მენდოზას სახლის ბაღში.[49]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Editorial. 1974. "Two decades later." New York Times (May 17): 38. ("Within a year of Brown v. Board of Education, Rosa Parks, a tired seamstress in Montgomery, Alabama, was, like Homer Plessy sixty years earlier, arrested for her refusal to move to the back of the bus.")
  • Barnes, Catherine A. Journey from Jim Crow: The Desegregation of Southern Transit, Columbia University Press, 1983.
  • Rosa Parks with James Haskins, Rosa Parks: My Story New York: Scholastic Inc., 1992. ISBN 0-590-46538-4
  • Brinkley, Douglas. Rosa Parks: A Life, Penguin Books, October 25, 2005. ISBN 0-14-303600-9
  • The Rebellious Life of Mrs. Rosa Parks by Jeanne Theoharis, Beacon Press, 2015, ISBN 9780807076927

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Multimedia and interviews

Others

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Montgomery city code made bus drivers segregate white and black passengers. They were directed to assign seats based on a person's color.[6] Black people in Montgomery made up 75 to 80 percent of bus riders.[7] But they were crowded into the back seats of the buses and many had to stand while the front seats remained empty.[7]
  2. Aurelia Browder, another black woman who had been discriminated against by the bus system, was the lead plaintiff. Three other woman joined her but not Rosa Parks. Her legal advisers felt her case could not go beyond the state courts. The case was also named for the lead defendant W.A. Gayle, who was the mayor of Montgomery.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Erika L. Shores, Rosa Parks: Civil Rights Pioneer (Mankato, MN: Capstone Press, 2005), p. 6
  2. Duncan A. Bruce, The Mark of the Scots: Their Astonishing Contributions to History, Science, Democracy, Literature, and the Arts (Secaucus, NJ: Carol Publishing Group, 1998), p. 271
  3. Muriel L. Dubois, Rosa Parks (Mankato, MN: Bridgestone Books, 2003), p. 7
  4. (2006) Congressional Record, V. 152, Pt. 11, July 13, 2006 to July 24, 2006, Part 11. Washington, D.C.: Government Printing Office, გვ. 15310. ISBN 978-0160861550. 
  5. Erika L. Shores, Rosa Parks: Civil Rights Pioneer (Mankato, MN: Capstone Press, 2005), p. 9
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Cheryl Fisher Phibbs, The Montgomery Bus Boycott: A History and Reference Guide (Santa Barbara, CA: Greenwood, 2009), pp. 13–15
  7. 7.0 7.1 Cheryl Fisher Phibbs, The Montgomery Bus Boycott: A History and Reference Guide (Santa Barbara, CA: Greenwood, 2009), p. 12
  8. "Parks Recalls Bus Boycott, Excerpts from an interview with Lynn Neary", National Public Radio, 1992, linked at "Civil Rights Icon Rosa Parks Dies", NPR, October 25, 2005. Retrieved July 4, 2008.
  9. Houck, Davis; Grindy, Matthew (2008) Emmett Till and the Mississippi Press. Jackson, Miss.: University Press of Mississippi, გვ. x. ISBN 9781604733044. 
  10. Federal Bureau of Investigation (February 9, 2006). Prosecutive Report of Investigation Concerning (Emmett Till) (Flash Video or PDF). Retrieved March 2, 2016.
  11. Sabrina Crewe, Frank Walsh, The Montgomery Bus Boycott (Milwaukee, WI: Gareth Stevens Publishing, 2003), pp. 16–18
  12. Jake Miller, The Montgomery Bus Boycott: Integrating Public Buses (New York: Rosen Pub. Group, 2004), p. 9
  13. 13.0 13.1 Rachel Tisdale, The Montgomery Bus Boycott (New York: PowerKids Press, 2014), pp. 12–13
  14. 14.0 14.1 Joyce A. Hanson, Rosa Parks: A Biography (Westport, CT: Greenwood; Brighton: Roundhouse, 2010), p. 97
  15. Ajay Moholtra. (1 June 2008) Rosa Parks & the Montgomery Bus Boycott. Rosa Parks Facts.com. წაკითხვის თარიღი: 3 July 2014.
  16. 16.0 16.1 16.2 Anne Emanuel, Elbert Parr Tuttle: Chief Jurist of the Civil Rights Revolution (Athens, GA: University of Georgia Press, 2011), pp. 169–172
  17. Joyce A. Hanson, Rosa Parks: A Biography (Westport, CT: Greenwood; Brighton: Roundhouse, 2010), p. xi
  18. 18.0 18.1 Robert Aitken; Marilyn Aitken, Law Makers, Law Breakers, and Uncommon Trials (Chicago, IL: American Bar Association, 2007), p. 378
  19. Joyce A. Hanson, Rosa Parks: A Biography (Westport, CT: Greenwood; Brighton: Roundhouse, 2010), p. 89
  20. 20.0 20.1 20.2 Civil Rights Icon Rosa Parks Dies (October 25, 2005). წაკითხვის თარიღი: February 17, 2016.
  21. Rosa L. Parks Collection. Papers, 1955-1976. Walter P. Reuther Library. წაკითხვის თარიღი: November 22, 2011.
  22. Springarn Medal Winners: 1915 to Today, NAACP, no date but list goes through 2010. Accessed 13 ნოემბერი 2011.
  23. NAACP Honors Congressman Conyers With 92nd Spingarn Medal, NAACP press release, April 3, 2007. Retrieved July 9, 2008.
  24. Black History Month. gale.cengage.com. წაკითხვის თარიღი: February 5, 2013.
  25. Michigan Women's Hall of Fame. Hall.michiganwomen.org. წაკითხვის თარიღი: August 13, 2012.
  26. CANDACE AWARD RECIPIENTS 1982-1990, Page 3. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 14, 2003.
  27. Ashby, Ruth. Rosa Parks: Freedom Rider, Sterling Publishing ISBN 978-1-4027-4865-3
  28. Part of I-475 named for Parks“, September 5, 1990. წაკითხვის თარიღი: June 20, 2012. 
  29. Rosa Parks Biography. Rosa Parks Foundation (January 22, 2005). წაკითხვის თარიღი: 23 October 2015.
  30. Rosa Parks Speaks at Soka University. United States Library of Congress (March 16, 2000). წაკითხვის თარიღი: 23 October 2015.
  31. 1999 State of the Union Address“, The Washington Post, January 28, 2000. წაკითხვის თარიღი: February 5, 2013. 
  32. "Rosa Parks Museum Dedicated During Civil Rights Movement Anniversary Gala in Montgomery". Jet: 8. December 18, 2000. https://books.google.com/books?id=CbYDAAAAMBAJ&pg=PA8&lpg=PA8&dq=rosa+parks+Governor%27s+Medal+of+Honor+for+Extraordinary+Courage&source=bl&ots=NECPHPeRhY&sig=xbfRnhFSFnrur5oYWoPxKgVlRzs&hl=de&sa=X&ei=TNTsTrnwHNCj-gbrlvSJAg&ved=0CEkQ6AEwBQ#v=onepage&q=rosa%20parks%20Governor%27s%20Medal%20of%20Honor%20for%20Extraordinary%20Courage&f=false. წაკითხვის თარიღი: December 17, 2011.
  33. Asante, Molefi Kete (2002). „Rosa Parks“. Rosa Parks. Amherst, New York: Prometheus Books. ISBN 1-57392-963-8.
  34. Parks Bus Restored. Parks Bus Restored. წაკითხვის თარიღი: June 20, 2012.
  35. MAX station renamed to honor Rosa Parks. TriMet (Feb 4, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - December 2, 2010. წაკითხვის თარიღი: November 27, 2009.
  36. TriMet MAX station name honors Rosa Parks. Portland Tribune (February 3, 2009). წაკითხვის თარიღი: February 10, 2009.
  37. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. დაარქივებულია "Rosa Parks Honored on Metro Bus Fleet", King County Metro Online ორიგინალიდან] - July 5, 2008. date=August 14, 2009.
  38. Local Digest item "Buses are memorial to Rosa Parks", Seattle Times, 1 ნოემბერი 2005. Accessed 13 ნოემბერი 2011.
  39. 39.0 39.1 National Transit Tribute to Rosa Parks Day. American Public Transportation Association (2007-09-27). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 სექტემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2011.
  40. Rosa Parks. birdsofwinter.com. წაკითხვის თარიღი: February 5, 2013.
  41. Tennessee Career Center at Metro Center. Department of Labor and Workforce Development. წაკითხვის თარიღი: December 17, 2011.
  42. Shea, Bill. (9 July 2009) Detroit's Rosa Parks Transit Center opens Tuesday. Crain's Business Detroit. წაკითხვის თარიღი: April 18, 2010.
  43. Neugebauer, Cimaron. (November 15, 2012) West Valley City renames street after Rosa Parks. The Salt Lake Tribune.
  44. 44.0 44.1 Presidential Proclamation -- 100th Anniversary of the Birth of Rosa Parks. წაკითხვის თარიღი: February 5, 2013.
  45. Rosa Parks stamp unveiled for late civil rights icon's 100th birthday“, CBS News. წაკითხვის თარიღი: February 5, 2013. 
  46. Rosa Parks: First Statue of African-American Female to Grace Capitol. ABC News. წაკითხვის თარიღი: February 27, 2013.
  47. (284996) Rosaparks = 2010 LD58.
  48. Cornish, Audie. “After years in Lockdown, Rosa Parks' Papers Head To Library of Congress“, 7 February 2015. წაკითხვის თარიღი: February 9, 2015. 
  49. Why Rosa Parks' house now stands in Berlin.