შინაარსზე გადასვლა

ალვინ ჰანსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალვინ (ელვინ) ჰანსენი, ჰენსენი (ინგლ. Alvin Harvey Hansen; დ. 27 აგვისტო, 1887, ვიბორგი, აშშ — გ. 6 ივნისი, 1976, ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი, ნეოკეიზიანელი.

ლექციებს კითხულობდა უისკონსინის (1915-1916), ბრაუნის (1916-1919), მინესოტის (1919-1937), ჰარვარდისა (1937) და ბომბეის (1957-1958) უნივერსიტეტებში. ჰანსენი ავტორია „სტაგნაციის თეორიისა“, რომელიც აშშ-ში გავრცელდა XX საუკუნის 30-40-იან წლებში. ამ თეორიის მიხედვით ეკონომიურ კრიზისებს განაპირობებს მოსახლეობის ზრდის ტემპების დაცემა, საგარეო ბაზრების შეკვეცა, კაპიტალის დაგროვების მასშტაბის შემცირება. ჰანსენის აზრით, კრიზისებიდან თავის დაღწევა შეიძლება ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევით, კერძოდ, სახელმწიფოს ხარჯების სისტემატური ზრდით. ჰანსენი იზიარებდა ე. წ. „ორმაგი ეკონომიკის თეორიას“ და „მსოფლიო დაგეგმვის“ კონცეფციის აპოლოგეტურ იდეას.