გოტფრიდ ჰაბერლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოტფრიდ ჰაბერლერი
მშობლიური სახელი Gottfried Haberler
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1900
დაბ. ადგილი პურკერსდორფი, ავსტრია-უნგრეთი
გარდ. თარიღი 6 მაისი, 1995
გარდ. ადგილი ვაშინგტონი, აშშ
მოქალაქეობა ავსტრია და აშშ
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მონ პელერინის საზოგადოება, ნიდერლანდების სამეფო მეცნიერებათა აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[1]
ჯილდოები Bernhard Harms Prize[2] , ფელტრინელის პრემია და ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[1]
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი Othmar Spann და ლუდვიგ ფონ მიზესი
დოქტორანტი Richard E. Caves[3] , Peter Kenen[4] , Robert E. Baldwin[5] და Kenyon Edwards Poole[5]

გოლტფრიდ ფონ ჰაბერლერი (გერმ. Gottfried von Haberler; დ. 20 ივლისი, 1900, პურკერსდორფი, ვენის მახლობლად — გ. 6 მაისი, 1995, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი.

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1925). დოცენტი (1928-1936) იქვე, შემდეგ პროფესორი, 1936-იდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შრომები უმთავრესად ციკლის თეორიისა და საერთაშორისო ვაჭრობის პრობლემებს ეძღვნება. ჰაბერლერი ძირითადად კეინზიანელია, მაგრამ კეინზიანელობის საწინააღმდეგო შეხედულებებიც აქვს. მაგ., იგი მიიჩნევს, რომ სარგებლის განაკვეთი უფრო მეტად დამოკიდებულია ფულად კაპიტალზე მოთხოვნასა და მიწოდების თანაფარდობაზე, ვიდრე ფულის ემისიაზე, ინფლაციის მიზეზად თვლის სახელმწიფოს მცდარ ეკონ. პოლიტიკას, ხოლო მასთან ბრძოლის უებარ საშუალებად - ფულად-საკრედიტო ფაქტორების აქტ. გამოყენებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  2. https://www.ifw-kiel.de/events-1/bernhard-harms-prize/bernhard-harms-prize/view?set_language=en
  3. Mathematics Genealogy Project — 1997.
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. 5.0 5.1 Mathematics Genealogy Project — 1997.