აიდინის პროვინცია
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
აიდინის პროვინცია თურქ. Aydın ili | ||
ქვეყანა | თურქეთი | |
რეგიონი | ეგეოსის რეგიონი | |
ადმ. ცენტრი | აიდინი | |
შიდა დაყოფა | აიდინი, Bozdoğan, Buharkent, Çine, Didim, Efeler, Germencik, İncirliova, Karacasu, Karpuzlu, Koçarlı, Köşk, ქუშადასი, Kuyucak, ნაზილი, Söke, Sultanhisar და Yenipazar | |
კოორდინატები | 38°00′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. / 38.00000° ჩ. გ. 28.00000° ა. გ. | |
ფართობი | 8.007[1] კმ² | |
მოსახლეობა |
1 097 746 (2018)[2] , 1 054 769 (2021)[3] | |
სატელეფონო კოდი | 256 | |
საფოსტო ინდექსი | 09000–09999 | |
საავტომობილო კოდი | 09 | |
ოფიციალური საიტი | http://www.aydin.gov.tr | |
| ||
აიდინის პროვინცია (თურქ. Aydın ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აიდინი. მოიცავს 17 რაიონს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიდინის პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება ეგეოსის ზღვა, 2 კილომეტრიანი სრუტე გამოჰყოფს საბერძნეთის კუნძულ სამოსისაგან. ესაზღვრება მუღლის, დენიზლის, მანისისა და იზმირის პროვინციები. პროვინციის უდიდესი ნაწილი მდებარეობს მდინარე დიდი მენდერესის ხეობაში
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა 998 ათ. ადამიანი 2007 წლის შეფასებით. უდიდესი ქალაქია: აიდინი (143 ათ. ადამიანი, 2000).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად პროვინციის ტერიტორია შედიოდა ფრიგიისა და ლიდიის ფარგლებში. პროვინციის დედაქალაქი აიდინი დააარსეს უძველესმა მოსახლეობამ და უწოდეს ტრალისი. იმის გამო, რომ ქალაქი მდებარეობს სეისმოაქტიურ ზონაში, იგი რამდენიმეჯერ დაინგრა. ქალაქი წლების მანძილზე იყო ფრიგიელების, ლიდიელების, სპარტელების, სპარსელების, მაკედონელების, რომაელებისა და ბიზანტიელების ხელში. 1186 წელს თურქ-სელჩუკებმა იგი ჩამოართვეს ბიზანტიის იმპერიას, ხოლო 1466 წლიდან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი, MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
- ↑ Population of provinces by years - 2000-2018 — Turkish Statistical Institute.
- ↑ Turkish Statistical Institute — 1926.