მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
ტურნირი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014
დ.დ
თარიღი 13 ივლისი 2014
არენა მარაკანა, რიო დე ჟანეირო
საუკეთესო ფეხბურთელი მარიო გეცე გერმანიის დროშა
მსაჯი ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დასწრება 74 738
ამინდი ნაწილობრივ მოღრუბლული
ტენიანობა 65%
2010
2018
The final at the Maracanã

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალიმუნდიალი 2014-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 13 ივლისს. გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 1-0. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა მარიო გეცემ, დამატებით დროში. გეცემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მიიღო ასევე შეცვლაზე შესული შურლეს პასი მარცხენა ფლანგიდან, მიიღო მკერდზე და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი.

გერმანია ფინალში ასპარეზობდა მერვეჯერ, ხოლო არგენტინა მეხუთეჯერ. გერმანიას ჰქონდა ჩემპიონის სამი ტიტული, ხოლო არგენტინას — ორი. ეს იყო მესამე ფინალი, რომელიც არგენტინა-გერმანიას შორის გათამაშდა. მატჩი მონათლული იყო მსოფლიოს როგორც საუკეთესო ფეხბურთელისა (მესი) და საუკეთესო გუნდის (გერმანია) დაპირსპირება.[1][2]

გერმანიამ მეოთხედ მოიგო ჩემპიონატი, რითაც დაეწია იტალიას. ამასთან ეს იყო გერმანიის პირველი ტიტული გაერთიანების (1990) შემდეგ და ასევე პირველი შემთხვევა, როცა ევროპულმა გუნდმა მოიგო ჩემპიონატი ამერიკაში.

წინა შეხვედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ორ გუნდს შორის აქამდე 20 შეხვედრა იყო გამართული, აქედან 9 მოიგო არგენტინამ, 6 გერმანიამ და 5 დასრულდა ფრედ. გუნდები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო შემპიონატზე, ხოლო ორჯერ ფინალში. ერთი ფინალი არგენტინას ჰქონდა მოგებული, ერთი კი გერმანიას. ეს შეხვედრა იყო ზედიზედ მესამე შეხვედრა ამ გუნდებისა მსოფლიო თასებზე. გერმანია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდნენ 2006 და 2010 წლებშიც, ორივეჯერ მეოთხედინალურ ეტაპზე და ორივეჯერ გერმანიამ მოიგო.

წინა მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე
  • მუნდიალი 1958, ჯგუფი 1, გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 3–1.
  • მუნდიალი 1966,ჯგუფი 2, მატჩი დასრულდა ფრედ, 0-0. მატჩი გამოირჩეოდა არგენტინელთა უხეშობით გერმანელების წინააღმდეგ.
  • მუნდიალი 1986, ფინალი, მარადონას არგენტინამ მოუგო გერმანიას 3–2 და მოიგო მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული.
  • მუნდიალი 1990, ფინალი, გუნდები ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მუნდიალის ფინალში. ამჯერად გერმანიამ მოიგო არგენტინა 1–0 და მესამედ მოიპოვა ტიტული. ამ თამაშში მსაჯმა ორი არგენტინელი გააძევა და გერმანიის სასარგებლოდ დანიშნა საეჭვო პენალტი, რომლიდანაც იქნა ერთადერთი გოლი გატანილი.
  • მუნდიალი 2006, მეოთხედფინალი, მატჩი 1-1 დასრულდა, პენალტების სერიაში 4-2 მოიგო გერმანიამ.
  • მუნდიალი 2010, მეოთხედფინალი, გერმანიამ დაამარცხა მარადონას გაწვრთნილი არგენტინა 4-0

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი გუნდის წინა შეხვედრებში მონაწილეობდნენ:

2006
2010

კლოზემ გაიტანა ერთი 2006 და ორი 2010 წელს, ხოლო მიულერმა გაიტანა პირველი გოლი 2010 წლის მატჩში. იოახიმ ლევი იყო მწვრთნელის ასისტენტი 2006 წელს და მთავარი მწვრთნელი 2010 და 2014 წლებში.

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია რაუნდი არგენტინა
ოპონენტი შედეგი ჯგუფური ეტაპი ოპონენტი შედეგი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 4–0 1-ლი ტური ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 2–1
განის დროშა განა 2–2 მე-2 ტური ირანის დროშა ირანი 1–0
აშშ-ის დროშა აშშ 1–0 მე-3 ტური ნიგერიის დროშა ნიგერია 3–2
ჯგუფი G-ის გამარჯვებული
გუნდი გატ გაშ სხვ
გერმანიის დროშა გერმანია 3 2 1 0 7 2 +5 7
აშშ-ის დროშა აშშ 3 1 1 1 4 4 0 4
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 1 1 1 4 7 −3 4
განის დროშა განა 3 0 1 2 4 6 −2 1
ცხრილი ჯგუფი F-ის გამარჯვებული
გუნდი გატ გაშ სხვ
არგენტინის დროშა არგენტინა 3 3 0 0 6 3 +3 9
ნიგერიის დროშა ნიგერია 3 1 1 1 3 3 0 4
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 3 1 0 2 4 4 0 3
ირანის დროშა ირანი 3 0 1 2 1 4 −3 1
ოპონენტი შედეგი პლეი-ოფი ოპონენტი შედეგი
ალჟირის დროშა ალჟირი 2–1 (დ.დ.) მერვედფინალი შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1–0 (დ.დ.)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1–0 მეოთხედფინალი ბელგიის დროშა ბელგია 1–0
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 7–1 ნახევარფინალი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 0–0 (დ.დ.) (4–2 პენ.)

მატჩის ბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩის ბურთი იყო Adidas Brazuca Final Rio, რომელიც ტექნიკურად იგივე იყო, როგორიც ტურნირის ბურთი Adidas Brazuca, მხოლოდ განსხვავებული სახელითა და ფერთა დიზაინით.

მსაჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩის მთავარი მსაჯი იყო იტალიელი ნიკოლა რიცოლი. მან ამავე ჩემპიონატზე განსაჯა ესპანეთი-ნიდერლანდების, ნიგერია-არგენტინის და არგენტინა-ბელგიის მატჩები. რიცოლი იყო ასევე მსაჯი 2010 წელს ევროპა ლიგის, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. რიცოლი მესამე იტალიელი მსაჯია, რომელმაც მუნდიალის ფინალში იმსაჯა სერჯო გონელას (1978) და პიერლუიჯი კოლინას (2002) შემდეგ.

მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეცეს გააქვს გამარჯვების გოლი

ორივე გუნდმა მატჩი დაიწყო იმავე შემადგენლობით, რომლითაც ნახევარფინალებში ითამაშეს. ეად სასტარტო შემადგენლობაში იყო კრისტოფ კრამერი. მაგრამ კრამერი დაშავდა პირველი ტაიმში და ის შურლემ შეცვალა.

არგენტინელ გონსალო იგუაინს ჰქონდა გოლის გატანის შანსი პირველივე ტაიმში. მან ბურთი ტონი კროოსის შეცდომის გამო მიიღო, მაგრამ კარს ააცილა. იგუაინმა მაინც გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარეს წესის გამო ის არ ჩაითვალა. პირველი ტაიმის ბოლოს გატანა შეეძლო გერმანელ მცველ ჰოვედესს, რომლის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავისი შანსი გააცუდა ლიონელ მესიმ. დამატებით დროში კიდევ ერთ არგენტინელ თავდამსხმელს, როდრიგო პალასიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მანაც ააცილა. დამატებითი დროის დასაწყისში საგოლე შანსი ჰქონდა შურლესაც. 113-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა გეცემ გაიტანა. მან შურლეს პასი მიიღო და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი. ის გახდა შეცვლაზე შესული პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონატის გამარჯვების გოლი გაიტანა. დამატებითი დროის მიწურულს მესის ჰქონდა შანსი, გაეტანა საჯარიმო დარტყმიდან, მაგრამ მან ბურთი ხარიხას მოარტყა.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

13 ივლისი 2014
16:00 UTC−3
გერმანია გერმანიის დროშა 1–0
(დ.დ.)
არგენტინის დროშა არგენტინა მარაკანა, რიო დე ჟანეირო
მაყურებელი: 74 738
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გეცე გოლი 113' ანგარიში
გერმანია
არგენტინა
GK 1 მანუელ ნოიერი
RB 16 ფილიპ ლამი
CB 20 ჟერომ ბოატენგი
CB 5 მატს ჰუმელსი
LB 4 ბენედიქტ ჰოვედესი Booked after 34 minutes 34'
CM 23 კრისტოფ კრამერი შეცვლაზე გამოყვანა 31 წუთის შემდეგ 31'
CM 7 ბასტიან შვაინშტაიგერი Booked after 29 minutes 29'
CM 18 ტონი კროოსი
RW 13 თომას მიულერი
LW 8 მესუთ ოზილი შეცვლაზე გამოყვანა 120 წუთის შემდეგ 120'
CF 11 მიროსლავ კლოზე შეცვლაზე გამოყვანა 88 წუთის შემდეგ 88'
შეცვლები:
DF 2 კევინ გროსკროიცი
DF 3 მათიას გინტერი
FW 9 ანდრე შურლე შეცვლაზე შესვლა after 31 წუთი 31'
FW 10 ლუკას პოდოლსკი
GK 12 რონ-რობერტ ცილერი
MF 14 იულიან დრაქსლერი
DF 15 ერიკ დურმი
DF 17 პერ მერტეზაკერი შეცვლაზე შესვლა after 120 წუთი 120'
MF 19 მარიო გეცე შეცვლაზე შესვლა after 88 წუთი 88'
GK 22 რომან ვაიდენფელერი
MF 6 სამი ხედირა (დაშავებული)
DF 21 შხოდრან მუსტაფი (დაშავებული)
მწვრთნელი:
იოახიმ ლევი
GK 1 სერხიო რომერო
RB 4 პაბლო საბალეტა
CB 15 მარტინ დემიკელისი
CB 2 ესეკიელ გარაი
LB 16 მარკოს როხო
CM 14 ხავიერ მასკერანო Booked after 64 minutes 64'
CM 6 ლუკას ბილია
RW 8 ენცო პერესი შეცვლაზე გამოყვანა 86 წუთის შემდეგ 86'
LW 22 ესეკიელ ლავესი შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'
SS 10 ლიონელ მესი
CF 9 გონსალო იგუაინი შეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78'
შეცვლები:
DF 3 უგო კამპანიარო
MF 5 ფერნანდო გაგო შეცვლაზე შესვლა after 86 წუთი 86'
MF 7 ანხელ დი მარია (დაშავებული)
MF 11 მაქსი როდრიგესი
GK 12 აგუსტინ ორიონი
MF 13 აუგუსტო ფერნანდესი
DF 17 ფედერიკო ფერნანდესი
FW 18 როდრიგო პალასიო შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78'
MF 19 რიკარდო ალვარესი
FW 20 სერხიო აგუერო Booked after 65 minutes 65' შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
GK 21 მარიანო ანდუხარი
DF 23 ხოსე მარია ბასანტა
მწვრთნელი:
ალეხანდრო საბელა

საუკეთესო მოთამაშე:
მარიო გეცე (გერმანია)

მთავარი მსაჯი:
ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თანამსაჯები:
რენატო ფავერანი (იტალია)
ანდრეა სტეფანი (იტალია)
მეოთხე მსაჯი:
კარლოს ვერა (ეკვადორი)
მეხუთე მსაჯი:
კრისტიან ლესკანო (ეკვადორი)

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია არგენტინა
გოლი 1 0
დარტყმა 10 10
დარტყმა კარში 7 2
ბურთის ფლობა 60% 40%
კუთხურები 5 3
ჯარიმა 20 16
თამაშგარეები 3 2
სეივი 2 6
ყვითელი ბარათები 2 2
წითელი ბარათები 0 0


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
გერმანიის დროშა
გერმანია
მეოთხე წოდება

რეაქცია ბრაზილიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინელებისა და ბრაზილიელების საფეხბურთო დაპირისპირების გამო, ადგილობრივები ფინალში გერმანიას გულშემატკივრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ნახევარფინალში ბრაზილია 7-1 დაამარცხა. ამასთან, გერმენელები ღირსეულად შეხვდნენ მასპინძლების დამარცხებას, ხოლო არგენტინის ფანებმა სიხარულით აღნიშნეს ბრაზილიის გავარდნა. ბრაზილიელ გულშემატკივრებს განსაკუთრებით უხაროდათ, რომ მათ მშობლიურ ქვეყანაში და მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტადიონ მარაკანაზე არგენტინამ ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება[3][4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. "The World Cup Final: The Best Team vs. the Best Player". Wall Street Journal. 15 ივლისი 2014
  3. Young, James (13 ივლისი 2014). „Brazil falls short, but its World Cup provides unforgettable theater“. Sports Illustrated.
  4. Brunner, Cody (13 ივლისი 2014). „Argentina's World Cup final loss to Germany gives Brazil something to cheer about“. Yahoo.
  5. „Brazilians Go Back to Real Life“. The New York Times. 13 ივლისი 2014.