მონრეალის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბულ-ნორმანული სტილის პალერმო, ჩეფალუსა და მონრეალის საკათედრო ტაძრები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Monreale Cathedral exterior BW 2012-10-09 10-23-10.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა
კოორდინატები 38°04′54″ ჩ. გ. 13°17′31″ ა. გ. / 38.08167° ჩ. გ. 13.29194° ა. გ. / 38.08167; 13.29194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2015  (39-ე სესია)
ნომერი 1487
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1487
რუს.ინგლ.ფრ.

მონრეალის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Monreale или Santa Maria Nuova) — საკათედრო ტაძარი პალერმოს გარეუბან მონრეალში. არაბულ-ნორმანული სტილის ერთ-ერთი უმთავრესი არქტექტურული ძეგლი. აგებულია სიცილიის მეფე ვილჰელმ II კეთილის მიერ. ცნობილია თავისი მოზაიკით, რომელიც შესრულებულია ახალი და ძველი აღთქმის სიუჟეტებზე დაყრდნობით XII საუკუნეში.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1174 წელს მეფე ვილჰელმ II კეთილის ბრძანების შედეგად. მშენებლობა გრძელდებოდა 1267 წლამდე. XIX საუკუნეში ტაძარმა ორი დიდი კატასტროფა განიცადა. 1807 წელს ელვის შედეგად დაზიანდა სამხრეთის კოშკი. 1811 წლის 11 ნოემბერს კი ტაძარი ხანძარმა გაანადგურა. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ფატიმიდების პერიოდის არაბი მხატვრების მიერ მოხატული ჭერი, სერიოზულად დაზიანდა მოზაიკა და მეფეთა სამარხები. ტაძრის აღდგენას დაჭირდა რამდენიმე ათწლეული. ჭერი აღადგინეს შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით. ასევე პირვანდელი სახე დაუბრუნეს მეფეების, ვილჰელმ I-სა და ვილჰელმ II-ის სამარხებს. მიუხედავად მსგავსი კატასტროფებისა, ტაძარმა მაინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე და ამჟამად წარმოადგენს ნორმანული არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლს.

2015 წელს ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]