პულხერია (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. პულხერია

წმ. პულხერიას ფრესკა კიევის სოფიის ტაძარში
დაიბადა 19 იანვარი, 399
კონსტანტინოპოლი
გარდაიცვალა ივლისი, 453 (54 წლის)
კონსტანტინოპოლი
დასაფლავებულია Church of the Holy Apostles
ხსენების დღე 10 სექტემბერი
მოღვაწეობა სუვერენი
ენა ძველი ბერძნული ენა[1]
მეუღლე მარკიანე
შვილ(ებ)ი Marcia Euphemia

კეთილმორწმუნე დედოფალი პულხერია (ბერძ. Πουλχερία; დ. 19 იანვარი, 399 — გ. 453) — ბიზანტიის იმპერიის რეგენტი, თავისი უმცროსი ძმის თეოდოსიუს II-ის მცირეწლოვანებისას 414–421 წლები, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ 450–453 წლებში მმართველი დედოფალი, როგორც იმპერატორ მარკიანეს მეუღლე. პულხერია იყო ღრმადმორწმუნე პიროვნება და ასეთივე სულისკვეთებით აღზარდა საკუთარი და-ძმები. როგორც ამბობენ სასახლე მონასტერს დაამსგავსა. რაც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის იყო ინიციატორი 431 წელს მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისა. სადაც დაგმობილი იქნა ნესტორიანული ერესი. მისივე ძალისხმევით მოიწვიეს 451 წლის ქალკედონის მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს პულხერიამ მთელი ქონება გლახაკებს და ეკლესიას გადასცა, თვითონ კი მშვიდობით მიიცვალა 453 წელს. ეკლსიისადმი გაწეული ღვაწლისათვის იგი კანონიზებული იქნა წმინდანად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდათა ცხოვრებანი“, წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წ. გვ.226
  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბილისი, 2006 წ. გვ. 477-478
  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.