ილირია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილირიას (ლათ. Illyria, Illyricum) — უძველეს დროში ილირიელებისაგან წარმომდგარ სახელდებას მთიანი ლანდშაფტი, რომელსაც მრავალრიცხოვანი კუნძული ჰქონდა და მდებარეობდა ადრიის ზღვის აღმოსავლეთსა და ეპირუსის ჩრდილოეთ ნაწილში.

რომაელი ისტორიკოსი აპიანე ასე აღწერს ილირიას: ბერძნების თვალსაზრისით ილირია მდებარეობს მაკედონიის და ფრაკიის ჩრდილოეთით, ქაონების (Χαόνων) და ტესპროტებიდან (ωεσπρωτθν) მდინარე ისტრამდე. ხოლო სიგანეში ილირია მთიანი მაკედონიიდან და ფრაკიიდან იონიის ზღვამდე და ალპების ძირამდე იყო. სიგანეში ქვეყანა 5 დღის სავალი იყო, ხოლო სიგრძეში კი 30 დღის. რომაელების გაზომვით სიგანეში 1200 სტადიუმი ხოლო სიგრძეში 6000 სტადიუმი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რუკები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

აპიანე