პინგი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პინგი
Ping river near Bhumibol dam.jpg
მდინარე ბხუმიბოლის ჰიდროკვანძის ქვემოთ
ქვეყანა ტაილანდი
სათავე ტანენტაუნჯის ქედი
სიგრძე 800 კმ კმ
აუზის ფართობი 46 000 კმ2 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} პინგი ვიკისაწყობში

პინგი (ტაი. แม่น้ำปิง), მდინარე ტაილანდში, მდინარე მენამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე დაახლოებით 800 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 46 ათასი კმ2. სათავე აქვს ტანენტაუნჯის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ შტოქედებზე. უმთავრესად მიედინება ტყიან მთა–გორიან ადგილებში, ქვემოთ – მენამის დაბლობზე. წყალუხვია მუსონური წვიმების პერიოდში (აპრილი–ნოემბერი). აგებულია ჰიდროკვანძი (წყალსაცავი და ჰესი). იყენებენ სარწყავად. პინგის ნაპირზეა ქ. ჩიანგმაი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]