კლას ოლდენბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლას ოლდენბურგი, 2012
გიგანტური ბილიარდის ბურთები

კლას ოლდენბურგი (Claes Oldenburg; დ. 28 იანვარი, 1929, სტოკჰოლმი) — წარმოშობით შვედი, ამერიკელი მოქანდაკე, პოპ-არტის წარმომადგენელი.

შვედი დიპლომატის შვილი, ოლდენბურგი 1936 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა (ხოლო 1953 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო). ძირითადად ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში ცხოვრობდა, 1946-1950 წლებში იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი, 1954 წლამდე, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ოლდენბურგის შემოქმედებიდან არის კოლოსალური სკულპტურები. რომლებიც საკმაოდ დიდი ზომისაა, ხშირად ინტერაქტიული შესაძლებლობის.

ერთ-ერთი ასეთი სკულპტურული ნიმუში იყო ტუჩსაცხი „lipstick“ რომელიც გაფუჭების შემდეგ ტანკის მილად გადააკეთეს. დღეს იგი მორზეს კოლეჯის ეზოში დგას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]