ლუკას კრანახი უფროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკას კრანახი უფროსი
Lucas Cranach d. Ä. 063.jpg
დაიბადა 4 ოქტომბერი, 1472[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Kronach[4] [2]
გარდაიცვალა 16 ოქტომბერი, 1553[1] [2] (81 წლის) ან 1553[5] [6] [7] [8] [9] [10] [3] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24]
გარდაცვალების ადგილი ვაიმარი[25] [2]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[4] , ნიუ[4] , რელიგიური ფერწერა[4] და მითოლოგიური ფერწერა[4]

ლუკას კრანახი (უფროსი) (გერმ. Lucas Cranach der Ältere; დ. 1472, კრონახი, ზემო ფრანკონია, — გ. 16 ოქტომბერი, 1553, ვაიმარი) — გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა მამის ხელმძღვანელობით. მუშაობდა ავსტრიაში (დაახლ. 1500–1504), ვიტენბერგში საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ ბრძენისა და მისი მემკვიდრეების კარზე (1505-1550), აუგსბურგსა (1550-1552) და ვაიმარში (1552–1553). 1509 წელს იმოგზაურა ნიდერლანდებში. კრანახის ადრინდელი ნაწარმოებები ნოვატორულია. მათში სახეთა თამამი სიმართლე და კომპოზიციის მკვეთრი ასიმეტრია თითქოს შთაგონებულია საზოგადოებაში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების წინათგრძნობით („ჯვარცმა“, 1503, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი); სურათში „შესვენება ეგვიპტის გზაზე“ (1504, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა), პირიქით, ჭარბობს იდეალური განწყობილება, ხოლო ბუნების აღქმის სიცოცხლე და სიმახვილე საფუძველს უყრის დუნაის სკოლის წარმატებებს. ვიტენბერგში ჩამოყალიბდა კრანახის წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებითი სახე, რომელიც გამოხატავდა მხატვრის გარემომცველი სამყაროსა და ეპოქის სირთულეს. კრანახის ტილოები „წმინდა ეკატერინეს საკურთხეველი“ (1506, დრეზდენის სურათების გალერეა), „სათავადო საკურთხეველი“ (1510, სახელმწიფო გალერეა, დესაუ) დგას აღორძინების ხელოვნების მიღწევათა დონეზე. მხატვრის გვიანდელი პერიოდის რელიგიურ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებში რენესანსული პრინციპები შეერწყა მანიერიზმის ნიშნებს, რომლებიც გვაგონებენ გვიანდელი გოთიკის ხელოვნებას. ნამუშევრები: „ვენერა და ამური“ (1509), „მადონა“ (ორივე ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი), „წყაროს ფერია“ (1518, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი). კრანახი მარტინ ლუთერის გავლენით რეფორმაციის იდეების პროპაგანდას ეწეოდა („იოანე ნათლისმცემლის ქადაგება“, გრავიურა ხეზე, 1516), მაგრამ რეფორმაციის მოწინააღმდეგეებისგანაც იღებდა შეკვეთებს (კარდინალ ალბრეხტ ბრანდენბურგელის პორტრეტი, 1526, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). კარის მხატვრის მდგომარეობამ განაპირობა კრანახის ნამუშევართა ერთგვარი სტანდარტულობა , მაგრამ პორტრეტულ ჟანრში მან შეინარჩუნა ემოციური ცხოველმყოფელობა და ოსტატობა. ვაიმარში არის კრანახის სახლი, სასახლის მუზეუმში კი — კრანახის გალერეა. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია სურათი „მაჭანკალი“, ვარაუდობენ რომ იგი კრანახს ეკუთვნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 RKDartists
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The Fine Art Archive
  3. 3.0 3.1 Artnet — 1998.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Encyclopædia Britannica
  5. Web umenia
  6. Early Modern Letters Online
  7. Athenaeum
  8. Smithsonian American Art Museum person/institution ID
  9. Kunstindeks Danmark
  10. ხელოვნების სამეფო აკადემია (ლონდონი) — 1768.
  11. ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი — 1933.
  12. კანადის ეროვნული გალერეა — 1880.
  13. Artcyclopedia
  14. CONOR.SI
  15. Saint Louis Art Museum — 1909.
  16. ARTICArt Institute of Chicago.
  17. mutualart.com — 2008.
  18. Art UK painters database
  19. Autoritats UB
  20. Frick Art Reference Library Photoarchive — 1920.
  21. RISM: Répertoire international des sources musicales — 1952.
  22. opac.vatlib.it
  23. NUKAT — 2002.
  24. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  25. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118522582 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.