კოდისწყაროს ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოდისწყაროს ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში, სოფელ კაპრაშიანის განაპირას, ადგილ ხრიოკებში, დაქანებულ ფერდობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ნამოსახლარს კვეთს ნიაღვრებისგან წარმოქმნილი პატარა ხრამი, რომლის ნაპირების ჭრილში ჩანს ნაცროვან-ნახშიროვანი მძლავრი კულტურული ფენა, რომელშიც იპოვება წითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები.

სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის ჩრდილოეთით, 50 მეტრის მანძილზე. ხრამის ნაპირების ჭრილში ჩანს სანახევროდ გაშიშვლებული და დანგრეული თიხის სარკოფაგები. გაითხარა ერთი სარკოფაგი, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით, უინვენტაროდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]