კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი
კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სუმატრა |
კოორდინატები | 3°34′01″ ს. გ. 97°37′45″ ა. გ. / 3.56694° ს. გ. 97.62917° ა. გ. |
ფართობი | 13 791 კმ² |
დაარსდა | 1999 |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Kerinci Seblat)— უდიდესი ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 13 791 კმ²-ია და ინდონეზიის ოთხი პროვინციის ტერიტორიაზე ვრცელდება. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით — სუმატრის ტროპიკული ტყეები.
პარკი მოიცავს ბარისანის მთათა სისტემის დიდ ნაწილს და მათ შორის სუმატრის უმაღლეს მწვერვალ კერინჩის (3 805 მ). მრავლადაა სწრაფი მდინარეები, მღვიმეები, ცხელი წყაროები, ჩანჩქერები და უმაღლესი კალდერული ტბა მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — გუნუნგ-ტუჯუჰი.
პარკი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. გავრცელებულია მცენარეთა 4 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ყვავილი Rafflesia arnoldii. ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სუმატრის სპილო, ბორნეოს ლეოპარდი, მალაიური ტაპირი. პარკში ასევე ბინადრობს ფრინველთა 370 სახეობა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Kerinci Seblat National Park, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2000-09-20 საიტზე Wayback Machine.
|
|
|
- IUCN კატეგორია II
- მსოფლიო მემკვიდრეობა ანბანის მიხედვით
- ინდონეზიის ეროვნული პარკები
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდონეზიაში
- სუმატრის დაცული ტერიტორიები
- სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მემკვიდრეობის პარკები
- 1999 წელს დაარსებული დაცული ტერიტორიები
- დასავლეთ სუმატრის გეოგრაფია
- ჯამბის გეოგრაფია
- სამხრეთ სუმატრის გეოგრაფია
- დასავლეთ სუმატრის ღირსშესანიშნაობები
- ჯამბის ღირსშესანიშნაობები
- სამხრეთ სუმატრის ღირსშესანიშნაობები