შინაარსზე გადასვლა

კომოდოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომოდოს ეროვნული პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ინდონეზიის დროშა ინდონეზია | ქვეყნის დროშა2 | name = ინდონეზიის დროშა ინდონეზია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 609
Map
https://www.komodonationalpark.org
მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 609
ინგლ.რუს.ფრ.

კომოდოს ეროვნული პარკიეროვნული პარკი ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე. პარკი მოიცავს სამ დიდ (კომოდო, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს.[1] მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს, პარკი კომოდოს ვარანის (Varanus komodoensis) - მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა.[2] მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც, განსაკუთრებით ზღვის. 1991 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელს ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლით 800 მმ. ოქტომბერში, ტემპერატურა 40°C -ის ფარგლებშია. [3]

პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის - კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილი-მონტაგი (100 ც), ფლორესი (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.[4]

პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ ქმნის საუკეთესო პირობებს ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა მოიცავს მანგროს ტყეებს.

ადამიანთა დასახლებები და ტურიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაყრდნობილინ ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]