ათასი კუნძული (ინდონეზია)
ათასი კუნძული | |
ქვეყანა | ინდონეზია |
---|---|
შიდა დაყოფა | ჩრდილოეთ კეპულაუან-სერიბუ[1] და სამხრეთ კეპულაუან-სერიბუ[1] |
კოორდინატები | 5°39′46″ ს. გ. 106°34′05″ ა. გ. / 5.6629000° ს. გ. 106.5683000° ა. გ. |
ფართობი | 10.18±0.01 კვადრატული კილომეტრი, 8.7 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 24 155 (2017)[2] |
ოფიციალური საიტი | https://pulauseribu.jakarta.go.id |
ათასი კუნძული (ოფიციალურად კეპულაუან-სერიბუ) — კუნძულთა ჯაჭვი ჯაკარტის სანაპიროს ჩრდილოეთით. არის ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ერთადერთი სარეგენტო. შედგება 342 კუნძულისგან[3] და ჯაკარტის ყურის დასავლეთით, ბანტენის პროვინციის ჩრდილოეთით, იავის ზღვაში 45 კმ-ის მანძილზეა გადაჭიმული.
დეკრეტის თანახმად,[4] სარეკრეაციოდ 36 კუნძულის გამოყენებაა შესაძლებელი. სრულად განვითარებული 13 კუნძულია: 11 მათგანი კურორტია, ხოლო 2 — ისტორიული პარკი. 23 კუნძული კერძო საკუთრებაშია და საზოგადოებისთვის დახურულია.[5] დანარჩენ კუნძულებზე ან მეთევზეთა სოფლებია, ან დაუსახლებელია.[5]
კუნძულები და ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ათასი კუნძული ადმინისტრაციული სარეგენტოა, რომელიც ქალაქ ჯაკარტას ეკუთვნის. როგორც ადმინისტრაციულ სარეგენტოს, ათას კუნძულს საკუთარი ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლება არ ჰყავს და რეგენტს პირდაპირი წესით გუბერნატორი ნიშნავს. ათასი კუნძულის გეოგრაფიული მახასიათებლების გამო ჯაკარტა მსოფლიოში ერთადერთი დედაქალაქია, რომლის საზღვრებშიც 100-ზე მეტი კუნძულია მოქცეული[6] (სტოკჰოლმის დედაქალაქის საზღვრებში 14 კუნძულს მოიცავს). ოფიციალურ სიაში ათასი კუნძულის სარეგენტო 110 კუნძულს მოიცავს, რომელიც ორ ქვერაიონად, კეჩამატანად იყოფა: კეპულაუან-სერიბუ-სელატანი (სამხრეთ ათასი კუნძული) და კეპულაუან-სერიბუ-უტარა — ჩრდილოეთ ათასი კუნძული. თითოეული კეჩამატანი 3-3 კელურაჰანად იყოფა.
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეპულაუან-სერიბუს საზღვაო ეროვნული პარკი
Taman Nasional Laut Kepulauan Seribu | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | იავის ზღვა |
ქვეყანა | ინდონეზია |
უახლოესი ქალაქი | ჯაკარტა |
კოორდინატები | 5°45′ ს. გ. 106°35′ ა. გ. / 5.750° ს. გ. 106.583° ა. გ.) |
დაარსდა | 1982 |
მმართველი ორგანო | გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტრო |
ოფიციალური საიტი | tnlkepulauanseribu.net |
107,489 ჰექტარი ფართობის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორია ინონეზიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1982 წელს ეროვნულ პარკად გამოაცხადა. 2002 წელს ინდონეზიის სატყეო სამინისტროს დადგენილებით პარკს ათასი კუნძულის საზღვაო ეროვნული პარკი“ ეწოდა. ორ კუნძულზე, პანჯალირან ბარატსა და პანჯალირან ტიმურ-ზე, სადაც ზღვის კუებს იცავენ, შესვლა აკრძალულია.[7][8]
ათასი კუნძულის საზღვაო ეროვნული პარკი ჯაკარტიდან ჩრდილოეთი 45 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. პარკი ჩრდილოეთ ათასი კუნძულის ქვერაიონს მიეკუთვნება. კომპლექსის შემადგენლობაში 342 რიფია, რომელთაგანაც 110 ნახევარ აკრძე დიდ კუნძულს წარმოქმნის.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Webpage on the official site of Jakarta დაარქივებული 2014-12-27 საიტზე Wayback Machine.
- Islands directory of Indonesia დაარქივებული 2018-11-04 საიტზე Wayback Machine.
- Islands directory of Jakarta, University of Gajah Mada დაარქივებული 2020-08-09 საიტზე Wayback Machine.
- Kepulauan Seribu National Park, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ https://jakbarkota.bps.go.id/publication/download.html?nrbvfeve=NTQyNWE1Y2E1NmY1NWNjYTY2M2I3ZTAw&xzmn=aHR0cHM6Ly9qYWtiYXJrb3RhLmJwcy5nby5pZC9wdWJsaWNhdGlvbi8yMDE4LzEyLzI4LzU0MjVhNWNhNTZmNTVjY2E2NjNiN2UwMC9zdGF0aXN0aWstZGFlcmFoLWtvdGEtamFrYXJ0YS1iYXJhdC0yMDE4Lmh0bWw%3D&twoadfnoarfeauf=MjAxOS0wNS0zMSAxMjowODozMA%3D%3D
- ↑ SK Gubernur KDKI No. 1986/2000
- ↑ (SK Gubernur KDKI No. 1814/198
- ↑ 5.0 5.1 PARIWISATA KEPULAUAN SERIBU: Potensi Pengembangan dan Permasalahannya
- ↑ „National Geographic Traveler“. Jakarta (Indonesian). National Geographic Indonesia. 4 (6): 72. 2012.
- ↑ http://www.thejakartapost.com/news/2011/06/28/sri-andajani-thousand-islands-conservation-or-submersion.html
- ↑ Kepulauan Seribu National Park - Departemen Kehutanan დაარქივებული 2012-01-01 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Tomascik, Tomas; Janice Mah, Anmarie; Nontji, Anugerah; Kasim Moosa, Mohammad (1997) The Ecology of the Indonesian Seas - Part Two. Singapore: Eric Oey. ISBN 962-593-163-5. ციტირების თარიღი: February 5, 2012.
|
|