კენგ-კრაჩანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენგ-კრაჩანის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติแก่งกระจาน

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ფეტჩაბურისა და პრაჩუაპქირიქანის პროვინციები, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
კოორდინატები 12°45′00″ ჩ. გ. 99°36′00″ ა. გ. / 12.75000° ჩ. გ. 99.60000° ა. გ. / 12.75000; 99.60000
ფართობი 2 914,7 კმ²
დაარსდა 12 ივნისი, 1981

კენგ-კრაჩანის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติแก่งกระจาน) — უდიდესი ეროვნული პარკი ტაილანდში. მდებარეობს ბირმის საზღვართან, თენაინთერის ნაკრძალს ეკვრის.[1][2] პარკი ქალაქ ჰუა ჰინის მახლობლად მდებარეობს და პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი მდებარეობს ფეტჩაბურისა და პრაჩუაპქირიქანის პროვინციების საზღვარზე. ძირითადად დაფარულია ტენასერიმის ქედის აღმოსავლეთ ფერდობის წვიმის ტყეებით. პარკის უმაღლესი მწვერვალი 1513 მეტრის სიმაღლისაა და მიანმარისა და ტაილანდის საზღვარზეა. კაო პანერნ თუნგი 1 207 მეტრის სიმაღლისაა.[2] პარკის მთავარი მდინარეებია პრანბური და ფეტჩაბური. 1966 წელს მდინარე ფეტჩაბურიზე კაშხალი აიგო, რომელიც 46.5 კმ² ფართობის ტბას წარმოქმნის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს პარკი ნაკრძალად გამოაცხადეს, ხოლო 1981 წლის 12 ივნისს ტაილანდის რიგით 28-ე ეროვნული პარკი გახდა. თავდაპირველად პარკის ფართობი 2 478 კმ² იყო, თუმცა 1982 წელს 300 000 რაით გაფართოვდა.[1]

პარკი შეტანილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის პარკების სიაში. 2011 წელს ტაილანდმა სატყეო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო ძეგლთა ნუსხისთვის მონიშნა. მიანმარი აცხადებს, რომ ტაილანდის მიერ აღიარეული ტერიტორიის 1/3, თითქმის 1000 კმ² - მისი რეგიონის შემადგენლობაშია და ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.[3]

ველურ სპილოებზე ნადირობა პარკისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც მოხელეები ბრაკონიერობის გაკონტროლებას ვერ ახერხებენ.[4][5] [6]

კენგ კრაჩანს ეროვნული პარკის სტატუსი აქვს, თუმცა მის ფარგლებშო კერძო პლანტაციებიცაა გაშენებული. მათი ნაწილი ელექტრული ღობეებითაა დაცული, რის გამოც 2013 წლის ივნისში ახალგაზრდა სპილო დაიღუპა.[7]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეები ტროპიკული მცენარეულობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მათ შორის ტროპიკული და სუბტროპიკული ფართოფოთლოვანი ხეების სახეობებით. პარკში 91 სახეობის ძუძუმწოვარი და 461 სახეობის ფრინველია აღრიცხული.[1][8]

ველური ხილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენგ-კრაჩანის ეროვნულ პარკში არაერთი სახეობის ველური ხილი ხარობს, მათ შორისაა:[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Wongruang, Piyaporn (10 November 2018). „SPECIAL REPORT: Kaeng Krachan's main priority: tourism or wildlife protection?“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 November 2018.
  2. 2.0 2.1 KAENG KRACHAN NATIONAL PARK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  3. „Thailand bid to list Kaeng Krachan back to square one“. Bangkok Post. 4 November 2016. ციტირების თარიღი: 4 November 2016.
  4. noname (wild) at Kaeng Krachan National Park დაარქივებული 29 May 2014 საიტზე Wayback Machine.
  5. Wongruang, Piyaporn (2013-05-05). „Elephant slaughter: The gangs get bold“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 4 November 2016.
  6. 5 park officials wanted for poaching elephants - Witness 'saw carcass burnt' at Kaeng Krachan (Thailand) დაარქივებული August 23, 2013, საიტზე Wayback Machine.
  7. „Young elephant dies in fatal electrocution“. The Nation. 2013-06-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-04. ციტირების თარიღი: 4 November 2016.
  8. Elliot, Stephan; Cubitt, Gerald (2001) THE NATIONAL PARKS and other Wild Places of THAILAND. New Holland Publishers (UK) Ltd, გვ. 26–31. ISBN 9781859748862. 
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-31. ციტირების თარიღი: 2017-08-31