ტაკა-ბონე-რატეს ეროვნული პარკი
იერსახე
ტაკა-ბონე-რატეს ეროვნული პარკი
Taman Nasional Taka Bonerate | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, სულავესი |
უახლოესი ქალაქი | მაკასარი |
კოორდინატები | 6°41′ ს. გ. 121°09′ ა. გ. / 6.683° ს. გ. 121.150° ა. გ. |
ფართობი | 5 307 კმ² |
დაარსდა | 1992 |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ტაკა-ბონე-რატე (ინდონ. Taman Nasional Taka Bonerate) — საზღვაო პარკი ინდონეზიაში, ფლორესის ზღვაში, კუნძულ სულავესის სამხრეთით; მოიცავს ტაკაბონერატეს ატოლებს.
არეალი, რომელიც მოიცავს ატოლ კუნძულებსა და მიმდებარე ზღვას, 1992 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[1][2]
ატოლი შედგება განცალკევებული მაგიდა რიფებისა და გარსშემორტყმული ლაგუნებისაგან. სულ შედის 20 ატოლი, რომელთაგან ექვსი დასახლებულია. მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს ბონერატეს ხალხი.[3]
განსაკუთრებულია ატოლის ეკოლოგიური მნიშვნელობა; გამოირჩევა მდიდარი ზღვისა და ფრინველთა სამყაროთი. ეროვნული პარკი მიჩნეულია მსოფლიოში ერთ–ერთ უმაღლეს საზღვაო ბიომრავალფეროვან ადგილად.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინდონეზიური) Situs resmi Taman Nasional Taka Bonerate დაარქივებული 2008-10-23 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Departemen Kehutanan - Takabonerate დაარქივებული 2013-05-29 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Unesco - World Heritage
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Taka Bonerate National Park. Departemen Kehutanan (Indonesian Ministry of Forestry). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29.
- ↑ Wells, Michael (1999). Investing in biodiversity: a review of Indonesiaʼs Integrated Conservation and Development Projects. World Bank Publications, გვ. 94.
- ↑ Bonerate of Indonesia. Joshua Project.
- ↑ Kay, Robert C.; Jackie Alder (2005). Coastal planning and management. Taylor & Francis. ISBN 0-415-31772-X.
|