შინაარსზე გადასვლა

ტელუკ-ჩენდერვასიჰის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელუკ-ჩენდერვასიჰის ეროვნული პარკი

Taman Nasional Teluk Cenderawasih

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, დასავლეთი პაპუა
უახლოესი ქალაქი მანოკვარი
კოორდინატები 2°30′ ს. გ. 134°38′ ა. გ. / 2.500° ს. გ. 134.633° ა. გ. / -2.500; 134.633
ფართობი 14 535 კმ²
დაარსდა 2002
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ტელუკ-ჩენდერვასიჰი (ინდონ. Taman Nasional Teluk Cenderawasih) — უდიდესი საზღვაო ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს ჩენდერვასიჰის უბეში. მოიცავს მოსავარის, ნუსროვის, როონის, რუმბერპონისა და იოოპის კუნძულებს. პარკშ დაცულია ზღვის მდიდარი ეკოსისტემა, მარჯნის 150 აღრიცხული სახეობით.[1] ეროვნული პარკი შეთავაზებულია იუნესკოსთვის, რათა ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანოს.[2]

პარკის ფართობი 14 535 კმ²–ია და მოიცავს სანაპიროს და მანგროს ეკოსისტემებს (0,9%), მარჯნის რიფებს (5,5%), კუნძულების ტროპიკული ტყეების ეკოსისტემებს (3,8%) და ზღვას (89,8%). კუნძულებზე აღრიცხულია 46 სახეობის მეცანრე..[1]

პარკის ტერიტორიაზე, დაახლოებით 72 სოფელში 14 000 ადამიანი სახლობს.[3]