შინაარსზე გადასვლა

სანგირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანგირანი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
შექმნის პერიოდი პირველყოფილი საზოგადოება
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ინდონეზიის დროშა ინდონეზია | ქვეყნის დროშა2 | name = ინდონეზიის დროშა ინდონეზია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 593
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 593
ინგლ.რუს.ფრ.

სანგირანი - არქეოლოგიური ტერიტორია ინდონეზიის კუნძულ იავაზე. მოიცავს 48 კმ²-ს და მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ სურაკარტის ჩრდილოეთით, მდინარე სოლოს ხეობაში. 1996 წელს, იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

1934 ანთროპოლოგმა გუსტავ ფონ კენიგსვალდმა ამ ტერიტორიის შესწავლა დაიწყო. მომდევნო წელს, გათხრებისას მან დღემდე ცნობილი ერთ-ერთი უძველესი, ადამიანთა წინაპრის Pithecanthropus erectus-ის ნამარხები აღმოაჩინა („იავის კაცი", ახლა მას Homo erectus-ის სახეობას მიაკუთვნებენ). სულ დაახლოებით ადამიანის 60-მდე ნამარხი იქნა აღმოჩენილი.

ასევე აღმოჩენილია იმ ცხოველების მნიშვნელოვანი ნაშთბი, რომლებზეც ეს პირველყოფილი ადამიანები ნადირობდნენ ან უბრალოდ მათთან ერთად ცხოვრობდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]