ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი

Taman Nasional Lore Lindu

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული სულავესი
კოორდინატები 1°31′ ს. გ. 120°11′ ა. გ. / 1.517° ს. გ. 120.183° ა. გ. / -1.517; 120.183
ფართობი 2 180 კმ²
დაარსდა 1982
სტუმრობა 2 000[1] (2007)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ლორე-ლინდუ (ინდონ. Taman Nasional Lore Lindu) — ტყიანი დაცული ტერიტორია ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ცენტრალური სულავესის პროვინციაში. ეროვნული პარკის ფართობი 2 180 კმ²–ია და მოიცავს როგორც დაბლობის, ისე მთის ტყეებს. გავრცელებულია მრავალი უიშვიათესი სახეობა, მათ შორის სულავესისთვის ენდემი ფრინველის 77 სახეობა.[2] ეროვნული პარკი შესულია იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალთა მსოფლიო ქსელში. გარდა მისი მდიდარი ველური ბუნებისა, პარკი ასევე მოიცავს ძვ. წ. 1300 წლით დათარიღებულ მეგალითებს.[3]

პარკამდე მიღწევის უადვილესი გზა ქალაქ პალუდან მიემართება. საკმაოდ დიდი, წელიწადში 4 000 მმ ნალქეის გამო, პარკის სამხრეთ ნაწილის მონახულებისათვის იდეალურია ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდი.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forestry statistics of Indonesia 2007 დაარქივებული 2013-04-05 საიტზე Wayback Machine. , retrieved 20 May 2010
  2. The Nature Conservancy: Lore Lindu National Park: Building Partnerships to Protect Sulawesi’s Unique Wildlife დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine. , retrieved 9 October 2010
  3. Sangadji, Ruslan: C. Sulawesi's Lore Lindu park, home to biological wealth, The Jakarta Post, 05 June 2005 დაარქივებული 3 March 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , retrieved 11 October 2010
  4. TAMAN NASIONAL LORE LINDU. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 2, 2012. ციტირების თარიღი: May 6, 2012.