ბა-ბეს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბა-ბეს ეროვნული პარკი

Vườn Quốc Gia Ba Bể

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Ba Be Lake 6464.jpg
ბა-ბეს ტბა წვიმების სეზონის დროს
მდებარეობა ბაკ-კანის პროვინცია
ქვეყანა ვიეტნამი
კოორდინატები 22°24′19″ ჩ. გ. 105°36′55″ ა. გ. / 22.40528° ჩ. გ. 105.61528° ა. გ. / 22.40528; 105.61528
ფართობი 10.048 ჰექტარი

ბა-ბეს ეროვნული პარკი (ვიეტ. Vườn Quốc Gia Ba Bể) — დაცული ტერიტორია ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბაკ-კანის პროვინციაში. შეიქმნა მტკნარი წყლის ტბისა (ბა-ბეს ტბა) და გარშემორტყმული კირქვისა და მარადმწვანე ტყეების დასაცავად. მდებარეობს დედაქალაქ ჰანოიდან დაახლოებით 240 კმ-ის დაშორებით.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბა-ბეს ეროვნული პარკი მდებარეობს ბაკ-კანის პროვინციაში,[1] ჰანოიდან 240 კმ-ის დაშორებით. პროვინციის დედაქლაქ ბაკ-კანიდან ეროვნული პარკი 70 კმ-თაა დაშროებული, ხოლო ქალაქ ჩო-რადან 14 კმ-ით.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნისლიანი დილა ბა-ბეს ტბაზე

ბა-ბეს ეროვნული პარკი კირქვოვანი და მარადმწვანე ტყეებითაა დაფარული. კირქვოვანი წარმონაქმნები ძირითადად მთების ფერდობებზეა, სადაც ნიადაგის თხელი ფენაა. მარადმწვანე ტყეები უფრო სქელი ნიადაგის მიადმოებშია და სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კირქვოვან ტყეებში ყველაზე მეტად გავრცელებულია: Burretiodendron hsienmu და Streblus tonkinensis. ტბის ნაპირების მახლობლად მთის ფერდობებიზე რეგიონული ენდემური მცენარე მცოცავი ბამბუკი ხარობს.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 27 სახეობის ღამურა და 65 სახეობის ძუძუმწოვარია შემჩნეული, მათ შორის: ჩინური პანგოლინი (Manis pentadactyla), მსუქანი ლორი (Nycticebus coucang), რეზუსი, ჰიმალაიური დათვი, წავი და სხვ. ბა-ბეს ეროვნულ პარკში ბინადრობს 233 სახეობის ფრინველი, 43 სახეობის რეპტილია და ამფიბია, მათ შორის: სამეფო კობრა და ვიეტნამური სალამანდრა. ბა-ბეს ტბაში 106 სახეობსი თევზია დაფიქსირებული. პარკი ცნობილია პეპლების სახეობებითაც - აქ 354 სახეობის პეპელაა აღწერილი.

ლანდშაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირქვის კლდე ბა-ბეს ტბასთან

პარკის ჩრდილოეთით პიონგის გამოქვაბული მდებარეობს. მთავარი მღვიმე 50 მეტრის სიმაღლისა და 300 მეტრის სიგრძისაა. მღვიმეში 18 სახეობის ღამურა ბინადრობს. „ზღაპრული გუბურა“ კლდოვანი აუზია, რომელიც კირქვოვან წარმონაქმნებს შორის მდებარეობს და სუფთა წყლითაა სავსე. მდინარე ნანგზე დაუ დანგის ჩანჩქერი წარმოიქმნება. იგი დინებების ნაკადისგან შედგება, რომელიც თითქმის ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული. ქვრივი კუნძული პატარა, კონუსის ფორმის კუნძულია ტბის სამხრეთ ნაწილში.

ეროვნული პარკი და ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბა-ბეს ეროვნული პარკი 1992 წელს დაარსდა და 10 048 ჰექტარი ფართობი უკავია. პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო ცენტრი, საოჯახო სასტუმროები, ტბის მენეჯმენტის სადგური და ეკოლოგიური კვლევის სადგური მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Things to know about Ba Be National Park, Vietnam“. Things to know about Ba Be National Park, Vietnam. 28 July 2018. ციტირების თარიღი: 26 August 2019.