სულავესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულავესი
მშობ. სახელი: Sulawesi
Sulawesi Topography.png
სულავესის ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია
ფართობი 174 600 კმ²
უმაღლესი წერტილი 3 478 მ
რანტემარიო
ქვეყანა
უდიდესი ქალაქი მაკასარი
დემოგრაფია
მოსახლეობა 16 მილიონი (2005)
სიმჭიდროვე 91 /კმ²

სულავესი (ინდო. Sulawesi) — ფართობის მხრივ მესამე კუნძული ინდონეზიაში. სულავესი შედის ზონდის კუნძულების შემადეგნლობაში, მოქცეულია ბორნეოსა და მოლუკის კუნძულებს შორის. 2005 წლის მონაცემებით, სულავესზე ცხოვრობს 16 მილიონი ადამიანი, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,25%. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაკასარი. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია რელიგიაა ისლამი.

სულავესის ფართობი შეადგენს 174 600 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის მეთერთმეტე ადგილი უკავია. კუნძული იყოფა ექვს პროვინციად. დასავლეთი სულავესი ყველაზე ახალი პროვინციაა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. აქ ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია სამხრეთით მდებარე ქალაქი მაკასარი და უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე მანადო.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძული მდიდარია ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ მრავალი ენდემური ჯიშის ცხოველი სახლობს. კუნძულზე არის 8 ეროვნული პარკი. პარკებს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები უკავია, მათგან ყველაზე დიდი ფართობი აქვს: Bogani Nani Wartabone 2 871 კმ² და ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი 2 290 კმ². ბუნაკენის ეროვნული პარკი მდიდარია თავისი მარჯნის ეკოსისტემით, ეს ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1991 წელს, იუნესკომ ბუნაკენის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.

სულავესზე ცხოვრობს ძუძუმწოვართა 127 სახეობა. აქედან 62% (79 სახეობა) არის ენდემები. კუნძული მდიდარია ფრინველების და წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებითაც.

ისტორია[რედაქტირება]

არქოლოგიური გათხრების შედეგად, კუნძულის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნია პირველი დასახლებიბი, რომელიც 30 000 წლით თარიღდება ჩვენს ერამდე. ევროპელებიდან პიველად ეს ადგილები მოინახულებს პორტუგალიელებმა 1512 წელს, მათ კუნძულის დასავლათი სანპიროები აღმოაჩინეს. 1605 წელს სულავესი შევიდა ჰოლანდიის შემადგენლების.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სულავესი დაპყრობილი იქნა იაპონიის იმპერიის მიერ. ომის დასრულების შემდეგ სულავეს და საერთოდ ინდონეზიის კუნძულებს ამერიკელები აკონტროლებდნენ. 1950 წლიდან ეს კუნძული შედის ინდონეზიის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: