ბალურანის ეროვნული პარკი
ბალურანის ეროვნული პარკი
Taman Nasional Baluran | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული იავა |
კოორდინატები | 7°50′ ს. გ. 114°22′ ა. გ. / 7.833° ს. გ. 114.367° ა. გ. |
ფართობი | 25 000 ჰა |
დაარსდა | 1980 |
სტუმრობა | 10 192[1] (2006) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ბალურანი (ინდონ. Taman Nasional Baluran) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში. კლიმატი შედარებით მშრალია. პარკი მოიცავს დაბლობის ტყეებს, სავანებს, მანგროს ტყეებსა და ბორცვებს, ასევე ბალურანის მთას (1 247 მ).
ეროვნული პარკი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ბალისა და მადურის სიახლოვეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მადურის სრუტე, აღმოსავლეთით — ბალის სრუტე, დასავლეთით — მდინარე ბაჯულმატი და სამხრეთით მდინარე კლოკორანი. პარკს დაახლოებით წრის ფორმა აქვს, რომლის ცენტრშიც ჩამქრალი ვულკანი ბალურანი მდებარეობს. ფართობი 25 000 ჰექტარია.[2] შედგება ხუთი ზონისაგან.[3]
პარკში ძირითადად წარმოდგენილია ტყისა და სავანის მცენარეულობა. სანაპირო შედგება უსწორმასწორო ნახევარკუნძულებისა და უბეებისგან. გამოირჩევა მარჯნის არეალები, ქვიშიანი პლაჟები და მიქცევა-მოქცევის არეალები.
ეროვნული პარკი 1980 წელს შეიქმნა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Photo database of Indonesian Biodiversity დაარქივებული 2017-08-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Forestry statistics of Indonesia 2007, retrieved 20 May 2010
- ↑ Baluran National Park დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Wayback Machine. - Ministry of Forestry
- ↑ Baluran National Park: History, Location and Area დაარქივებული 2011-04-20 საიტზე Wayback Machine. (ინდონეზიური)
|