ბარისანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბარისანი
ვულკანი კერინჩი
ვულკანი კერინჩი
კოორდინატები: 3°00′ ს. გ. 102°15′ ა. გ. / 3.000° ს. გ. 102.250° ა. გ. / -3.000; 102.250
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტერიტორიული ერთეული კერინჩი
სიმაღლე 3805 
სიგრძე 1700 კმ
ბარისანი — ინდონეზია
ბარისანი

ბარისანი (ინდო. Pegunungan Bukit Barisan) — ქედი კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაწილში, ინდონეზიაში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1700 კმ-ზე. ქედის უმაღლესი წერტილია ვულკანი კერინჩი (3805 მ). აგებულია მეტწილად პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით, კირქვებით, გრანიტებით, აგრეთვე ვულკანური ქანებით. ფერდობები ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. შედგება ძირითადად ვულკანებისაგან, რომლებიც დაფარულია ხშირი ჯუნგლებით, მათ შორის სუმატრის ტროპიკული ფიჭვის ტყეებით. სულ 35 მოქმედი ვულკანია. ქედის ფარგლებშია ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი. ზღვის დონიდან 905 მ სიმაღლეზე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი ვულკანური ტბა ტობა. არის ჩანჩქერები, ცხელი წყაროები, ფუმაროლები, მღვიმური სისტემები. განვითარებულია ნოტიო ტროპიკული კლიმატი, დამახასიათებელია მარადმწვანე ტყეები. სახელწოდება ბუკიტ-ბარისანი ინდონეზიური ენიდან ნიშნავს „ბორცვების მწკრივს“ ან „ბორცვები, რომლებიც ქმნიან მწკრივს“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]